ჭდე: საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატი

Home საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატი
საქართველოს ნაცნობი ჯგუფი
ჩანაწერი

საქართველოს ნაცნობი ჯგუფი

2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყო. ტიტე კალანდაძის გუნდი E ჯგუფში მოხვდა, მეტოქეებად შვედეთი, ხორვატია და ნიდერლანდები ერგო. ევროპირველობას სამი ქვეყანა (დანია, ნორვეგია, შვედეთი) მასპინძლობს, ჩვენს ჯგუფს კი, შვედეთის ქალაქი მალმიო უმასპინძლებს. წილისყრის სრული შეედეგები ასეთია: A ჯგუფი: გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, სერბეთი; B ჯგუფი: დანია, პორტუგალია, ჩრ.მაკედონია, რუმინეთი; C...

ჯერი ბათუმსა და ქუთაისზეა
ჩანაწერი

ჯერი ბათუმსა და ქუთაისზეა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრები. პირველ დღეს, „სტუ-იმედმა” 44:27 დაამარცხა „სპორტის უნივერსიტეტი”, ხოლო „პეგასმა” 45:38 სძლია „გორს”. სხვა სიტყვებით, პირველ დღეს გაიმარჯვეს გუნდებმა, რომლებიც ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან და რომელთაც მეორე დღეს მეტოქეები გაცვალეს. სენსაცია არც მეორე დღეს მომხდარა: „პეგასმა” 34:30 აჯობა „სპორტუნის”, ხოლო „სტუ-იმედმა” 46:30 მოუგო „გორს”. ამის მიუხედავად,...

იმედის საიმედო მეკარე
ჩანაწერი

იმედის საიმედო მეკარე

ქუთაისის სპორტის სასახლეში ორი დღე მიმდინარეობდა ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემიონატის პირველი წრის ბოლო შეხვედრები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ბათუმის BSB-მ ორივე თამაში მოიგო, ტურის მთავარი გმირი მაინც „იმდი-სტუ” გახლდათ, რომელმაც ჯერ მანამდე დაუმარცხებელ „ქუთაისს” აჯობა 40:38, შემდეგ კი „შავი ზღვის ბიჭებსაც” ვაჟკაცური ბრძოლა გაუმართა და მეორე ტაიმის დასაწყისში 17:14 იგებდა, მაგრამ ზედიზედ...

ქუთაისი, ბათუმი და სხვები
ჩანაწერი

ქუთაისი, ბათუმი და სხვები

ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები. ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ბათუმის BSB-მ პირველ დღეს დაამარცხა „გორი” (52:30), მეორე დღეს კი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი „პეგასი” – 40:35.  ლიდერმა, „ქუთაისმა” ჯერ მოუგო „პეგასს” 40:35, შემდეგ კი „გორს” – 62:42. წლის ბოლომდე სათამაშოა კიდევ ორი ტური. პირველი წრე გაგრძელდება 10-11 დეკემბერს თბილისში და დასრულდება...

„ყვარელმა” ხელვაჩაურში მოიგო
ჩანაწერი

„ყვარელმა” ხელვაჩაურში მოიგო

საქართველოს ქალ ხელბურთელთა ჩემპიონატი ხელვაჩაურში გაგრძელდა. პირველ შეხვედრაში „აჭარამ” დაამარცხა თბილისის „მამული” 29:19. თავიდან „მამული” დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი აჭარელებმა მოიგეს (13: 11), შესვენების შემდეგ კი უპირატესობა გაზარდეს და საბოლოოდ ათბურთიანი სხვაობით მოიგეს. ყველაზე შედეგიანები იყვნენ გამთამაშებელი ნინო კომახიძე (9 გოლი) და ხაზის მოთამაშე მარიამ დვალიშვილი (8). თბილისელთაგან 7 გოლი გაიტანა ნანა ველიჯანაშვილმა. მეორე დღეს „აჭარა” დამარცხდა...

