„რეალი” არ ნებდება. მადრიდელებს 100 მილიონ გირვანქად „მანჩესტერ იუნაიტედისგან” მარკუს რეშფორდის შეძენა უნდათ. და ეტყობა „ლოს ბლანკოსში” გადასვლის ხიბლმა თავად ფეხბურთელსაც აურია თავ-გზა. ამბობენ, რომ ის „ოლდ ტრეფორდზე” დარჩენას არ ეშურება, „იუნაიტედთან” ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აჭიანურებსო. ფრანგი თანაგუნდელისგან, ანტონი მარსიალისგან განსხვავებით, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი „იუნაიტედთან” ახალ ხუთწლიან კონტრაქტს, რეშფორდი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ…
იურგენ კლოპმა მსაჯის მარტინ ატკინსონის წინააღმდეგ გაილაშქრა — აშკარა პენალტი არ მოგვცა და ორი ქულა დაგვაკარგინაო. ამრიგად, „ლივერპულისა” და „ლესტერის” შეხვედრა „ენფილდზე” 1:1 დასრულდა და მერსისაიდელებმა ცხრილში 7 ქულით დაწინაურების შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან. შესაბამისად, 24 ტურის შემდეგ ისინი „მანჩესტერ სიტის” 5 ქულით უსწრებენ. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს „სიტიმ” „ნიუკასლთან” 1:2 წააგო, რასაც ინგლისურ პრესაში დიდი…
არგენტინულმა „ბოკა ხუნიორსმა“ ახალგაზრდა მცველი დაიმატა. არაფერი განსაკუთრებული და ეს ტრანსფერიც შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა ახალწვეულის გვარ-სახელი. აბა, გაიხსენეთ, რა ჰქვია მაკოლეი კალკინის გმირს ლეგენდარულ ფილმში „მარტო სახლში“. მართალი ბრძანდებით – კევინ მაკალისტერი ზუსტად ისევე, როგორც „ბოკას“ ახალწვეულს. ჰოდა, აფეთქდა სოციალური ქსელები. სრულიად არგენტინის მოსახლეობამ ჩათვალა, რომ კაცზე თითო ხუმრობა მაინც უნდა მიეძღვნათ ამ ტრანსფერისთვის:…
იცით, რამდენი გამოიმუშავა საკალათბურთო კარიერის განმავლობაში მაიკლ ჯორდანმა? სულ რაღაც 94 მილიონი დოლარი. ამდენს დღეს ოთხწლიან კონტრაქტში მავანი ჩანდლერ პერსონსი იღებს. ჯორდანის მონაგარი გაცილებით მოკრძალებული იქნებოდა, კარიერის მიწურულს „ჩიკაგოსთან“ ორი სარეკორდო კონტრაქტი რომ არ გაეფორმებინა ჯერ 30, მერე კი 33 მილიონ დოლარზე. მაშ, საიდან მოიტანა ჯორდანმა 1 700 000 000 დოლარი? მაიკლი რეკლამის ლეგენდა და…
ბარსელონელი დენის სუარესი დროებით „არსენალში” გადავიდა. ამასთან დაკავშირებით მისმა თანაგუნდელმა და მოგვარემ, ურუგვაელმა ლუის სუარესმა სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა. მან დაპოსტა ფოტო, რომელზეც ის და დენისი ერთად არიან, რომელსაც მიაწერა: „პატარა გალისიელო, ახალ გამოწვევაში წარმატებას გისურვებ”! „პატარა გალისიელი” 25 წლისაა. ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩრდილო ლონდონელთა გუნდში ითამაშებს. ჯერჯერობით, მის სანაცვლოდ „მეთოფეები” „ბარსას” 2,2 მილიონ…
„მანჩესტერ სიტიმ” სერიოზული საჩემპიონო დარტყმა მიიღო — „ნიუკასლმა” 2:1 მოუგო, მაგრამ პეპ გვარდიოლა კაპიტულაციას არ აპირებს. ნიუკასლელთა თავკაცმა რაფა ბენიტესმა კი თავის ყოფილ კლუბს „ლივერპულს” დიდი საქმე გაუკეთა. ახლა მერსისაიდელებს უნიკალური შანსი აქვთ 29 წლის შემდეგ პირველად გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. არადა, „ნიუკასლისა” და „სიტის” შეხვედრაში „კაჭკაჭებმა” გოლი პირველივე წუთზე გაუშვეს — სრხიო აგუერომ 24-ე წამზე შეაგდო….
