დიდი სლემის 22-გზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფავორიტების ვინაობა დაასახელა. „ძნელი საკითხია. რთულია რაიმეს პროგნოზირება. ფავორიტები ალბათ, როგორც ყოველთვის, ბრაზილია, არგენტინა, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და ესპანეთი იქნებიან. თუმცა ყოველთვის არის შანსი, რომ ვიღაც სიურპრიზს შემოგვთავაზებს“, – თქვა რაფამ, ვინც ინგლისი და ნიდერლანდები არც კი ახსენა და ამით ბევრი...
ჭდე: რაფაელ ნადალი
ნოლეს სურს და რაფას არ მოსწონს…
სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის მოთამაშეთა საბჭოს თავმჯდომარედ ითვლება, მაგრამ გადაწყვიტა ორგანიზაცია დატოვოს და ახალი, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია ჩამოაყალიბოს. ამ საქმეში ჯოკოვიჩს თანამოაზრეებიც ჰყავს – ამერიკელი ჯო ისნერი და კანადელი ვაშეკ პოსპიშილი. ჩოგბურთელებმა უკვე დაიწყეს აქტიური მოქმედებები და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ხელმოწერებს აგროვებენ, რომ ახალმა ორგანიზაციამ მალე დაიწყოს ფუნქციონირება. ახალ ინიციატივას გამოეხმაურა ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი: „კარგად...
ამერიკა დიდი სამეულის გარეშე
ამერიკის ღია პირველობა 31 აგვისტოს ნიუ იორკში დაიწყება. გაირკვა, რომ წლეულს ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი ამერიკაში არ ითამაშებს. „ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აშშ-ის ღიაზე არ ვითამაშო. მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა, კოვიდ 19-ის შემთხვევები იზრდება და როგორც ჩანს, ჩვენ მას ჯერაც ვერ ვაკონტროლებთ,“ – თქვა ესპანელმა. 34 წლის ნადალი, სავარაუდოდ,...
როლან გაროსზე ხალხი იქნება
საფრანგეთის ღია პირველობა ტრადიციულად მაის-ივნისში იმართება ხოლმე. ამჯერად განრიგი კორონავირუსის პანდემიამ არია და ორგანიზატორებმა „როლან გაროსის“ გამართვის ახალ ვადებად 21 სექტემბერი – 11 ოქტომბერი დაადგინეს. საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა, პროგნოზიც ოპტიმისტურია და როგორც ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნარ ჯუდიჩელიმ განაცხადა, „როლან გაროსს“ მაყურებელი უსათუოდ ეყოლება: „ჯერ ვერ გეტყვით, რამდენი მაყურებლის მიღებას შევძლებთ. ზუსტი ციფრები მხოლოდ...
მხოლოდ პარიზში
პროფესიონალ ჩოგბურთელთა დიდი ნაწილი კარიერას ისე ასრულებს ATP-ის ტურნირის მოგება სანატრელი აქვს, ზოგს კი მხოლოდ ერთ საფარზე თერთმეტი ჯილდო აქვს მირებული, მაგრამ მაინც გული ეთანაღრება. თან, ფიქრობთ ამ თერთმეტში რაიმე დაბალი დონის ტურნირებზეა საუბარი? ყველაფერი რაც გინდა, 500-იანი კატეგორიით დაწყებული, მასტერსებით გაგრძელებული და დიდი სლემით დამთავრებული. …მაგრამ ის მაინც უკმაყოფილოა და ამის გამო ზედიზედ 2...
ნოლეს მერვე საოცრება
„შენ დღეს საკუთარი თავი პოპულარული და უფრო ცნობადი გახადე. ყოჩაღ, მშვენიერი მოქმედება იყო შენი მხრიდან,“ – უთხრა მეორე სეტის მიწურულს ნოვაკ ჯოკოვიჩმა დამიენ დუმუსს. და ვინ არის ეს დუმუსი? ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი, რომელმაც ნოლე მოწოდების ხაზზე მდგომი ორჯერ დროის გაწელვისთვის დააჯარიმა. პირველი სეტი სერბს მოგებული ჰქონდა და მეორეშიც ფსიქოლოგიური უპირატესობა მის...
არ გაახარო რადუ…
2019 წლის საჩოგბურთო სეზონი თითქმის ფინიშის სწორზეა. ოთხივე დიდი სლემის და სხვა მსხვილი ტურნირები უკვე მოლეულია, თუმცა წინ კიდევ რამდენიმე სერიოზული რანგის შეჯიბრია, რომელთაგან ერთ-ერთი უსათუოდ შანხაის მასტერსია, რომლის საპრიზო ფონდიც 8 მილიონ დოლარს აჭარბებს. შანხაიში იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელმაც სამწუხაროდ პეკინის უპრესტიჟულეს ტურნირზე შარშანდელი ტრიუმფი ვეღარ გაიმეორა და მას მეორე წრეში სტეფანოს ციციპასთან წაგებით...
ასაკი ბალახით…
ჩოგბურთის ისტორიას ბევრი ლეგენდა ჰყავს, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, როცა ფიზიკური მოთხოვნები, ფსიქოლოგიური დატვირთვები და სატურნირო გრაფიკის სიმჭიდროვე ზღვარს გადასცდა, ლეგენდების ადგილი მოქმედმა მეჩოგნეებმა დაიკავეს. ვისაც არ ეზარება, ყველა ჩოგბურთის ექსპერტობაზე დებს თავს, მაგრამ Tennis world USA ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტს დაეკითხა. „კოღო“-იგივე ხუან კარლოს ფერერო იმ ეპოქის ჩოგბურთელია, ფიზმომზადებაზე მეტად ტექნიკა რომ ფასობდა და აკი,...
ნოვაკ, შენ მოკალი ჩოგბურთი!
საჩოგბურთო ზეიმი არ შედგა. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგნის უპირატესობა მეორესთან ტოტალური იყო – 6:3, 6:2, 6:3. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურნირზე ველური ბარათით მოხვედრილი დებიუტანტივით იოლად დაამარცხა რაფაელ ნადალი და კარიერაში მეშვიდედ მოიგო ავსტრალიური ტიტული. ძალიან ძნელია რაიმეს თქმა მატჩზე, რომელშიც ბრძოლა მხოლოდ ერთი ჩოგბურთელის, ნადალის მოწოდებაზე მიმდინარეობდა, ნოვაკმა კი ერთადერთხელ მისცა მეტოქეს ბრეიკის...







