თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე და მეშვიდე ტურის მატჩები. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „პეგასი” და „სამტრედია”, რომელთაც 6 ქულა ჰქონდათ და როგორც თანაბარქულიანებს თითქოს ბრძოლაც თანაბარი უნდა გაემართათ, მაგრამ „პეგასმა” იოლად გაიმარჯვა — 38:27. „გორისა” და წყალტუბოს „პრომეთეს” შეხვედრის პირველი ტაიმი დასრულდა 14:14. მეორე ტაიმიც ფრიად დაძაბული გამოდგა....
ჭდე: პეგასი
ქუთაისი, ბათუმი და სხვები
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები. ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ბათუმის BSB-მ პირველ დღეს დაამარცხა „გორი” (52:30), მეორე დღეს კი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი „პეგასი” – 40:35. ლიდერმა, „ქუთაისმა” ჯერ მოუგო „პეგასს” 40:35, შემდეგ კი „გორს” – 62:42. წლის ბოლომდე სათამაშოა კიდევ ორი ტური. პირველი წრე გაგრძელდება 10-11 დეკემბერს თბილისში და დასრულდება...
პეგასი – სამიდან სამი
ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემპიონატში, რომლის პირველი წრის პირველი ეტაპი აღმოსავლეთის გუნდების მონაწილეობით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, შარშანდელმა ფინალისტმა თბილისის „პეგასმა” სამივე თამაში მოიგო. მესამე დღეს, „პეგასმა” 23:18 დაამარცხა „იმედი-სტუ”, წინა შეხვედრაში კი სპორტის უნივერსიტეტის გუნდს მოუგო 38:27. „გორმა” 44:36 მოუგო „სპორტის უნივერსიტეტს”, თუმცა მეორე დღეს გაუგერბობის თუ სხვა მიზეზის გამო გამო „იმედი-სტუ”-თან თამაშზე 5 კაცით...
ხელბურთელებმა დაიწყეს
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატი კაცთა შორის. პირველ დღეს თბილისის „პეგასმა” 39:34 მოუგო „გორს”, „სტუ-იმედმა” კი 39:32 აჯობა „სპორტის უნივერსიტეტს”. ახალი სეზონისთვის „გორმა” დაიმატა მეკარე ჯონი ცერცვაძე, რომელმაც 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ბათუმის BSB-ს შვიდმეტრიანების სერია მოაგებინა „ქუთაისთან”. „პეგასს” კი პირიქით, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდა – ნიკოლოზ კალანდაძე საფრანგეთში, კერძოდ „შამბერიში” გადაბარგდა, გიორგი ლაპიაშვილი...
ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, თელავი
ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ ოთხეულში გავიდნენ: ბათუმის BSB, „პეგასი”, „ქუთაისი” და თელავის „იმედი-სტუ”. ეს ჯერ კიდევ აღმოსავლეთის გუნდების თბილისური წრის ბოლოსწინა ტურში გაირკვა. იმ დღეს თელაველებმა 46:27 დაამარცხეს „სპორტის უნივერსიტეტი”, „პეგასმა” კი 46:29 მოუგო „გორს”. ბოლო ტურის მთავარი მოვლენა აღმოსავლელი ლიდერების, „პეგასისა” და „იმედი-სტუს” შეხვედრა გახლდათ. 2018 წლის თასის მფლობელმა „პეგასმა” 33:29 დაამარცხა 2017 წლის...
პეგასი და თელავი გეგმას მიყვებიან
ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატმა ზესტაფონიდან თბილისის სპორტის სასახლეში გადმოინაცვლა. აქ აღმოსავლეთის ოთხი გუნდი „პეგასი”, თელავის „იმედი-სტუ”, „გორი” და „სპორტუნი” ეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველ ტურში სენსაცია არ მომხდარა. „პეგასმა” 40:33 დაამარცხა „სპორტუნი”, ხოლო თელაველებმა გორელებს 48:34 მოუგეს. თბილისური ტურის მთავარი მატჩი ბოლო დღეს, შაბათს გაიმართება: 16 საათზე „პეგასი” „იმედი-სტუ”-ს შეხვდება. იმავე დღეს 18 საათზე „გორი” დაუპირისპირდება „სპორტუნის”. შეგახსენებთ, რომ...