გუშინ ვიიკ-აან-ზეეს სუპერტურნირი მიმოვიხილეთ და ყურადღებიანი მკითხველი სატურნირო ცხრილის ფსკერზე ერთ დროს მქუხარე ვლადიმირ კრამნიკს აღმოაჩენდა. დიახ, მსოფლიოს მე-14 ჩემპიონი კლასიკური ჭადრაკის (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციათან მოქიშპე) ვერსიით, გარი კასპაროვის დამმარცხებელი, ხოლო შემდგომ გამაერთიანებელ თამაშში ბოლგარ ვესელინ ტოპალოვთან სკანდალურ ანუ “ტუალეტების ისტორიით” დაღდასმულ მატჩში გამარჯვებული საკუთარ თავს არ ჰგავდა იმ პატარა ჰოლანდიურ ქალაქში და აგებდა თითქმის…
გასულ ზაფხულს პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისური „ლესტერი“ სერიოზულადაა დაინტერესებული საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველის, სოლომონ კვირკველიას გადაბირებით. ბრიტანელები მაშინ მოსკოვური კლუბის პრეზიდენტ გერკუსთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდნენ და კვირკველიაში 15 მილიონი ევრო შესთავაზეს. რუსებმა 17 მილიონი გირვანქა (დაახლოებით 23 მილიონი ევრო) მოითხოვეს და გარიგება არ შედგა. თუმცა, ისიც ითქვა, ტრანსფერი პირადად იური სიომინმა…
იური სიომინმა ხმამაღლა გააჟღერა, რომ მოსკოვის „ლოკომოტივი“ 17 წლის ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას იმატებს: „აზრი არ აქვს იმაზე ლაპარაკს, რომ გუნდის გაძლიერებას ვაპირებთ. სადაცაა, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება და ხმაურიანი ტრანსფერი ვერ მოესწრება, თუმცა პერსპექტივაზე მუშაობა და ნიჭიერი ახალგაზრდების დამატება ნამდვილად შეგვიძლია. მხედველობაში მყავს 17 წლის ქართველი ნახევარმცველი კვარაცხელია, რომელიც ესპანურ მარბელაში შეკრებაზე შემოგვიერთდება“. ხვიჩა კვარაცხელია…
სესკ ფაბრეგასი „ჩელსიდან” „მონაკოში” თავისი ყოფილი თანაგუნდელის ტიერი ანრის გამო გადავიდა, მაგრამ… ვეტერანი ახალ გუნდში 11 იანვარს მივიდა, ანრი კი ორ კვირაში მწვრთნელის თანამდებობიდან დაიფრინეს. ადრეც მოგახსენეთ, რომ ანრის როგორც მწვრთნელს „მონაკოში” არ გაუმართლა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 21 შეხვედრაში მხოლოდ 15 ქულა მოიპოვა. ფრანგული ფეხბურთის 41 წლის ლეგენდის თავკაცობით საგრაფოს გუნდმა 12 შეხვედრიდან ორის მეტი…
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს — მანჩესტერელთა დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გასულ უქმეებზე „არსენალთან” 3:1 გამარჯვებით თავისი გუნდი მერვედფინალში გაიყვანა. „სტემფორდ ბრიჯზე” შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება. ამრიგად, თუკი „მანჩესტერ სიტი” „მიდლსბროსა” და „ნიუპორტს” შორის გამარჯვებულს მოუგებს, შეჯიბრებაში პრემიერშიფის ზედა ექვსეულიდან მხოლოდ ორი გუნდი დარჩება. კიდევ, ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ…
პსჟ-ს ბრაზილიელი ნეიმარი რამდენიმე დღის წინ კი დაშავდა, მაგრამ ახლაღა გადაწყდა , რომ ის პარიზულ კლუბს მარტის ბოლომდე ვერ დაეხმარება. არადა, 12 თებერვალს და 6 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარიზელებს „მანჩესტერთან“ უწევთ დაპირისპირება. ამას გარდა, ნეიმარი გუნდს ვერც 17 მარტს „მარსელთან“ პრინციპული მატჩისას დაეხმარება. ახლა საკითხავი ისღაა, გაუკეთებენ თუ არა 26 წლის ბრაზილიელს ოპერაციას. ამის…
