პსჟ-ს ბრაზილიელი ნეიმარი რამდენიმე დღის წინ კი დაშავდა, მაგრამ ახლაღა გადაწყდა , რომ ის პარიზულ კლუბს მარტის ბოლომდე ვერ დაეხმარება. არადა, 12 თებერვალს და 6 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარიზელებს „მანჩესტერთან“ უწევთ დაპირისპირება. ამას გარდა, ნეიმარი გუნდს ვერც 17 მარტს „მარსელთან“ პრინციპული მატჩისას დაეხმარება.
ახლა საკითხავი ისღაა, გაუკეთებენ თუ არა 26 წლის ბრაზილიელს ოპერაციას. ამის ალბათობა 90 პროცენტია, თუმცა პსჟ-ის და ბრაზილიის ნაკრების ექიმები საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივიდნენ. ოპერაცია ავტომატურად ნიშნავს, რომ ნეიმარისთვის სეზონი დასრულებულია.
გემახსოვრებათ, ანალოგიური ტრავმის გამო შარშან ბრაზილიელს სამი თვე გაუცდა და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის წინ დაუბრუნდა მოედანს.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?