სამტრედიელთა აღმაფრენა
ჩანაწერი

სამტრედიელთა აღმაფრენა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მორრიგი მატჩები. ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა „სამტრედიამ”. მან 36:34 დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტის გუნდი. „სტუ-იმედმა” კი 31:20 სძლია წყალტუბოს „პრომეთეს”. სადღეისოდ, გუნდებს თამაშების არათანაბარი რაოდენობა აქვთ. ოთხ გუნდს 6 ქულა დაუგროვდა, ოღონდ „სამტრედიასა” და „იმედს” 5 თამაშის შემდეგ, ხოლო „ქუთაისსა” და „პეგასს” მათზე ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „სამტრედია”...

სამტრედიამ იმედი ჩააქრო
ჩანაწერი

სამტრედიამ იმედი ჩააქრო

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში განახლდა ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემპიონატი. სპორტის უნივერსიტეტმა მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს” 35:20, ხოლო „სამტრედიამ” ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონი „იმედი-სტუ” სძლია 41:33. სამტრედიელთა და „იმედი-სტუს” თამაშის შედეგი ერთი შეხედვით მოულოდნელია, მაგრამ „იმედი-სტუ” წლეულს შეცვლილი შემადგენლობით ასპარეზობს. ხვალ ოლიმპიურ სასახლეში კიდევ ორი მატჩია: 16 საათზე „სპორტუნი” შეხვდება „სამტრედიას”, ხოლო 18 საათზე „იმედი-სტუ” „წყალტუბოს”. დასავლეთის ოთხეული...

წინ ქარიშხალია
ჩანაწერი

წინ ქარიშხალია

საქართველოს ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატის მატჩებს გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის სახელბურთო აკადემიამ უმასპინძლა. 14 ნოემბერს „ქარიშხალამ” 31:21 მოუგო „წყალტუბოს”, ხოლო ქვეყნის ჩემპიონმა ფოთის „ოქროს ვერძმა“ დაამარცხა პეგასი — 24:14. ამ დღეს ათ გოლზე მეტი სამმა ხელბურთელმა გაიტანა: ფოთელმა ლანა გოგიამ, „ქარიშხალას” ანა ჩხაიძემ და წყალტუბოელმა ანა კეკუტიამ 12-12 გაიტანეს. მეორე დღს, „ქარიშხალამ” 15:13 დაამარცხა „ოქროს ვერძი” და...

ქუთაისი ლიდერია
ჩანაწერი

ქუთაისი ლიდერია

საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ პირველი მარცხი იწვნია. ეს ქუთაისის სპორტის სასახლეში მოხდა, სადაც მასპინძელმა, ხელბურთის კლუბმა „ქუთაისმა” ბოლო წუთზე გამოგლიჯა შავი ზღვის ბიჭებს ხელიდან ორი ქულა: 32:31. BSB და „ქუთაისი” ერთი თვის წინ, ქვეყნის თასის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ბათუმელებმა იოლად აჯობეს მეტოქეს 27:20. დღესაც, დასაწყისში, უპირატესობა ჩემპიონებმა ჩაიგდეს ხელთ, 5:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მდგომარეობა წუთშესვენების...

მეორე დასავლური დღე
ჩანაწერი

მეორე დასავლური დღე

ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები. საქართველოს ჩემპიონმა, ბათუმის BSB-მ 37:23 მოუგო „სამტრედიას”, ხოლო მასპინძელმა „ქუთაისმა” „წყალტუბოს” 47:26 აჯობა. ხვალ 16 საათზე დასავლური პირველი ტურის მთავარი მატჩია: BSB „ქუთაისს” დაუპირისპირდება. ჯერჯერობით სამი თამაშიდან სამი მოგებით ლიდერობს თბილისის „პეგასი”. ხვალ ყველა გუნდს სამ-სამი მატჩი გაუხდება ჩატარებული.