„ბიჭებო, ვიცი რომ ძალიან გულუხვი ხალხი ხართ, „მანჩესტერ სიტისთვის” არაფერი გენანებათ, მაგრამ ყოველთვის, როდესაც თქვენ ასეთ რამეს წერთ, ჩვენ თამაშს ვაგებთ ან ვბრკოლდებით”, — უთხრა ჟურნალისტებს პეპ გვარდიოლამ, როდესაც მისმა გუნდმა „ბარნლისთან” 5:0 მოგების შემდეგ ფეხბურთის ასოციაციის თასზე კიდევ ერთი ეტაპით წაიწია წინ. „ასეთი რამ” კი გახლდათ კითხვა, შეძლებს თუ არა „სიტი” მიმდინარე სეზონში ოთხივე…
„მანჩესტერ იუნაიტედმა” ხუან მატას კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელება შესთავაზა. ამით კლუბი ცდილობს ესპანელი თავისუფალი აგენტი არ გახდეს და სხვა კლუბში ისე ვერ გადავიდეს, რომ მას პენიც არ მოუტანოს. ცნობისათვის: ამბობდნენ, რომ მისი შეძენით „არსენალი” და „ბარსელონა” არიან დაინტერესებული. მატა 30 წლის არის. ის „მანჩესტერ იუნაიტედში” „ჩელსიდან” 2014 წლის იანვარში 37 მილიონ გირვანქად გადავიდა და ამ…
ამბავი ასეთია: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა. თანაც როგორ: 29-დან 28 სუბიექტმა კობიაშვილი თავის ფავორიტად წინასწარვე გამოაცხადა! მოკლედ, კობიაშვილის გაპრეზიდენტებას ხელს მეორედ მოსვლა თუ შეუშლის. მეორედ მოსვლა კი ახლო მომავალში დაგეგმილი არ არის, ანუ ლევან კობიაშვილი აუცილებლად გახდება პრეზიდენტი მეორე ვადით. ახლა კითხვა ასე დავსვათ: რას ნიშნავს კობიაშვილისადმი…
ქართული და მსოფლიო ხელბურთის მაესტრო, ჯემალ ცერცვაძე დღეს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯემალ ცერცვაძის ღვაწლი თაბახებს მოიცავს. თბილისის „ბურევესტნიკის“ შემადგენლობაში იგი ორგზის იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სამგზის მეორე, ერთგზის მესამე პრიზიორი და ათჯერ ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 13 წლის განმავლობაში უცვლელად გამოდიოდა და მერე როგორ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში. სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან ორში ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ…
ორი კვირის წინათ, ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ო’ნილმა „ნოტინგემ ფორესტი“ ჩაიბარა და როგორც ბრიტანული მედია გვამცნობს – ოცნება აისრულა. საქმე ის არის, რომ ო’ნილი იმ ლეგენდარული „ფორესტის“ ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბრაიან კლაფის თავკაცობით, ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (1979, 1980). ახლა კლუბის ბერძნული წარმოშობის მფლობელს, ევანგელოს მარინაკისს, კლუბისთვის ძველი დიდების დაბრუნება ჩაუფიქრებია და…
მსოფლიო ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა ვეიკ-ან-ზეეს სუპერტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო, საერთოდ კი ამ პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე 7-ჯერ უმარჯვია. სუპერტურნირი 1928 წლიდან იმართება და სახელი, სპონსორების და გასამართი ადგილების მიხედვით, რამდენჯერმე შეეცვალა. ამჟამად გათამაშებას ინდური ფოლადის საწარმო Tata Steel აფინანსებს და ოფიციალურად Tata Steel Chess Tournament ეწოდება. ტურნირზე, პლანეტის 14 ბობოლა დიდოსტატი, ერთ ჯგუფშია შეკრებილი და ერთმანეთში…
სხვაგვარად არ შეუძლია – კვირაში ერთხელ რაიმე გამორჩეულით უნდა დაგვამახსოვროს თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში რისი კრიშტიანუ რონალდუ იქნება?! სერია A-ს მორიგ ტურში „იუვენტუსმა“ სტუმრად „ლაციო“ 2:1 დაამარცხა. მანამდე არაფრით გამორჩეულმა რონალდუმ 89-ე წუთზე ჟოაუ კანსელოს წინააღმდეგ უხეშობისთვის დანიშნული პენალტი გამარჯვების გოლად აქცია. 24 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც გამარჯვებისთვის 3 ქულის მიკუთვნება დაიწყეს, პორტუგალიელი ერთადერთია,…
