გარდაიცვალა მაურიციო ძამპარინი. კაცი, რომელსაც უკავშირდება კლუბ „პალერმოს“ უცაბედი პროგრესი და მერე სტაბილური თამაში, ევროტურნირებზე მუდმივი გასვლები, მაგარი ტრანსფერები: ედინსონ კავანი, ფაბრიციო მიკოლი, ხავიერ პასტორე, პაულო დიბალა, ფაბიო გროსო, ლუკა ტონი… ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. და კიდევ, ქართველი ლევან მჭედლიძე. როგორც გახსოვთ, მჭედლიძე „პალერმოში“ თამაშობდა და სწორედ მაშინ გაუტანა გოლი ჯიჯი ბუფონს. ძამპარინი 80 წლის გახლდათ....
ჭდე: პაულო დიბალა
უკბილო ბებერი
ოთხშაბათს ტურინის „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ჩელსისთან“ უწევს ურთიერთობის გარკვევა. სატურნირო თვალსაზრით უმნიშვნელოვანეს მატჩში „ბებერი ქალბატონი“ ორ საუკეთესო ფორვარდს მოისაკლისებს – პაულო დიბალამ და ალვარო მორატამ „სამპდორიასთან“ 3:2 მოგებულ შეხვედრაში მიიღეს დაზიანებები. ეს წყვილი „ტორინოსთან“ 2 ოქტომბრსაც ვერ ითამაშებს. სავარაუდოდ, დიბალა და მორატა მოედანს სანაკრებო მატჩებისთვის გამოცხადებული პაუზის შემდეგ დაუბრუნდებიან.
რონალდუმ ყველას დააფარა
კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ გასახდელში სერიოზული სკანდალი მოაწყო. საქმე იმაშია, რომ გუნდის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ფეხბურთელები კლუბის სასტუმროშივე გადაეყვანა კარანტინზე, რომელიც იქვე, საწვრთნელ ბაზასთან მდებარეობს. არადა, იმ მომენტში ფეხბურთელებს ორ-ორ ტესტზე ჰქონდათ მიღებული უარყოფითი პასუხი, იტალიური ჯანდაცვის პროტოკოლი კი სამ ტესტს ითვალისწინებს. თუ კარანტინში დარჩებოდა, რონალდუს ესპანეთთან პორტუგალიის ნაკრების ამხანაგური მატჩი უნდა გამოეტოვებინა...
დიბალა კმაყოფილია
“იუვენტუსის” არგენტინელმა ვარსკვლავმა, პაულო დიბალამ, რომელიც თავის მეგობარ გოგონა ორიანა საბატინისთან ერთად კორონავირუსით იყო დაავადებული, ჟურნალისტებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამბო. „ყველაფერი კაგადაა. თავს მშვენივრად ვგრძნობ, რადგან უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც მე და ორიანა გამოვჯანმრთელდით. იტალიიდან გასვლა არ შეიძლება, სხვა რა გზაა, შინ ვსხედვართ. თუმცა მოსაწყენად არ გვცალია. ყოველთვის გამოვნახავთ ხოლმე რაღაც გასართობს. თან...
დიბალა ლონდონში
პაულო დიბალას თავისი აგენტისთვის ხორხე ანტუნისთვის დაურეკავს და „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე უარი გამოუცხადებია — „იუვენტუსში” თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მაგათი დიდი ხელფასი არ მინდაო. საინტერესოა, რომ არგენტინელს აგენტისთვის სწორედ მაშინ დაურეკავს, როდესაც ის მანკუნიანელთა ლონდონის ოფისში, არც მეტი არც ნაკლები, ედ ვუდვორდის კაბინეტში მჯდარა და საქმეს აკვარახჭინებდა. რატომ არ ისურვა დიბალამ „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლა? ამბობენ,...
ეს დიბალობა დროა დამთავრდეს
ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დღეებიღა დარჩა და ამ დღეებში „იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავი პაულო დიბალა სავარაუდოდ ან „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა ანაც „ტოტენჰემ ჰოთსფურში”. „ბებერი ქალბატონის” ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა დაადასტურა, რომ დიბალასთან დაკავშირებით ტურინულ კლუბში ოფიციალური წერილი მივიდა. არგენტინელის საქმე ასეა: გასულ სეზონში მას „იუვეს” ძირითადში თამაშების რაოდენობა მოაკლდა, რადგან გუნდში არც მეტი არც ნაკლები კრიშტიანუ რონალდუ...
ოჯახი არ შედგა!
სეზონი მიილია. იტალიურ ტურინში „იუვენტუსის“ მორიგი სკუდეტო თითქოს ცალყბად აღნიშნეს. თუნდაც შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მდევარმა „ნაპოლიმ“ ვერ ივარგა და „ბებერი სინიორას“ უპირატესობა მოსაწყენად კატასტროფული იყო. წარუმატებლად დასრულდა „იუვეს“ მორიგი საჩემპიონთალიგო ლაშქრობაც. არადა, ხომ გახსოვთ, როგორი ეიფორია მოჰყვა გასულ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუს გადაბარგებას ტურინში? სუპერმეგოლის გამოჩენით სარგებელს ერთი კონკრეტული კლუბი კი არა, მთელი ლიგა გამოელოდა. მოვიდა...
100 მილიონი დიბალასთვის
„რეალი” ზაფხულისთვის 100 მილიონ ევროს ამზადებს — „იუვენტუსისგან” პაოლო დიბალა უნდა იყიდოს. 25 წლის არგენტინელი ტურინში 2015 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში სერია A-ს 115 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა, რაც იტალიური ლიგისთვის ბევრია. მადრიდელთა ხელმძღვანელობა 2019 წლის ზაფხულში გუნდის სერიოზულ გაძლიერებას აპირებს და თუ დიბალას „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაყვანა მართლა მოახერხა, ეს დიდი დარტყმა იქნება...





