ამერიკის ღია პირველობა 31 აგვისტოს ნიუ იორკში დაიწყება. გაირკვა, რომ წლეულს ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი ამერიკაში არ ითამაშებს.
„ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აშშ-ის ღიაზე არ ვითამაშო. მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა, კოვიდ 19-ის შემთხვევები იზრდება და როგორც ჩანს, ჩვენ მას ჯერაც ვერ ვაკონტროლებთ,“ – თქვა ესპანელმა.
34 წლის ნადალი, სავარაუდოდ, სექტემბერში საფრანგეთის ღია პირველობაზე ითამაშებს, რომელიც 12-ჯერ აქვს მოგებული.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ დიდი სლემის ტურნირს, ქალთა რეიტინგის პირველი ნომერი, ავსტრალიელი ეშ ბარტიც გამოტოვებს.
აი, კაცთა პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი კი, ჯერჯერობით, ყოყმანობს. თუმცა, უფრო დიდი შანსია, არც მან ითამაშოს. „ნოლე“ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
თუ ამერიკაში ჯოკოვიჩიც არ გაემგზავრა, მაშინ US open-ს „დიდი სამეული“ გამოტოვებს – კარგა ხნის ამბავია, რომ როჯერ ფედერერი ტრავმის გამო ნიუ იორკში არ იქნება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
