სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის მოთამაშეთა საბჭოს თავმჯდომარედ ითვლება, მაგრამ გადაწყვიტა ორგანიზაცია დატოვოს და ახალი, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია ჩამოაყალიბოს.
ამ საქმეში ჯოკოვიჩს თანამოაზრეებიც ჰყავს – ამერიკელი ჯო ისნერი და კანადელი ვაშეკ პოსპიშილი. ჩოგბურთელებმა უკვე დაიწყეს აქტიური მოქმედებები და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ხელმოწერებს აგროვებენ, რომ ახალმა ორგანიზაციამ მალე დაიწყოს ფუნქციონირება.
ახალ ინიციატივას გამოეხმაურა ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი:
„კარგად მესმის იმ სპორტსმენის უკმაყოფილება, რომლებმაც ხელი მოაწერეს ახალი ორგანიზაციის შექმნას, მაგრამ ბევრი კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება. ბევრი რამ გაუგებარია. ცოტა უნდა მოვითმინოთ, ახლა ჩვენ ყველა ერთად ვებრძვით კორონავირუსით გამოწვეულ მსოფლიო კრიზისს. ეს რთული პერიოდია მოთამაშეებისთვის, ორგანიზატორებისთვის… ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და საკუთარი ინტერესები წინ არ უნდა დავაყენოთ“, – ამბობს რაფა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
