ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ ოთხეულში გავიდნენ: ბათუმის BSB, „პეგასი”, „ქუთაისი” და თელავის „იმედი-სტუ”. ეს ჯერ კიდევ აღმოსავლეთის გუნდების თბილისური წრის ბოლოსწინა ტურში გაირკვა. იმ დღეს თელაველებმა 46:27 დაამარცხეს „სპორტის უნივერსიტეტი”, „პეგასმა” კი 46:29 მოუგო „გორს”.
ბოლო ტურის მთავარი მოვლენა აღმოსავლელი ლიდერების, „პეგასისა” და „იმედი-სტუს” შეხვედრა გახლდათ. 2018 წლის თასის მფლობელმა „პეგასმა” 33:29 დაამარცხა 2017 წლის ჩემპიონი თელავის გუნდი. ამ სეზონში ისინი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივეჯერ „პეგასმა” იმძლავრა. ბოლო შეხვედრის სცენარი ასეთი გამოდგა: თბილისელები 4-5 ბურთით გადიოდნენ წინ, „იმედი-სტუ” კი კი 2-3-მდე ამცირებდა სხვაობას, მაგრმ გარდატეხის შეტანას ვერ ახერხებდა.
„გორისა” და „პორტუნის” შეხვედრა ბოლო წუთამდე დაძაბული გამოდგა. ბოლო წამებში ბოლოს წარმატება „გორს” ხვდა: 38:37.
ამრიგად, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე, დარჩა 4 ტური, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 1-4 აპრილს გაიმართება. როგორც ზემოთ ვთქვით, ფინალური ოთხეული გარკვეულია, თუმცა გასაკრვევია ნახევარფინალში ვინ ვის შეხვდება. პრინციპი ასეთია: 1-4;2-3.
ნახევარფინალები 14 მაისს შედგება, ფინალი კი 15 მაისსაა დანიშნული.
| თ | მ | ფ | წ | გოლები | ქ | ||||||||
| BSB ბათუმი | 17 | 16 | 0 | 1 | 720-470 | 32 | |||||||
| პეგასი | 17 | 14 | 0 | 3 | 693-510 | 28 | |||||||
| ქუთაისი | 17 | 13 | 0 | 4 | 707-493 | 26 | |||||||
| იმედი-სტუ | 17 | 11 | 0 | 6 | 604-511 | 22 | |||||||
| გორი | 17 | 6 | 0 | 11 | 602-727 | 12 | |||||||
| სპორტუნი | 17 | 3 | 1 | 13 | 584-739 | 7 | |||||||
| წყალტუბო | 17 | 2 | 1 | 14 | 419-653 | 5 | |||||||
| სამტრედია | 17 | 1 | 2 | 14 | 449-639 | 4 |
