სხვაზე ნაკლებნი რითი ვართო და „სიტიმ“ აქამომდელ ტექნიკურ სპონსორ Nike-სთან, ვისგანაც წლიურ 20 მილიონ გირვანქას იღებდა, კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა. მიმდინარე კონტრაქტი 2013 წლიდან მოქმედებს და ყავლი 1 ივლისს გასდის.
„სიტის“ ახალი ტექნიკური სპონსორი Puma იქნება და 10 წლის განმავლობაში კლუბს 650 მილიონ გირვანქას, ანუ დაახლოებით 750 მილიონ ევროს გადაუხდის.
აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ Puma არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კლუბის, არამედ „სიტი ფუტბოლ კლუბის“ ტექნიკური სპონსორი ხდება. ამ გაერთიანებაში ესპანური „ჟირონა“, ავსტრალიური „მელბურნ სიტი“, ურუგვაული „ატლეტიკო ტორკე“, იაპონური „იოკოჰამა მარინოსი“ და ამერიკული „ნიუ-იორკ სიტი“ შედიან.
ახლახამ „სიტი ფუტბოლ კლუბმა“ ჩინური კლუბიც შეიძინა, თუმცა Puma-სთან კონტრაქტი ჩინურ და ამერიკულ კლუბებზე არ ვრცელდება.
აქამდე Puma-ს პერსონალური კონტრაქტები ჰქონდა ვენსან კომპანისთან, დავიდ სილვასთან და სერხიო აგუეროსთან. კონტრაქტის საერთო მოცულობის მიხედვით „სიტი“ მსოფლიოში მესამე, ინგლისში კი მეორე ადგილს იკავებს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
