22-ე ტურის მთავარი ამბავი ის იყო, რომ გია გეგუჩაძემ „ბათუმი“ დატოვა. ის ადრეც აპირებდა წასლას, „შავი ზღვის მეკობრეების“ ულტიმატუის შემდეგ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გააჩერა, სეზონს ჩავამთავრებთ და მერე ვნახოთო. მაგრამ გეგუჩაძე მაინც წავიდა, თავისი ნებით. ალბათ ბოლო წვეთი ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ ნათამაშები ფრე იყო. ბათუმელები იმერლებთან აგებდნენ და ლიგის საუკთესო მეგოლემ, ჯოვინო ფლამარიონმა...
ჭდე: მიშიკო სარდალიშვილი
გაწითლებული ოქრი
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ლიდერი შეიცვალა. „დინამომ“ და „ბათუმმა“ თავიანთი მატჩები მოიგეს და ისევ თანაბარი ქულები (19-19) მოუგროვდათ, თუმც ზღისპირელები ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით პირველ ადგილზე დადგნენ. გია გეგუჩაძის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. ბათუმელები თელავს ესტუმრნენ და უპრობლემოდ დაამარცხეს. კახელებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა. იგებდნენ კიდეც ელდარ პარკინაშვილის გოლით, მაგრამ მალევე...
ფრეების ტური
მესამე წრეც დასრულდა და ელიგაში გადამწყვეტი შეხვედრების დრო დგება. გავიხსენოთ: პირველი წრე „დინამომ“ მოიგო, 4 ქულით აჯობა „ბათუმს.“ მეორე წრეში ორხელისუფლებიანობა ვიხილეთ. მაშინ „ბათუმმა“ და „დინამომ“ თანაბარი ქულები მოაგროვეს. აი, მესამე ცხრატურა კი აშკარად ზღვისპირელების გამოდგა. ახლა ლიდერი „ბათუმი“ ხუთი ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „დინამოს.“ წრის ბოლო ტურში ჩემპიონობის ორივე მაძიებელმა დაკარგა ქულები. თან ერთნაირი...
რატომ?
ქვესათაურად ცნობილი ქართული ფილმის სახელწოდება იმიტომ გამოვიტანეთ, რომ ვფიქრობთ, ზუსტად ასახავს ბოლო დროს ქვეყანაში და კერძოდ, ფეხბურთში მიმდინარე საოცარ ამბებს. ყველაზე ცუდი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა...