არის ერთი მიკელ ჰანსენი, ლომისფაფარა დანიელი ხელბურთელი, რომელიც თავის ვიკინგი წინაპრებივით დააფრიალებს ამ ფაფარს აქეთ-იქით და აწიოკებს მთელ მსოფლიოს. გერმანიასა და დანიაში დასრულებული ხელბურთის მსოფლიო პირველობის მთავარ გმირად უეჭველად ამ საშიში კაცის აღიარება ეგების. ჯერ რიცხვები: ნახევარფინალში საფრანგეთთან მოგებული 38:30-ში ჰანსენმა 12 გოლით დაიდო ლომის წილი, ხოლო ფინალში შვიდი გოლით კვლავ თავის ნაკრების მთავარი ბომბარდირი…
გეგონება ის არ ეყოფოდა „შეფილდ უენსდის” „ჩელსიმ” ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალში 3:0 რომ მოუგო, კიდევ გულშემატკივრების ხულიგნობის გამო დასჯიან. ოღონდ, მანამდე კარგად გამოიძიებენ ვინ, რა და როდის დააშავა. ისე, ამ ბოლო დროს ინგლისში ფანების გამძვინვარებას რომ აქვს ადგილი ესეც ფაქტია. ამჯერად, შეფილდელმა ფანებმა დასავლეთ ლონდონური კლუბის ფეხბურთელებს ტრიბუნიდან სხვადასხვა საგნები დააყარეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მასპინძლებმა…
რა ძალა ედგა?! დიდი მებრძოლი იყო რუსი ფიოდორ ემელიანენკო. იმდენად დიდი, რომ MMA-ს (შერეული ორთაბრძოლების) ჩემპიონი ლამის რუსეთის ცოცხალ სიმბოლოდ შერაცხეს. 2012-ში აქტიური სპორტიდან სამგამარჯვებიანი სერიის შემდეგ ღირსეულადაც წავიდა და… დაბრუნდა, რომ საქვეყნოდ შერცხვენილოყო. როცა BELLATOR-ის ტურნირის ორგანიზატორებმა დაურეკეს, უპასუხა: „პუტინს უნდა დავეკითხო და ისე გადავწყვეტ“. ამით საკუთარ პერსონას გაუსვა ხაზი. იგივე განმეორდა წინასატჩო პრესკონფერენციაზე,…
საჩოგბურთო ზეიმი არ შედგა. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგნის უპირატესობა მეორესთან ტოტალური იყო – 6:3, 6:2, 6:3. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურნირზე ველური ბარათით მოხვედრილი დებიუტანტივით იოლად დაამარცხა რაფაელ ნადალი და კარიერაში მეშვიდედ მოიგო ავსტრალიური ტიტული. ძალიან ძნელია რაიმეს თქმა მატჩზე, რომელშიც ბრძოლა მხოლოდ ერთი ჩოგბურთელის, ნადალის მოწოდებაზე მიმდინარეობდა, ნოვაკმა კი ერთადერთხელ მისცა მეტოქეს ბრეიკის…
„მილუოლისა” და „ევერტონის” მოთამაშეებმა ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩის დღეს ემილიანო სალას პატივსაცემად შავი სამკლავური არ გაიკეთეს. მიზეზი: ავიაკატასტროფაში დაკარგული არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახმა ინგლისური ფეხბურთის შეფებს სთხოვა ასე. შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალა „ნანტიდან” „კარდიფ სიტიში” ამ ზამთარს, 15 მილიონ გირვანქად გადავიდა, მაგრამ როდესაც პატარა ტურისტული თვითმფრინავით პილოტთან ერთად ლა მანშს სერავდა, გრიგალში გაუჩინარდა. ხუთშაბათს ემილიანო…
„მილუოლისა” და „ევერტონის” სათასო მატჩის წინ, სამხრეთ აღმოსავლეთ ლონდონში, სადაც „მილუოლი” ბინადრობს, გულშემატკივართა შორის ქუჩური ჩხუბი ატყდა. ერთი ადამიანი დანით სახეში დაჭრეს. საკუთრივ თამაში დამთავრდა „მილუოლის” გამარჯვებით 3:2. ეს გახლდათ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა. დაზარალებულს თავიდან სასაწრაფოს ექიმებმა უმკურნალეს, შემდეგ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ერთი კაცი დაიჭირა, რომელსაც ხელში გალესილი დანა ეჭირა, ოღონდ…
