თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე და მეშვიდე ტურის მატჩები. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „პეგასი” და „სამტრედია”, რომელთაც 6 ქულა ჰქონდათ და როგორც თანაბარქულიანებს თითქოს ბრძოლაც თანაბარი უნდა გაემართათ, მაგრამ „პეგასმა” იოლად გაიმარჯვა — 38:27. „გორისა” და წყალტუბოს „პრომეთეს” შეხვედრის პირველი ტაიმი დასრულდა 14:14. მეორე ტაიმიც ფრიად დაძაბული გამოდგა....
ჭდე: გორი
ქუთაისი, ბათუმი და სხვები
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები. ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ბათუმის BSB-მ პირველ დღეს დაამარცხა „გორი” (52:30), მეორე დღეს კი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი „პეგასი” – 40:35. ლიდერმა, „ქუთაისმა” ჯერ მოუგო „პეგასს” 40:35, შემდეგ კი „გორს” – 62:42. წლის ბოლომდე სათამაშოა კიდევ ორი ტური. პირველი წრე გაგრძელდება 10-11 დეკემბერს თბილისში და დასრულდება...
პეგასი – სამიდან სამი
ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემპიონატში, რომლის პირველი წრის პირველი ეტაპი აღმოსავლეთის გუნდების მონაწილეობით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, შარშანდელმა ფინალისტმა თბილისის „პეგასმა” სამივე თამაში მოიგო. მესამე დღეს, „პეგასმა” 23:18 დაამარცხა „იმედი-სტუ”, წინა შეხვედრაში კი სპორტის უნივერსიტეტის გუნდს მოუგო 38:27. „გორმა” 44:36 მოუგო „სპორტის უნივერსიტეტს”, თუმცა მეორე დღეს გაუგერბობის თუ სხვა მიზეზის გამო გამო „იმედი-სტუ”-თან თამაშზე 5 კაცით...
ხელბურთელებმა დაიწყეს
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატი კაცთა შორის. პირველ დღეს თბილისის „პეგასმა” 39:34 მოუგო „გორს”, „სტუ-იმედმა” კი 39:32 აჯობა „სპორტის უნივერსიტეტს”. ახალი სეზონისთვის „გორმა” დაიმატა მეკარე ჯონი ცერცვაძე, რომელმაც 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ბათუმის BSB-ს შვიდმეტრიანების სერია მოაგებინა „ქუთაისთან”. „პეგასს” კი პირიქით, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდა – ნიკოლოზ კალანდაძე საფრანგეთში, კერძოდ „შამბერიში” გადაბარგდა, გიორგი ლაპიაშვილი...
აქედანა და გორამდე
ხვლა, გორის მაზრაში, ჩვენი ფეხბურთის ისტორიის ერთი ხმაურიანი, ცოცხალი ფურცელი დაიწერება. ასე თქვი, ისე თქვი, “დინამო” მოიგებს, თუ “დილა” შესძლებს ფინალში გასვლას, ფურცელი დაიწერება. “დილა” რომ თასის ფინალში გავიდეს, ეს ფურცელი უფრო ხმაურიანი და ფეთქებადი იქნება, უფრო ბევრი რამ დაიტევა ზედ, “დინამო” ივარგებს და ამბავი მაინც შედგება. თუმცა, მასში ჩვეულებრივობა მეტი იქნება. აქეთ გორის ჯვარი,...
ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, თელავი
ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ ოთხეულში გავიდნენ: ბათუმის BSB, „პეგასი”, „ქუთაისი” და თელავის „იმედი-სტუ”. ეს ჯერ კიდევ აღმოსავლეთის გუნდების თბილისური წრის ბოლოსწინა ტურში გაირკვა. იმ დღეს თელაველებმა 46:27 დაამარცხეს „სპორტის უნივერსიტეტი”, „პეგასმა” კი 46:29 მოუგო „გორს”. ბოლო ტურის მთავარი მოვლენა აღმოსავლელი ლიდერების, „პეგასისა” და „იმედი-სტუს” შეხვედრა გახლდათ. 2018 წლის თასის მფლობელმა „პეგასმა” 33:29 დაამარცხა 2017 წლის...
პეგასი და თელავი გეგმას მიყვებიან
ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატმა ზესტაფონიდან თბილისის სპორტის სასახლეში გადმოინაცვლა. აქ აღმოსავლეთის ოთხი გუნდი „პეგასი”, თელავის „იმედი-სტუ”, „გორი” და „სპორტუნი” ეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველ ტურში სენსაცია არ მომხდარა. „პეგასმა” 40:33 დაამარცხა „სპორტუნი”, ხოლო თელაველებმა გორელებს 48:34 მოუგეს. თბილისური ტურის მთავარი მატჩი ბოლო დღეს, შაბათს გაიმართება: 16 საათზე „პეგასი” „იმედი-სტუ”-ს შეხვდება. იმავე დღეს 18 საათზე „გორი” დაუპირისპირდება „სპორტუნის”. შეგახსენებთ, რომ...





