ჭდე: ევროლიგის ფინალი

Home ევროლიგის ფინალი
მოურინიუ: თქვენ დღეს დიდი ფეხბურთი ითამაშეთ
ჩანაწერი

მოურინიუ: თქვენ დღეს დიდი ფეხბურთი ითამაშეთ

ევროლიგის ფინალში დამარცხებულმა ჟოზე მოურინიუმ თავის ფეხბურთელებს დემონსტრაციულად გადაუხადა მადლობა. მან ეს საჯაროდ გააკეთა. „თქვენ დიდებულად ითამაშეთ და ეს მთელმა ევროპამ ნახა”, — უთხრა „რომას” პორტუგალიელმა თავკაცმა „ჯალოროსის” მოთამაშეებს, რომელთაც პენალტებით წააგეს „სევილიასთან”. მას მერე, რაც თავის ფეხბურთელებს გაესაუბრა, მოურინიუმ ჯერ რომაელ გულშემატკივარს გადაუხადა მადლობა, შემდეგ კი სევილიელი ქომაგის ტრიბუნასთან მივიდა და იგივე გაიკეთა. „რომას”...

მოურინიუ: შენ ხარ სამარცხვინო კაცი!
ჩანაწერი

მოურინიუ: შენ ხარ სამარცხვინო კაცი!

ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე”, ევროლიგის ფინალში, „სევილიამ” „რომას” პენალტებით სძლია და მეშვიდედ (!) დაეუფლა ჯილდოს. „რომას” მწვრთნელისთვის ჟოზე მოურინიუსთვის ეს გახლდათ პირველი მარცხი ევროთასის ფინალში. საინტერესო ფაქტია, რომ ისევე როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ამჯერადაც არგენტინელმა გონსალო მონტიელმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სევილიელები შვიდჯერ იყვნენ რანგით მეორე ევროთასის ფინალში და შვიდივეჯერ გაიმარჯვეს. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი...

ურტყეს ერთმანეთს
ჩანაწერი

ურტყეს ერთმანეთს

სევილიაში ევროთასის ფინალის წინ „რეინჯერსის” და „ფრანკფურტის” ფანებმა იჩხუბეს. გულშემატკივართა ორმა დიდმა ჯგუფმა ადგილობრივი მოსახლეობა გვარიანად შეაშინა. ისინი ერთმანეთს კაფე-ბარების სკამებს და სხვა ნივთებს ესროდნენ. როგორც ჩანს, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნასროლმა საგანმა ერთ-ერთ გერმანელს თავთან ჩაუფრინა; რომ არ დახრილიყო, დაზარალდებოდა. შემდეგ, „რეინჯერსის” მავან გულშემატკივარს ვიღაც გერმანელმა სახეში გაარტყა. წაქცეულს სხვებიც შემოეჯარნენ და გონების დაკარგვამდე...

ვამბობთ გაბალას, ვხედავთ ფეიენოორდს
ჩანაწერი

ვამბობთ გაბალას, ვხედავთ ფეიენოორდს

ევროსარბიელი ქართული გუნდებისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებით გრძელდება. ქვეყნის კოეფიციენტის ამაღლებაზე თბილისის „დინამო“ განსაკუთრებთ ზრუნავს. სამიდან სამი მოგების შემდეგ, ელიგის ლიდერი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლიდანაც ერთ ნაბიჯშია. პირველი მატჩის მერე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალას“ 2:0 უგებს და 1 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ მასპინძლობს. მატჩამდე, ორივე გუნდის მწვრთნელი ქართველ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვდა. „დინამოს“...

ჩანაწერი

სარი ზედმეტად ემოციურია

მაურიციო სარიმ ბაქოში, „ჩელსის” ბოლო ვარჯიშზე თავი ვერ მოთოკა და მოედნიდან გაიქცა. მიზეზი: ერთი შეხედვით, იტალიელმა მწვრთნელმა გონსალო იგუაინისა და დავიდ ლუისის გამაღიზიანებელი კინკლაობა ვერ აიტანა. ძნელია, როდესაც ევროლიგის ფინალის წინა დღეს ფეხბურთელებისგან უპასუხისმგებლობას ხედავ. განრისხებულმა სარიმ კეპი მოგლიჯა, დააგდო და ფეხი გაჰკრა. ეს ამბავი საღამოს ვარჯიშზე მოხდა. არგენტინელი და ბრაზილიელი რამდენჯერმე უხეშად შეებრძოლენ ერთმანეთს ბურთისთვის,...

ჩანაწერი

ვენგერმა ბაქო კოშმარიაო

„არსენალის” ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი შიშობს, რომ ევროლიგის ფინალი, რომელიც ოთხშაბათს, 29 მაისს  ბაქოშია დანიშნული, გულშემატკივრებისთვის შეიძლება კოშმარად იქცეს. კიდევ, ლონდონური გუნდის ფრანგ ლეგენდას მიაჩნია, რომ ის, რაც „მეთოფეთა” სომეხი მოთამაშის ჰენრიკ მხითარიანის გარშემო ხდება, უეფას არ უნდა დაეშვა. ვენგერმა თქვა: „პრობლემა გულშემატკივრებს ექნებათ, რადგან მათთვის ბაქო ცოტა არ იყოს კოშმარია”. აქ ფრანგმა სავარაუდოდ ის...