თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატი კაცთა შორის. პირველ დღეს თბილისის „პეგასმა” 39:34 მოუგო „გორს”, „სტუ-იმედმა” კი 39:32 აჯობა „სპორტის უნივერსიტეტს”. ახალი სეზონისთვის „გორმა” დაიმატა მეკარე ჯონი ცერცვაძე, რომელმაც 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ბათუმის BSB-ს შვიდმეტრიანების სერია მოაგებინა „ქუთაისთან”. „პეგასს” კი პირიქით, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდა – ნიკოლოზ კალანდაძე საფრანგეთში, კერძოდ „შამბერიში” გადაბარგდა, გიორგი ლაპიაშვილი...
