Breaking News

რაო? რამოსი რეალიდან მიდისო?..

რეალი რამოსის გარეშე წარმოგიდგენიათ? შეიძლება „რეალი“ მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, შეიძლება სერხიო რამოსს ან ძალიან აქებდე, ან საშინლად ლანძღავდე, მაგრამ ესენი უერთმანეთოდ?

ესპანურმა „მარკამ“ ცოტა არ იყოს სენსაციური ამბავი დაწერა – სერხიოს კლუბში შექმნილი ატმოსფერო არ მოსწონსო და ეს ყველაფერი ზინედინ ზიდანის მეორედ მოსვლის ბრალი არისო.

ზიზუ სუპერვარსკვლავი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და არას დაგიდევთ, თუ სერხიო რამოსი მადრიდის უგვირგვინო მეფეა.

ჰოდა, სერხიო წასვლაზე დაფიქრებულა. ადრე „მანჩესტერს“ და პსჟ-ს სურდათ მისი დამატება, მაგრამ უარი მიიღეს. ახლა რამოსი მოლაპარაკებისთვის გახსნილია.

სხვა საქმეა, აპატიებენ თუ არა ქომაგები რამოსის წასვლას ზიდანს.

გიორგი ნოზაძე

მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".