მუდამ მომღიმარი ნორვეგიელის სამწვრთნელო ზღაპარი გრძელდება. ოლე გუნარ სულშერის ხელში „მანჩესტერმა“ ზედიზედ მერვედ იმარჯვა, ამჯერად „ემირეითზე“ სათასო შეხვედრაში უნაი ემერის „არსენალთან“. სულშერი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. როგორც ნამატჩევს განაცხადა, სტუმრად არსენალთან კონტრშეტევაზე ყოველთვის ბევრი გაგვქონდა და მატჩამდე გუნდს რონალდუს, რუნის და ჩჟი-სუნ პარკის გოლების ნაკრები ვუჩვენეო. ოლე მხოლოდ კლიპმეიკერობას არ დასჯერდა და ტაქტიკურად აშკარად დაჩაგრა…
ადრიატიკის ლიგაში რომ გამორჩეულია 19 წლის კალათბურთელი, ეგეც საქმეა, მაგრამ გოგა ბითაძეს რანგით გაცილებით უფრო მაღალ ევროლიგაშიც „მივედი! ვნახე! გავიმარჯვე!“ გამოუვიდა. მისი „ბუდუჩნოსტი“ ქართველის გამოჩენამდე ცხრილის ფსკერზე ღაფავდა სულს, ახლა კი მოგებების იშტაზეა. გუშინ სერბების მსხვერპლი ესპანური „გრან კანარია“ შეიქნა – 75:70. გოგა ბითაძემ პარკეტზე 28.36 წუთი გაატარა, 7-დან 5 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო…
ზაფხულის ბაზარი როგორც წესი დომინოს პრინციპს იწვევსო, წერს AS-ის ჟურნალისტი კარლოს ფორხანესი და მაგალითები მოჰყავს: ნეიმარი, დემბელე, კოუტინიუ, ალისონი… შემდეგ ფორხანესი დასძენს, ზაფხულის დომინოს ზამთრისა მოჰყვება ხოლმეო და იგუაინის, პიატეკის და მორატას ამბავს იხსენებს. ეს ყველაფერი კი მიმომხილველს იმიტომ სჭირდება, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” პრეზიდენტის დენიელ ლევის ამბავზე გადავიდეს. კერძოდ, „ბარსელონამ” საზაფხულოდ „აიაქსიდან” ფრენკი დე იონგის…
დღეს ზუსტად ცხრა წელი შესრულდა ნოდარ ახალკაცის გარდაცვალებიდან. ამ პიროვნებამ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელობით ქართველი ერის ისტორიაში ეპოქა შექმნა – მისი ხელმძღვანელობით „დინამომ“ ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის თასი, ერთხელ – ჩემპიონატი, ხოლო 1981 წელს – ევროპის თასების მფლობელთა თასი… რამდენიმე წლის წინ მეგობრის არქივში 1979 წლის ფუტბოლ-ჰოკეი აღმოვაჩინე, მაინც და მაინც ის ნომერი, რომელშიც ნოდარ ახალკაცის…
ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ტიერი ანრი „მონაკოს” ფეხბურთელებს შეურაცხყოფას აყენებდა და ამის გამო მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. 41 წლის ფრანგის ხელმძღვანელობით საგრაფოს კლუბმა 20 შეხვედრიდან მხოლოდ 4 მოიგო და ბურთების ბალანსიც საშინელი აქვს: -21. გუნდი, რომელიც 2017 წელს ფრანგული ლიგა 1-ის ჩემპიონი გახლდათ, ახლა ბოლოსწინა ადგილზეა. ერთი სიტყვით, ფეხბურთელებთან დაძაბული ურთიერთობის გამო ანრი „მონაკომ” დროებით ოფიციალურად (ოღონდ…
მაშველებმა იმ თვითმფრინავის საძიებო ოპერაცია შეწყვიტეს, რომლის ბორტზეც არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა იმყოფებოდა. ერთობლივი ძალისხმევით ნორმანდიის კუნძულების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის შესაბამისმა სამსახურებმა 4,5 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობი გამოიკვლიეს, ასევე შეისწავლეს მონაცემები მობილური ტელეფონიდან და თანამგზავრიდან მიღებული გამოსახულებები, თუმცა ვერც ერთმა ამ ქმედებამ პრაქტიკული შედეგი ვერ მოიტანა – მაშველებმა თვითმფრინავის, მგზავრის და პილოტის კვალს ვერ…
მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში დასასრულისკენ მიისწრაფვის. ერთი ადგილიც არ ნაწილდება თამაშის და ბრძოლის გარეშე. უკვე ჩაიარა პლეი-ოფმა 21-24-ე ადგილებისთვის და ბარაქალა ვითომ ერთიანი კორეის ნაკრებს, რომელმაც ნახევარფინალში ჯერ იაპონელი მეზობლები გაამწარა და შემდგომ საუდელ არაბებთანაც ერთი ბურთითღა ვერ შესწვდა 21-ე ადგილს. მე-17 ადგილი არგენტინას ერგო, რომელმაც ჯერ ავსტრიას და შემდეგ სერბეთს ორ-ორბურთიანი სხვაობით აჯობა. გაუჩოთა შედეგი…
„მანჩესტერ სიტის” არგენტინელი მცველის ნიკოლას ოტამენდის სასწრაფოდ გადაბირება „ბარსელონას” მოუნდა. ოტამენდის ცუდი სეზონი აქვს, პეპ გვარდიოლამ პრემიერშიფის შეხვედრებში სულ ათჯერ ათამაშა და როგორც ჩანს 30 წლის ფეხბურთელზე იმედს აღარც ამყარებს, რადგან აიაქსელ მატის დე ლიხტზე უჭირავს თვალი და მის შესაძენად 50 მილიონი გირვანქა გადაუდია. აღსანიშნავია, რომ „სიტიმ” „ბარსელონასთან” ერთი „აიაქსური” ვაჭრობა უკვე წააგო — 21…
ავსტრალიის ღია საჩოგბურთო პირველობაზე გადამწყვეტი მატჩები დარჩა და ის დროა, შედეგების შეჯამება-შეფასებას შევუდგეთ. უკვე ცნობილია ქალთა ერთეულთა თანრიგში ფინალისტთა ვინაობა. 21 წლის იაპონელი ნაომი ოსაკა წინა სლემტურნირის – აშშ-ის ღიას გამარჯვებულია და ასაკის მიუხედავად, სტაბილირობით აოცებს საჩოგბურთო სამყაროს. ნაომიმ ფინალის საგზური ექსპირველ ჩოგან კაროლინა პლიშკოვას აართვა და ფინალში კიდევ ერთ ჩეხ პეტრა კვიტოვას შეებრძოლება. იაპონელს…
ადრე, რომ გაგეგო რას ფიქრობს ფეხბურთელი, ან ინტერვიუ უნდა წაგეკითხა, ან მისი პირადი ნაცნობი უნდა ყოფილიყავი. ახლა დრო შეიცვალა. დღეს შეიძლება იყო „ფოლოვერი” ან „ფრენდი” და სოციალურ ქსელებში მის „ექაუნთებს” მალიმალ ათვალიერებდე. ეს ამბავიც სოციალური ქსელიდან, კერძოდ კი „ინსტაგრამიდან” მოდის. „რეალის” კაპიტანმა თავისი ჩაფიქრებული ფოტო გამოფინა და მიაწერა: „წინ დიდი გამოწვევებია. დაე, გადავლახოთ”. კაპიტნის პოსტს…
ჯესი ლინგარდი სიამოვნებით იგონებს, როგორ მოარტყა ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავში ბუცი. ლინგარდს სერ ალექსის საქციელი არ წყენია. ის მაშინ პატარა ბიჭი იყო და იცოდა, რომ დიდ მწვრთნელს მისი თამაში მოსწონდა. ერთხელ ალექს ფერგიუსონმა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს” ინგლისის ჩემპიონის 13 ტიტული და ორი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, პატარა ლინგარდს უთხრა, რომ ის აუცილებლად გახდებოდა „ოლდ ტრეფორდის”…
გონსალო იგუაინი „ჩელსიში” გადავიდა და აცხადებს, რომ ერთი სული აქვს როდის გავა მოედანზე. ოთხშაბათს, დასავლეთ ლონდონელებმა დაადასტურეს, რომ 31 წლის არგენტინელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მათი მოთამაშე გახდა. „ლურჯების” ახალმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა თქვა: „როდესაც „ჩელსისგან” „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლის წინადადება მივიღე მივხვდი, რომ ამ წინადადებაზე უარი არ უნდა მეთქვა. ეს ის კლუბია, რომელიც მე ყოველთვის მომწონდა, რომელსაც…
