
პაულო დიბალას თავისი აგენტისთვის ხორხე ანტუნისთვის დაურეკავს და „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე უარი გამოუცხადებია — „იუვენტუსში” თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მაგათი დიდი ხელფასი არ მინდაო. საინტერესოა, რომ არგენტინელს აგენტისთვის სწორედ მაშინ დაურეკავს, როდესაც ის მანკუნიანელთა ლონდონის ოფისში, არც მეტი არც ნაკლები, ედ ვუდვორდის კაბინეტში მჯდარა და საქმეს აკვარახჭინებდა.
რატომ არ ისურვა დიბალამ „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლა? ამბობენ, რომ „იუვეში” კრიშტიანუ რონალდუს გადასვლის შემდეგ, მას ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების იმედი აქვს, რასაც „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად უახლოეს პერსპექტივაში სავარაუდოდ ვერ მიაღწევსო.
აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” „იუვესთან” რომელუ ლუკაკუს თაობაზეც ჰქონდა მოლაპარაკება, მაგრამ, როგორც იცით, ბელგიელი საბოლოოდ „ინტერს” ერგო.
დიბალას გადაბირებას კი თავის დროზე თურმე „ტოტენჰემ ჰოთსპურიც” ცდილობდა. ეს მაშინ, როდესაც „სფურზს” მაურისიო პოჩეტინო ედგა სათავეში. არგენტინელ მწვრთნელს არგენტინელ მოთამაშესთან კარგი ურთიერთობა ჰქონია, თუმცა შემდეგ პოჩეტიო ლონდონიდან წავიდა.
დიბალა და მისი სატრფო ორიანა საბატინი კი ლონდონში ჩავიდნენ. ეს მოხდა წლეულს, ინავარში. რამდენად იყო ეს ვიზიტი კავშირში სატრანსფერო ამბებთან ვერ გეტყვით, თუმცა ფეხბბურთელის ინსტაგრამზე ლონდონური ფოტოები იცოცხლეთ, დახვავდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
