
„ბარსელონამ“ „სან პაულუს“ 19 წლის ტალანტი გუსტავო მაია 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა. კლუბმა ნიჭიერ მარცხენა გარემარბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევრო იქნება.
გუსტავო მაია თავდაპირველად „ბარსას“ სარეზერვო გუნდში ითამაშებს, სადაც თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის შანსი მიეცემა.
„ბლაუგრნას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან ფატი, არაუხო და პუჩი პირველი გუნდის წევრები გახდებიან, რის შედეგადაც სათადარიგო გუნდს გაძლიერება დასჭირდება. ბრაზილიელი გარემარბის ტრანსფერი სწორედ ამ ცვლილებებს უკავშირდება.
გუსტავო მაია 14 წლიდან „სან პაულუშის“ იყო.. ახალგაზრდულ გუნდში 2018 წელს საუკეთესო გახლდათ – 36 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა.
თუმცა, მაიაზე დიდი გამოსასყიდი ფასი ანსუ ფატის დაედება. „ბარსელონა“ და ჭაბუკი ფეხბურთელი ახლოს არიან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან. შეთანხმების შემთხვევაში კლუბი მას 2024 წლამდე დაიტოვებს.
გავრცელებული ცნობით, 17 წლის შემტევთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და მხარეებს არანაირი წინაღობა არ აკავებთ. აღსანიშნავია, რომ ბარსელონა ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას 400 მილიონამდე ასწევს.
მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდეა გათვლილი.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
