იაპონელებს მიწისძვრა რომ არ ხდება, ის უფრო უკვირთ, მაგრამ 5.1 მაგნიტუდის რყევა ნამეტანია.
მიწისძვრის ეპიცენტრი ტიბას პრეფექტურაში იყო. ზუსტად ამ დროს მიმდინარეობდა ფიგურული სრიალის შოუ Fantasi On Ise, რომელშიც მხოლოდ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები მონაწილეობენ.
ბიძგები რუსი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ევგენი პლუშჩენკოს გამოსვლისას მოხდა. ბუნებრივია, გამოსვლაც შეწყდა და შოუც შეჩერდა. მცირე პაუზის შემდეგ სანახაობა განახლდა, თუმცა გადატანილი სტრესის შემდეგ ვეღარც ჩემპიონებმა ისრიალეს საკადრისად და აღარც მაყურებლებს ეტყობოდა დიდი აზარტი.
იაპონელმა ჟურნალისტებმა უკვე იხუმრეს, რუსების ცეკვას მიწისძვრა მოჰყვაო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბიძგებს ცუნამი, ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე