ჭდე: სტრასბურგი

Home სტრასბურგი
რაო? საფრანგეთში გადადისო?
ჩანაწერი

რაო? საფრანგეთში გადადისო?

პარაგვაელი ფეხბურთელი მატიას  გალარსა საფრანგეთში რომ არ ეყვარებათ, ამას რად უნდა ლაპარაკი. მან მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთისა და პარაგვაის ნაკრებთა შეხვედრაში ყურადღება ეგრეთწოდებული არასპორტული ქცევით მიიპყრო. შეხვედრა ფრანგებმა 1:0 მოიგეს. გალარსა კადრში პირველად მაშინ მოხვდა, როდესაც დაახლოებით 30-ე წუთზე კილიან მბაპეს იდაყვი ჩაარტყა, ერთი ხნის შემდეგ კი იგივე ილეთი ჟიულ კუნდესაც ჩაუტარა. შეხვედრის უზბეკმა მსაჯმა...

ჰაკიმის გაძევება, სხვა დუეს გოლი
ჩანაწერი

ჰაკიმის გაძევება, სხვა დუეს გოლი

„პარი სენ ჟერმენმა’’ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სტუმრად 2:1 მოუგო „სტრასბურს’’ და ლიდერობა დაიბრუნა. პარასკევს „ლანსმა’’ „ლე ავრს’’ 1:0 აჯობა, შესაბამისად პარიზელთა ფეხის დაცდენის შემთხვევაში ლიდერობას შეინარჩუნებდა. ახლა, 21 ტურის შემდეგ პსჟ მეორეადგილოსანს ორი ქულით უსწრებს. „სტრასბურმა’’ თავის მხრივ მეხუთე ადგილზე ამაღლების შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. სტუმრებმა ძნელად მოიგეს, 81-ე წუთამდე მოუწიათ ლოდინმა. მასპინძლებმა კი თამაში დიდი...

წიტას და აბუს კლუბი ფიქრობს ვინმეს ხომ არ მიეყიდოს
ჩანაწერი

წიტას და აბუს კლუბი ფიქრობს ვინმეს ხომ არ მიეყიდოს

თანამედროვე ფეხბურთი სხვანაირია, ბიზნესი მასში დასაქმებულ ადამიანებს უწინდელისგან განსხვავებულ მოწყობას სთავაზობს და ხშირად ისე აგვარებს საქმეებს ადრე რომ ვერავის წარმოედგინა. ასე მაგალითად, ფრანგული კლუბი „სტრასბურგი’’ 2023 წლის ივნისში მიეყიდა კომპანიას, რომელსაც ჰქვია BlueCo და რომელიც ლონდონის „ჩელსის’’ მფლობელია. მარტივად რომ ვთქვათ, ფრანგული კლუბი ინგლისურის სატელიტი გახდა, რაც ერთი შეხედვით აბსურდულად ჟღერს, მაგრამ მეორე მხრივ BlueCo-ს...

ცენტრალურმა მცველებმა ცუდად ითამაშეს
ჩანაწერი

ცენტრალურმა მცველებმა ცუდად ითამაშეს

Footmercato-ს მიაჩნია, რომ ფრანგული ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე, ლიგა 1-ში იშვიათია შეხვედრა, რომელშიც გადის ბევრი გოლი და გუნდები სპექტაკლს აწყობენ. ასეთი გამოდგა მე-8 ტურის შეხვედრა „პარი სენ ჟერმენსა’’ და „სტრასბურგს’’ შორის ― 3:3. პორტალმა დათვალა, რომ შეცვლებამდე მოედანზე გასული ფეხბურთელების საშუალო ასაკი 22 წელი და 78 დღე იყო. ახალგაზრდების ასეთი თავყრილობა საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში 1947-48 წლების...

ლუის ენრიკე კმაყოფილია
ჩანაწერი

ლუის ენრიკე კმაყოფილია

„პარი სენ ჟერმენმა’’ სტრასბურში 1:2 წააგო. ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში არ უთამაშია, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კი მატჩის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე თავისი ფეხბურთელები მაინც შეაქო. აქვთ გულშემატკივრებს ამ (ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე) წაგების შემდეგ ნერვიულობის საბაბი? მინდა ვთქვა, რომ ჩემი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ. მომეწონა როგორ ითამაშა. დღეს მეტად სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის...

ზურიკო კარგია, სენტ ეტიენი – ცუდი
ჩანაწერი

ზურიკო კარგია, სენტ ეტიენი – ცუდი

„სტრასბურგმა’’ „სენტ ეტიენს’’ აჯობა ― 3:1. რონის გუნდს ცუდად აქვს საქმე, 31 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-17 ადგილზეა და თუ სეზონს ამ პოზიციაზე დაასრულებს, გავარდება. ის ორი ქულით ჩამორჩება „ლე ავრს’’, რომლის მე-16 ადგილი ფლეი-ოფში თამაშის და გადარჩენის შანსს იძლევა. „სენტ ეტიენის’’ თამაშში ქართველ გულშემატკივარს მხოლოდ ის მოეწონებოდა, რომ მისი ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა....

კოლეგას ხელი როდის უნდა ჩამოართვა?
ჩანაწერი

კოლეგას ხელი როდის უნდა ჩამოართვა?

30-ე ტურის წინ ლიგა 1-ის მეორე და მეექვსეადგილოსანი გუნდების „მონაკოსა’’ და „სტრასბურგის’’ შეხვედრა ლუი II-ზე 0:0 დასრულდა (VAR-მა ორივე გუნდს თითო გოლი გაუუქმა), რაც იმას ნიშნავს, რომ გაიმარჯვა… „მარსელმა’’. შაბათის გვიან შეხვედრაში მან „მონპელიეს’’ 5:1 მოუგო და ახლა მონაკოელებს ერთი ქულით უსწრებს ანუ თავად არის მეორე პოზიციაზე. მოგეხსენებათ, საფრანგეთში ბრძოლა „პარი სენ ჟერმენის’’ შემდეგ მეორე...

ჩანაწერი

ანრი მეტოქის ბებიას გადაწვდა

ტიერი ანრიმ ბოდიში მოიხადა. ის წუხს, რომ მოწინააღმდეგეს, კერძოდ „სტრასბურგის” ფეხბურთელს კენი ლალას ბოზის შვილიშვილი (ქართულად ალბათ ასე უფრო სწორედ ითარგმნება) უწოდა. მიზეზი: ლალა აუტის ჩაწოდებას აჭიანურებდა. ეს ამბავი შაბათს, „მონაკოსა” და „სტრასბურგის”  შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა. შეგახსენებთ, რომ „მონაკომ” თავის მოედანზე 1:5 წააგო. ადვილი წარმოსადგენია როგორ გუნებაზე იქნებოდა მისი მწვრთნელი და მაინც მეტოქე...