უკბილო ბებერი

Home კატეგორიის გარეშე უკბილო ბებერი
უკბილო ბებერი

ოთხშაბათს ტურინის „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ჩელსისთან“ უწევს ურთიერთობის გარკვევა.

სატურნირო თვალსაზრით უმნიშვნელოვანეს მატჩში „ბებერი ქალბატონი“ ორ საუკეთესო ფორვარდს მოისაკლისებს – პაულო დიბალამ და ალვარო მორატამ „სამპდორიასთან“ 3:2 მოგებულ შეხვედრაში მიიღეს დაზიანებები.

ეს წყვილი „ტორინოსთან“ 2 ოქტომბრსაც ვერ ითამაშებს. სავარაუდოდ, დიბალა და მორატა მოედანს სანაკრებო მატჩებისთვის გამოცხადებული პაუზის შემდეგ დაუბრუნდებიან.

Morata & Dybala | Juventus, Argentina national team, Football players

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".