თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატი კაცთა შორის. პირველ დღეს თბილისის „პეგასმა” 39:34 მოუგო „გორს”, „სტუ-იმედმა” კი 39:32 აჯობა „სპორტის უნივერსიტეტს”.
ახალი სეზონისთვის „გორმა” დაიმატა მეკარე ჯონი ცერცვაძე, რომელმაც 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ბათუმის BSB-ს შვიდმეტრიანების სერია მოაგებინა „ქუთაისთან”. „პეგასს” კი პირიქით, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდა – ნიკოლოზ კალანდაძე საფრანგეთში, კერძოდ „შამბერიში” გადაბარგდა, გიორგი ლაპიაშვილი ამიერიდან BSB-ში ითამაშებს, ხოლო გიგა ზარნაძე „ქუთაისში”. საბოლოოდ „პეგასმა” მაინც მოიგო, თუმცა ეს იოლი გამარჯვება არ ყოფილა. შეხვედრის ბედი ბოლო 5 წუთში გადაწყდა.
საფინალო სირენამდე 15 წუთით ადრე თანაბარი იყო „სტუ-იმედისა” და „სპორტუნის” მატჩიც: 26:26. გამარჯვებული აქაც ბოლო წუთებმა გამოავლინა — ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონმა და წინა პირველობის მესამე პრიზიორმა, იმედმა საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 09:12რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
სიახლეები17/10/2026 | 07:49კვარნაძის გუნდმა ისევ მოიგო
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 06:47მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 08:52სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
