ჭდე: საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატი

Home საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატი
ბათუმმა ქუთაისს მოგება ბოლოწამს გამოგლიჯა
ჩანაწერი

ბათუმმა ქუთაისს მოგება ბოლოწამს გამოგლიჯა

ზესტაფონის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის დასავლეთის ზონის თამაშები — ბოლო დღეს ლიდერთა შეხვედრაში ბათუმის BSB-მ „ქუთაისს” ბოლო წამზე მოუგო: 33:32. ეს გახლდათ შარშანდელ ფინალისტთა დრამატული დაპირისპირება. მიმდინარე ჩემპიონატში გუნდები მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ მატჩში BSB-მ 34:31 მოიგო, მეორეში რიონისპირელებმა იძალეს 34:29, მესამე, ზესტაფონური შეხვედრა კი წინა ორზე დაძაბული გამოვიდა. პირველი ტაიმი „შავი ზღვის...

ბათუმი ზესტაფონშიც მაგარია!
ჩანაწერი

ბათუმი ზესტაფონშიც მაგარია!

ზესტაფონის სპორტის სასახლეში განახლდა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატი. პირველ დღეს, ქვეყნის ჩემპიონმა და ლიდერმა ბათუმის BSB-მ 36:26 დაამარცხა „წყალტუბო”, რაც მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა, ისევე როგორც მეორე შეხვედრის შედეგი: „ქუთაისი” — „სამტრედია” 49:25. მესამე, ზესტაფონური წრის მთავარი შეხვედრა BSB-სა და „ქუთაისს” შორის გაიმართება ხვალ. ზეგიდან, 14 მარტიდან კი თბილისის სპორტის სასახლეში აღმოსავლეთის გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ესენია:...

შავი ზღვის ბიჭები წინ არიან
ჩანაწერი

შავი ზღვის ბიჭები წინ არიან

საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატში დასრულდა რეგულარული სეზონის მეორე წრე. ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს რვავე გუნდი შეეჯიბრა — როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდან. ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ, რაც აბრევიატურაა და ქართულად შავი ზღვის ბიჭებს ნიშნავს, თბილისური ერთიანი ტურის ოთხივე შეხვედრა მოიგო. ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, ბათუმელებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა თბილისის „პეგასმა” გაუწია: 32:29. 14 ტურის შემდეგ „პეგასი” და...

ინსაიდის დაბრუნება ბათუმში
ჩანაწერი

ინსაიდის დაბრუნება ბათუმში

თბილისის სპორტის სასახლეში გახურდა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მორიგი წრე. ამჯერად თავი მოიყარა შეჯიბრების მონაწილე ყველა გუნდმა, რომლებიც აქამდე პირობითად დასავლეთის და აღმოსავლეთის ზონებად იყვნენ დაყოფილი. თუმცა, მე-11 ტურის მთავარი ამბავი ესა თუ ის შედეგი ან სათამაშო წვრილმან-მსხვილმანი კი არა, საქართველოს ნაკრების მარჯვენა ინსაიდის რატი მსხვილიძის უცხოეთიდან საქართველოს საკლუბო ხელბურთში, კერძოდ კი საქართველოს ჩემპიონ...

16 წლის ლიდერი
ჩანაწერი

16 წლის ლიდერი

კაც ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატში 10 ტური მიილია. დღეს აღმოსავლეთის გუნდებმა თბილისის სპორტის სასახლეში თავიანთი სამდღიანი წრე დაასრულეს. „პეგასმა” დაამარცხა თელავის „სტუ-იმედი” 33:30, ხოლო „სპორტის უნივერსიტეტმა” „გორს” მოუგო 40:38. ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ლიდერების მატჩი პერსპექტიული უკანახაზელის 16 წლის ნიკოლოზ კალანდაძის ზედიზედ სამი გოლით დაიწყო, რასაც მეკარე დიხამინჯიას კარგი თამაშიც დაემატა და „პეგასი” 5:1 დაწინაურდა, მაგრამ...

ჩანაწერი

გოლუხვი ოთხშაბათი

178 — ასეთია საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ჩემპიონატის მეორე წრის აღმოსავლეთ ზონის გუნდების დღევანდელ ორ შეხვედრაში გასული გოლების რაოდენობა. ეს უჩვეულოდ ბევრია და იმაზე მიუთითებს, რომ ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში თავდასხმელები აშკარად ჯობდნენ მცველებს. თელავის „სტუ-იმედმა” სძლია „სპორტუნის” 53:33, ხოლო „პეგასმა” 53:39 მოუგო გორელებს. ხვალ, 16 საათზე „გორი” და „სპორტის უნივერსიტეტი” მეხუთე ადგილზე დამკვიდრებისთვის ითამაშებენ, ხოლო...

ჩანაწერი

აღმოსავლეთი თბილისში შეიკრიბა

ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატში მეორე წრე გახურდა. ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში, საქმეში აღმოსავლეთის ოთხი გუნდი ჩაერთო: „სპორტუნი”, „პეგასი”, „გორი” და „იმედი-სტუ თელავი”. ერთი კვირის წინ ქუთაისის სპორტის სასახლეში დასავლეთის გუნდებმა ბათუმის BSB-მ, „ქუთაისმა” „სამტრედიამ” და წყალტუბოს „პრომეთემ” ჩაატარეს თავიანთი მატჩები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ლიგაში მოასპარეზე რვა გუნდი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჯგუფთა შეხვედრების გარდა შერეულ ტურებსაც ატარებს...