დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტის” ბოლო რამდენიმე შეხვედრაში არ მონაწილეობდა. მიზეზი: მის მეგობარ გოგონას, რომელიც ფეხმძიმობის ბოლო ეტაპზეა, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. კანარის კუნძულების შვილს გაცდენის ნებართვა მწვრთნელისგან, პეპ გვარდიოლასგან ჰქონდა აღებული.
“ის დაბრუნდება, როცა მზად იქნება. პირადი ცხოვრება ყველაფერზე მნიშვნელოვანია” — თქვა გვარდიოლამ.
ეს ინფორმაცია ესპანურმა რადიო SER-მა, კერძოდ ჟურნალისტმა ალვარო დე გრადომ გაავრცელა. სილვა ინგლისში დაბრუნდა, სადაც “სიტიმ” “უოტფორდს” უმასპინძლა და 3:1 მოუგო. დავიდ სილვამ თავიდან ბოლომდე ითამაშა. ყვითელი ბარათიც კი მიიღო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
