სუარესი თავს მტრობს

Home აქეთურ-იქითური სუარესი თავს მტრობს
სუარესი თავს მტრობს
Barcelona star Luis Suarez threatens to snub Juventus and join Atletico  instead | Metro Newsკაცი რომ საკუთარ თავს უმტრობს, ისეა ლუის სუარესის საქმე…
„ბარსელონა“ მზადაა, ფორვარდი „იუვენტუსში“ სიმბოლურ ფასად გაუშვას, მაგრამ გაქირზე თავად სუარესი დგას: კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაქვს და რომც წავიდე, იმ დარჩენილი ერთი წლის ხელფასიც სრულად უნდა მომცეთო.
არადა, როგორია?! სუარესის წლიური ხელფასი 25 მილიონ ევრომდეა. ამხელა ფულის გადაყრას კლუბი ნამდვილად არ აპირებს.
„ბარსას“ შეფებმა, შესაძლოა, სუარესი იტალიაში არ გაუშვან, კონტრაქტის ბოლომდე დაიტოვონ, მაგრამ ეს ერთი წელი მოედანს არ გააკარონ.
ბოლო სიტყვა, რა თქმა უნდა, რონალდ კუმანზეა, მაგრამ სუარესისთვის საფრთხე მაინც რეალურია – ერთი წლის უთამაშებელს, თავისუფალ აგენტადაც, ცოტა თუ ინდომებს…

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".