დატვირთული სატრანსფერო იანვარი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. თან, ჯერ 31 იანვრამდე დროა, კიდევ იქნება გადასვლა-გადმოსვლები და თანაც, სულაც არაა აუცილებელი ამ თვეში გადავიდნენ, თავისუფალ აგენტებს მერეც შეეძლებათ. უმეტესობა დაბინავდა, ზოგიერთი კი ნავსაყუდელს ელის. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც წლეულს ევროშესარჩევი ელის. ზუსტად ორი თვეა დარჩენილი შვეიცარიასთან პირველ მატჩამდე, ორი თვე კი უცებ გაირბენს. ვინ დარჩა უბინაოდ?…
ყველაზე დრამატული მატჩი ჩოგბურთის ისტორიაში – ასე მოინათლა მსოფლიოს ორი ექსპირველჩოგნის – კაროლინა პლიშკოვასა და სერენა უილიამსის მეოთხედფინალური დაპირისპირება ავსტრალიის ღია პირველობაზე. ანგარიში 4:6, 6:4, 5:1 და 40:30 სერენას მოწოდებაზე. ამერიკელმა ეისი ჩააწოდა. ის თითქოს ნახევარფინალშია, მაგრამ… ხაზის არბიტრმა ჩაწოდებისას ხაზზე ფეხის დაბიჯების ნიშნად შეჰყვირა და მეორე ჩაწოდება დაინიშნა. ყველას გასაოცრად, სერენას დიდ ხანს არ…
„რეალი” ზაფხულისთვის 100 მილიონ ევროს ამზადებს — „იუვენტუსისგან” პაოლო დიბალა უნდა იყიდოს. 25 წლის არგენტინელი ტურინში 2015 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში სერია A-ს 115 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა, რაც იტალიური ლიგისთვის ბევრია. მადრიდელთა ხელმძღვანელობა 2019 წლის ზაფხულში გუნდის სერიოზულ გაძლიერებას აპირებს და თუ დიბალას „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაყვანა მართლა მოახერხა, ეს დიდი დარტყმა იქნება…
ტურისტული თვითმფრინავი, რომელიც ნანტიდან კარდიფისკენ გაფრინდა და რომელშიც 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა იჯდა, გუჩინარდა. „პაიპერ მალიბუს” ტიპის თვითმფრინავი ნანტის აეროდრომიდან 19 საათსა და 15 წუთზე აფრინდა, ხოლო 20 საათსა და 23 წუთზე კუნძულ გარნსის მაშველებმა ჯერსის საჰაერო სამსახურებიდან მიიღეს ცნობა, რომ მსუბუქი საფრენი აპარატი მათგან 15 მილში რადარებიდან გაუჩინარდა. აპარატი ზღვის ზედაპირიდან 701…
ATP ვაჟ ჩოგბურთელთა განახლებულ რეიტინგს მხოლოდ მომავალ ორშაბათს გამოაქვეყნებს, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ოცეულს დატოვებს. ჩვენებურმა შარშანდელი ქულები კი დაიცვა, მაგრამ სხვათა ყოჩაღობის გამო ერთი საფეხურით მაინც ჩამოქვეითდება. რეიტინგში ერთბაშად 7 ადგილით დაწინაურდა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი, რომელმაც მეოთხედფინალიღა დათმო ჩვენთვის კარგად ნაცნობ დიმიტრიოს ციციპასთან. ესპანელი მე-17 ადგილამდე აღზევდება. ნიკას გადაუსწრებს ბელგიელი დავიდ…
ექტორ ბელერინს მყესები გაუწყდა. მას მთელი დარჩენილი სეზონის გამოტოვება მოუწევს. „არსენალის” განაპირა მცველი „ჩელსისთან” ბოლო ტურის შეხვედრაში, ნახევარმცველ როს ბარკლისთან შეტაკების დროს დაშავდა. შეგახსენებთ, რომ ის მატჩი „მეთოფეებმა” 2:0 მოიგეს. წუხელ, კატალონიელ მოთამაშეს ნატკენ ადგილზე ათასგვარი რენტგენი და ექოსკოპია გადაუღეს, რის შემდეგაც ითქვა, რომ შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც კი გახდეს აუცილებელი. 23 წლის ფეხბურთელის ერთ-ერთმა ახლობელმა…
ჯერ-ჯერობით მხარეები ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებენ, მაგრამ როგორც ჩანს, მადრიდელებმა ბრაზილიელ „პერპეტუუმმობილეს“ შემცვლელი მოუნახეს. ლა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში მარცხენა მცველად 22 წლის სერხიო რეგილონი იყო გამწესებული და ცუდი შთაბეედილება ნამდვილად არ დაუტოვებია. თუ ასე გაგრძელდა, მარსელოს ფასი სატრანსფერო ბაზარზე მკვეთრად კლებას დაიწყებს, რაც არც „რეალის“ და არც თავად ფეხბურთელის ინტერესებში არ შედის. გამოსავალი? ხომ…
