ჭდე: საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატი

Home საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატი
წყალტუბო და ქუთაისი
ჩანაწერი

წყალტუბო და ქუთაისი

საქართველოს ხელბბურთელთა ჩემპიონატში დასავლეთის გუნდები ჩაერთნენ. ქუთაისის სპორტის სასახლეში დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს” 33:22, „ქუთაისმა” კი აჯობა „სამტრედიას” 42:27. ხვალ BSB ხვდება „სამტრედიას”, ხოლო „წყალტუბო” და „ქუთაისი” ერთმანეთში გაარკვევენ მიმავალი ქარისა და ქულის ამბავს. რიონისპირული შეკრების მთავარი შეხვედრა კი ზეგ გაიმართება, როდესაც BSB და „ქუთაისი” ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან....

პეგასი – სამიდან სამი
ჩანაწერი

პეგასი – სამიდან სამი

ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემპიონატში, რომლის პირველი წრის პირველი ეტაპი აღმოსავლეთის გუნდების მონაწილეობით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, შარშანდელმა ფინალისტმა თბილისის „პეგასმა” სამივე თამაში მოიგო. მესამე დღეს, „პეგასმა” 23:18 დაამარცხა „იმედი-სტუ”, წინა შეხვედრაში კი სპორტის უნივერსიტეტის გუნდს მოუგო 38:27. „გორმა” 44:36 მოუგო „სპორტის უნივერსიტეტს”, თუმცა მეორე დღეს გაუგერბობის თუ სხვა მიზეზის გამო გამო „იმედი-სტუ”-თან თამაშზე 5 კაცით...

ხელბურთელებმა დაიწყეს
ჩანაწერი

ხელბურთელებმა დაიწყეს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატი კაცთა შორის. პირველ დღეს თბილისის „პეგასმა” 39:34 მოუგო „გორს”, „სტუ-იმედმა” კი 39:32 აჯობა „სპორტის უნივერსიტეტს”. ახალი სეზონისთვის „გორმა” დაიმატა მეკარე ჯონი ცერცვაძე, რომელმაც 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ბათუმის BSB-ს შვიდმეტრიანების სერია მოაგებინა „ქუთაისთან”. „პეგასს” კი პირიქით, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდა – ნიკოლოზ კალანდაძე საფრანგეთში, კერძოდ „შამბერიში” გადაბარგდა, გიორგი ლაპიაშვილი...

იწყება საქართველოს ჩემპიონატი
ჩანაწერი

იწყება საქართველოს ჩემპიონატი

ხვალ, 5 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება საქართველოს ხელბურთელ კაცთა 30-ე ჩემპიონატი, რომელშიც ტრადიციულად 8 გუნდი მონაწილეობს. თბილისში გაიმართება აღმოსავლეთის ტური, რასაც 11 ნოემბრიდან ქუთაისის სპორტის სასახლეში დასავლეთის გუნდების თამაშები მოჰყვება. შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს უცვლელი ჩემპიონია ბათუმის BSB („შავი ზღვის ბიჭები”). 5 ნოემბერი, თბილისი 16:00 პეგასი – გორი 18:00 იმედი-სტუ – სპორტუნი...

ჩანაწერი

ქართულ ხელბურთში ზღვა ღელავს!

ბათუმის BSB კვლავ საქართველოს ჩემპიონია! შავი ზღვის ბიჭებმა ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ მოიპოვეს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული. აქამდე ისინი 2016 და 2018 წლებში იყვნენ ქართული ხელბურთის მწვერვალზე. ფინალში BSB თბილისის „პეგასს” შეხვდა, მაგრამ გადამწყვეტი თამაში ვერ გამოდგა დაძაბული  35:25. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ ფინალურ ოთხეულში ყველაზე დრამატული „პეგასის” და „ქუთაისის” ნახევარფინალური მატჩი იყო. დაძაბული...

ჩანაწერი

პეგასის და ქუთაისის დაძაბული სანახაობა

ხელბურთელმა კაცებმა და ქალებმა საქართველოს ჩემპიონატების ფინალისტები გამოავლინეს. კაცების ფინალში ითამაშებენ ბათუმის BSB და თბილისის „პეგასი”, ქალებისაში კი ფოთის „ოქროს ვერძი” და თბილისის „ქარიშხალა”. ყველაზე დრამატული გამოდგა „პეგასისა” და „ქუთაისის” ნახევარფინალური შეხვედრა. „პეგასმა” მოიგო 30:29. ბოლო წუთზე ჯერ ქუთაისის მეკარე გულეიშვილმა აიღო შვიდმეტრიანი და თავის გუნდს გათანაბრების შანსი დაუტოვა, დასრულებამდე 10 წამით ადრე კი იგივე გააკეთა პეგასის გოლკიპერმა...

ჩანაწერი

დადგა ფინალური ოთხეულების დრო

ხვალ და ზეგ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება ქალ და კაც ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატების ფინალური ოთხეულის მატჩები. 22 მაისს ნახევარფინალებია: 12:00 ქალები ყვარელი – ფოთი 14:00 კაცები BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი 16:00 ქალები ქარიშხალა – სამტრედია 18:00 კაცები ქუთაისი – პეგასი 23 მაისი კი ფინალების დღეა და განრიგი ასეთია: 12:00 ქალები, მესამე ადგილისთვის 14:00 კაცები, მესამე...

ქართველ ქალთა ფართო გეოგრაფია
ჩანაწერი

ქართველ ქალთა ფართო გეოგრაფია

ხელბურთელ ვაჟთა ჩემპიონატის კვალდაკვალ დასრულთა საქართველოს ქალთა პირველობის რეგულარული სეზონიც. ნახევარფინალში გავიდნენ და ასე დაწყვილდნენ: „ყვარელი”-„ფოთი”, თბილისის „ქარიშხალა”-„სამტრედია”. ბოლო ტურში „აჭარამ” „პეგასთან” წააგო და ოთხეულში თამაშის შანსი დაკარგა. ბოლო ორი ადგილი „მამულმა” და „წყალტუბომ” დაიკავეს. ნახევარფინალები 22 მაისს გაიმართება; ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის — 23 მაისს.

ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, თელავი
ჩანაწერი

ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, თელავი

ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ ოთხეულში გავიდნენ: ბათუმის BSB, „პეგასი”, „ქუთაისი” და თელავის „იმედი-სტუ”. ეს ჯერ კიდევ აღმოსავლეთის გუნდების თბილისური წრის ბოლოსწინა ტურში გაირკვა. იმ დღეს თელაველებმა 46:27 დაამარცხეს „სპორტის უნივერსიტეტი”, „პეგასმა” კი 46:29 მოუგო „გორს”. ბოლო ტურის მთავარი მოვლენა აღმოსავლელი ლიდერების, „პეგასისა” და „იმედი-სტუს” შეხვედრა გახლდათ. 2018 წლის თასის მფლობელმა „პეგასმა” 33:29 დაამარცხა 2017 წლის...

პეგასი და თელავი გეგმას მიყვებიან
ჩანაწერი

პეგასი და თელავი გეგმას მიყვებიან

ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატმა ზესტაფონიდან თბილისის სპორტის სასახლეში გადმოინაცვლა. აქ აღმოსავლეთის ოთხი გუნდი „პეგასი”, თელავის „იმედი-სტუ”, „გორი” და „სპორტუნი” ეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველ ტურში სენსაცია არ მომხდარა. „პეგასმა” 40:33 დაამარცხა „სპორტუნი”, ხოლო თელაველებმა გორელებს 48:34 მოუგეს. თბილისური ტურის მთავარი მატჩი ბოლო დღეს, შაბათს გაიმართება: 16 საათზე „პეგასი” „იმედი-სტუ”-ს შეხვდება. იმავე დღეს 18 საათზე „გორი”  დაუპირისპირდება „სპორტუნის”. შეგახსენებთ, რომ...