
ზესტაფონის სპორტის სასახლეში განახლდა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატი. პირველ დღეს, ქვეყნის ჩემპიონმა და ლიდერმა ბათუმის BSB-მ 36:26 დაამარცხა „წყალტუბო”, რაც მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა, ისევე როგორც მეორე შეხვედრის შედეგი: „ქუთაისი” — „სამტრედია” 49:25.
მესამე, ზესტაფონური წრის მთავარი შეხვედრა BSB-სა და „ქუთაისს” შორის გაიმართება ხვალ. ზეგიდან, 14 მარტიდან კი თბილისის სპორტის სასახლეში აღმოსავლეთის გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ესენია: „პეგასი”, თელავის „სტუ-იმედი”, „გორი” და „სპორტუნი”, რის შემდეგაც უმაღლესი ლიგის რვავე კლუბს 17-17 მატჩი დაუგროვდება.
რეგულარული სეზონი დასრულდება 1-4 აპრილს თბილისში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯვარედინი ტურით. ამის შემდეგ კი ოთხი საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის განაგრძობს ბრძოლას: 14 მაისს ნახევარფინალია, 15 მაისს — ფინალი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