ფეხბურთის მეფემ თანამემამულე ნეიმარი გააკრიტიკა, სიმულაციას ხშირად მიმართავს და ეს იმიჯს უფუჭებსო. პელემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება 2018 წლის მუნდიალზე, სადაც ნეიმარმა ჯამში 14 წუთი გაატარა წაქცეულმა. პსჟ–ის ვარსკვლავმა კი ასე უპასუხა: „პელეს ნათქვამი ყოველთვის გასათვალისწინებელია. მისი ნათქვამი საინტერესოდ მომეჩვენა. მუნდიალზე ერთხელაც არ მიმიმართავს სიმულაციისთვის. ჩემზე წესებს არღვევდნენ. თუმცა ხალხს უკვე ვეღარ დაარწმუნებ. რადგან ნეიმარი ვარ,…
„რეალი” რომ „სევილიასთან” ბოლო, შედარებით ყოჩაღი თამაშისა და 2:0 მოგების მიუხედავად კრიზისშია ყველამ იცის. სწორედ ამიტომ, დროგამოშვებით ისმის ჭორი თითქოს ზაფხულში მის თავკაცს, ახალდანიშნულ სანტიაგო სოლარის მოხსნიან და… მის ნაცვლად გერმანიის ნაკრების მწვრთნელს იოაჰიმ ლიოვს დანიშნავენ. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სოლარი „რეალს” სათავეში სეზონის მსვლელობისას ჩაუყენეს, როდესაც წარუმატებელი ხულენ ლოპეტეგი მოხსნეს თანამდებობიდან. და მაინც, სოლარი…
ტიერი ანრიმ ბოდიში მოიხადა. ის წუხს, რომ მოწინააღმდეგეს, კერძოდ „სტრასბურგის” ფეხბურთელს კენი ლალას ბოზის შვილიშვილი (ქართულად ალბათ ასე უფრო სწორედ ითარგმნება) უწოდა. მიზეზი: ლალა აუტის ჩაწოდებას აჭიანურებდა. ეს ამბავი შაბათს, „მონაკოსა” და „სტრასბურგის” შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა. შეგახსენებთ, რომ „მონაკომ” თავის მოედანზე 1:5 წააგო. ადვილი წარმოსადგენია როგორ გუნებაზე იქნებოდა მისი მწვრთნელი და მაინც მეტოქე…
ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე მოგაწოდეთ ლეგენდარული ჯიმ კურიეს მოსაზრება, დიმიტრიოს ციციპასს უკვე დღეს ნებისმიერი მეტოქი ძლევა ხელეწიფებაო… ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ: ადგა ეს 20 წლის ბერძენი და ტურნირიდან თვით როჯერ ფედერერი გაადეპორტა. ოთხსეტიანი თრილერი სამი ტაიბრეიკით. ციციპასი ძალიან ძლიერია და მით უფრო საწყენია ნიკა ბასილაშვილის მასთან მარცხი. ნიკას ხომ რამდენიმე ზუსტი დარტყმა აშორებდა როჯერთან შეხვედრას….
ერთი შეხედვით, მადრიდის „ატლეტიკო“ ჩვეულ პოზიციაზეა. პრიმერას ცხრილში მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც გავიდა, სადაც ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება. დეკემბერში შვიდი წელიწადი გახდა, რაც დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ თავკაცობს. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია და ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა. მაგრამ ბოლო ორი წელიწადია, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არგენტინელ სპეციალისტს იდეები შემოელია და გუნდი წინ…
კარიერის სტარტზე რომ ხარ და NBA-ის დრაფტს სულმოუთქმელად ელი, ასეთი მატჩი ათმაგი შანსია თავის წარმოსაჩენად. მადრიდის „რეალი“ მხოლოდ გრანდი არ არის – ევროლიგის ჩემპიონი ერთ-ერთ აუტსაიდერ „ბუდუჩნოსტთან“ მორიგ ქულებს გეგმავდა. ნურას უკაცრავად! „ბუდუჩნოსტს“ ახალი ლიდერი ჰყავს… მას გოგა ბითაძე ჰქვია და ავტორიტეტებს არ ცნობს. იფრინა რეალთან ბითაძემ. 13 ქულის გარდა მის ანგარიშზე 10 მოხსნა და 3…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes