ჭდე: დავიდ სილვა

Home დავიდ სილვა
სიტიმ აგუეროს წინადადებით მიმართა
ჩანაწერი

სიტიმ აგუეროს წინადადებით მიმართა

„მანჩესტერ სიტი“ მზადაა თავის რეკორდსმენ ბომბარდირს სერხიო აგუეროს კლუბის ელჩობა შესთავაზოს. არგენტინელი თავდამსხმელი 33 წლის ასაკში იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა. მიზეზი: უეცრად აღმოჩენილი გულის პრობლემები. აგუერო გასულ ზაფხულს „სიტიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდა, მაგრამ ოქტომბრის მიწურულს თამაშის დროს ცუდად გახდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დიეგო მარადონას ყოფილ სიძეს უჯობდა აქტიური სპორტისთვის თავი დაენებებინა. და აი, „მანჩესტერ სიტი“ მზად...

სიტი ლეგენდებს ძეგლებს უდგამს
ჩანაწერი

სიტი ლეგენდებს ძეგლებს უდგამს

„მანჩესტერ სიტიმ“ ტრადიციად დაამკვიდრა „ეტიჰად სტედიუმზე“ იმ ფეხბურთელების ძეგლებს დადგმა, ვინც კლუბის ისტორიაში გამორჩეული როლი ითამაშა. ვინსენტ კომპანი, დავიდ სილვა და სერხიო აგუერო – ეს სამეული კლუბის ლეგენდებად უკვე შერაცხეს. კომპანისა და სილვას ძეგლებს უკვე ამ კვირაში, „არსენალთან“ მატჩამდე გახსნიან, აგუეროსთვის მსგავსი პატივის მიგება კი 2022 წელს არის დაგეგმილი.  

რეკორდსმენი რამოსი
ჩანაწერი

რეკორდსმენი რამოსი

ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. საუბარია მცველებზე… რამოსმა უკრაინის ნაკრებთან (4:0) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. შედეგად, ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობა 23-მდე გაზარდა და არგენტინელ დანიელ პასარელას (22 გოლი) გადაასწრო. გარდა ამისა, რამოსი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში გატანილი გოლებით მერვე ადგილზე – მცველი ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს დაეწია. მის წინ არიან...

დავიდ სილვას კორონა სჭირს
ჩანაწერი

დავიდ სილვას კორონა სჭირს

იმ დღეს, როდესაც სან სებასტიანის „რეალ სოსიედადმა” დავიდ სილვა ოფიციალურად გამოაცხადა თავის ფეხბურთელად, ვეტერანს კორონავირუსი დაუდგინდა. „მანჩესტერ სიტის” აწ უკვე ლეგენდა ბასკეთის გუნდში თვისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ორშაბათს, 34 წლის ვარსკვლავმა „სოსიედადის” მაისური „ანოეტას” სტადიონზე საჯაროდ მოირგო და წარდგინებაც შედგა, თუმცა, რამდენიმე საათში კლუბმა „ტვიტერის” გვერდზე გამოაცხადა, რომ მას covid 19 სჭირს. პრემიერლიგის ოთხგზის ჩემპიონის...

ტარემ დავიდ სილვას კაცობა დაუწუნა
ჩანაწერი

ტარემ დავიდ სილვას კაცობა დაუწუნა

„ლაციოს“ სპორტულმა დირექტორმა, ალბანელმა იგლი ტარემ ჟურნალისტებს „მანჩესტერ სიტის“ შუახაზელის დავიდ სილვას „რეალ სოსიედადში“ გადასვლის თაობაზე გაუზიარა აზრი. „ვიცი სილვას „სოსიედადში“ გადასვლის შესახებ. როგორც ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ კაცობისა რა მოგახსენოთ,“ – წერია „ლაციოს“ ოფიციალურ საიტზე. საქმე ის არის, რომ სილვა „ლაციოსთნ“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს. „არწივებმა“ 34 წლის შუახაზელს მოსაფიქრებლად დრო მისცეს, მაგრამ ბოლო დღეებში...

ჩანაწერი

ფული სილვასაც ანათებს

დიდი შანსია, რომ დავიდ სილვამ „მანჩესტერ სიტის” სახელით უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა. ყატარელებმა მას ორ წელიწადში 12 მილიონი გირვანქა შესთავაზეს. თან ეს 12 მილიონი დაქვითული თანხაა, მთლიანად სახლში წასაღები. მეტი რაღა ცდუნება უნდა 33 წლის ვეტერანს? „სანისთვის” ცნობილი გახდა ისიც, რომ „სიტი” თავის მხრივ სილვას ჩაბღაუჭებას აღარ აპირებს. „ქალაქელებს” „მონაკოსგან” 22 წლის ბელგიელი იური ტილემანსის ყიდვა...

სიტის ფერისცვალება
ჩანაწერი

სიტის ფერისცვალება

სხვაზე ნაკლებნი რითი ვართო და „სიტიმ“ აქამომდელ ტექნიკურ სპონსორ Nike-სთან, ვისგანაც წლიურ 20 მილიონ გირვანქას იღებდა, კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა. მიმდინარე კონტრაქტი 2013 წლიდან მოქმედებს და ყავლი 1 ივლისს გასდის. „სიტის“ ახალი ტექნიკური სპონსორი Puma იქნება და 10 წლის განმავლობაში კლუბს 650 მილიონ გირვანქას, ანუ დაახლოებით 750 მილიონ ევროს გადაუხდის. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ Puma არა...

დავიდ სილვას გაცდენების მიზეზი
ჩანაწერი

დავიდ სილვას გაცდენების მიზეზი

დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტის” ბოლო რამდენიმე შეხვედრაში არ მონაწილეობდა. მიზეზი: მის მეგობარ გოგონას, რომელიც ფეხმძიმობის ბოლო ეტაპზეა, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. კანარის კუნძულების შვილს გაცდენის ნებართვა მწვრთნელისგან, პეპ გვარდიოლასგან ჰქონდა აღებული. “ის დაბრუნდება, როცა მზად იქნება. პირადი ცხოვრება ყველაფერზე მნიშვნელოვანია” — თქვა გვარდიოლამ. ეს ინფორმაცია ესპანურმა რადიო SER-მა, კერძოდ ჟურნალისტმა ალვარო დე გრადომ  გაავრცელა. სილვა ინგლისში დაბრუნდა,...