ჭდე: გონსალო იგუაინი

Home გონსალო იგუაინი
იგუაინი ფეხბურთელის პროფესიის სიძნელეებზე
ჩანაწერი

იგუაინი ფეხბურთელის პროფესიის სიძნელეებზე

„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა გონსალო იგუაინმა ჟურნალისტებს ფეხბურთელის პროფესიის სიძნელეებზე მოუთხრო. „ბევრი ფიქრობს, რომ ფეხბურთელებს იოლი ცხოვრება აქვთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია როგორც უბრალო ადამიანებს ქუჩაში წყნარად გასეირნება. თუ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, არ უნდა უპასუხო, თორემ დიდი პრობლები შეგექმნება“, – ციტირებს არგენტინელი შემტევის სიტყვებს TyC Sports. „ინტერ მაიამისთან“ იგუაინის კონტრაქტის ვადა 2022 წლის...

ანდრეა პირლო – იუვეს ახალი მწვრთნელი
ჩანაწერი

ანდრეა პირლო – იუვეს ახალი მწვრთნელი

მაურიციო სარის წასვლის შემდეგ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ყველაზე აქტიურად მაურისიო პოჩეტინო, სიმონე ინძაგი და ზინედინ ზიდანი განიხილებოდნენ. ასევე აქტიურად დაირხა ხმები მაქს ალეგრისთან დაკავშირებით. მხოლოდ აქა-იქ თუ წავიკითხავდით ანდრეა პირლოზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ „იუვეს“ 23 წლამდე გუნდის თავკაცად დაინიშნა და… „იუვემ“ რისკიანი ნაბიჯი გადადგა – 41 წლის პირლო, ვინაც ახლახანს აიღო...

კვაზი სეხნია
ჩანაწერი

კვაზი სეხნია

ადრე ათიანი, თავიუფალი მხატვარი, ყველა გუნდს ჰყავდა, თუმცა დრომ მოიტანა და ესთეტიკა რაციონალიზმმა დაჩაგრა – დღეს ეს პოზიცია თანამედროვე ფეხბურთიდან თითქმის გაქრა. ტექნიკურად სრულყოფილმა ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში დაიკავეს ადგილი. ხავიმ და ინიესტამ მთელ სამყაროს დაუმტკიცეს, რომ მოქნილობას შეუძლია ველური და მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დამყარებული ფეხბურთი დაამარცხოს. ესპანეთმა და „ბარსელონამ“ ერთ დროს სცადეს მთელი მსოფლიოსთვის ეკარნახათ, რომ...

ჩანაწერი

სარი ზედმეტად ემოციურია

მაურიციო სარიმ ბაქოში, „ჩელსის” ბოლო ვარჯიშზე თავი ვერ მოთოკა და მოედნიდან გაიქცა. მიზეზი: ერთი შეხედვით, იტალიელმა მწვრთნელმა გონსალო იგუაინისა და დავიდ ლუისის გამაღიზიანებელი კინკლაობა ვერ აიტანა. ძნელია, როდესაც ევროლიგის ფინალის წინა დღეს ფეხბურთელებისგან უპასუხისმგებლობას ხედავ. განრისხებულმა სარიმ კეპი მოგლიჯა, დააგდო და ფეხი გაჰკრა. ეს ამბავი საღამოს ვარჯიშზე მოხდა. არგენტინელი და ბრაზილიელი რამდენჯერმე უხეშად შეებრძოლენ ერთმანეთს ბურთისთვის,...

აზარს შუაში რა უნდა?
ჩანაწერი

აზარს შუაში რა უნდა?

მაურიციო სარის ექსპერიმენტი ჩაფლავდა — „ჩელსის” ვეტერანის კრეიგ ბარლის აზრით, ედენ აზარის ცენტრალურ თავდამსხმელად გამოყვანა, ხოლო გონსალო იგუაინისა და ოლივიე ჟირუს სათადარიგოთა სკამზე დატოვება ცუდი იდეა გამოდგა. „ჩელსიმ” კვირას „ლივერპულთან” 0:2 წააგო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სახიფათო მომენტები მანაც შექმნა. აზარს ორი დიდებული შანსი ჰქონდა და თუ მეორე ეპიზოდში მერსისაიდელთა მეკარე ალისონმა იხსნა თავისი გუნდის...

ჩანაწერი

ლურჯი გონსალო დღეს ვერ ითამაშებს

გონსალო იგუაინი „ჩელსიში” გადავიდა და აცხადებს, რომ ერთი სული აქვს როდის გავა მოედანზე. ოთხშაბათს, დასავლეთ ლონდონელებმა დაადასტურეს, რომ 31 წლის არგენტინელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მათი მოთამაშე გახდა. „ლურჯების” ახალმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა თქვა: „როდესაც „ჩელსისგან” „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლის წინადადება მივიღე მივხვდი, რომ ამ წინადადებაზე უარი არ უნდა მეთქვა. ეს ის კლუბია, რომელიც მე ყოველთვის მომწონდა, რომელსაც...

რა უთხრა სინამდვილეში სამპაოლიმ მესის
ჩანაწერი

რა უთხრა სინამდვილეში სამპაოლიმ მესის

სოციალურ ქსელებში დაირხა ხმა, რომ არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო მომენტში, როდესაც „ალბისელესტეს” თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ აუტის ხაზთან ლეო მესი იხმო, კაპიტნისგან სერხიო აგუეროს შეყვანის ნებართვა ითხოვა. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როგორ ეუბნება სამპაოლი მესის რაღაცას და როგორ უქნევს ის თანხმობის ნიშნად თავს. კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” ეს ჭორი უარყო და დაწერა, თუ რა მოხდა სინამდვილეში....