ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ტიერი ანრი „მონაკოს” ფეხბურთელებს შეურაცხყოფას აყენებდა და ამის გამო მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. 41 წლის ფრანგის ხელმძღვანელობით საგრაფოს კლუბმა 20 შეხვედრიდან მხოლოდ 4 მოიგო და ბურთების ბალანსიც საშინელი აქვს: -21. გუნდი, რომელიც 2017 წელს ფრანგული ლიგა 1-ის ჩემპიონი გახლდათ, ახლა ბოლოსწინა ადგილზეა.
ერთი სიტყვით, ფეხბურთელებთან დაძაბული ურთიერთობის გამო ანრი „მონაკომ” დროებით ოფიციალურად (ოღონდ ჯერ დროებით) დაიფრინა და რად უნდა ლაპარაკი, რომ ამას დღეს-ხვალ სამუდამო დაფრენაც მოჰყვება.
„მონაკოს” ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ჟურნალისტებს უამბო რომ ანრი ფეხბურთელებთან ქედმაღლურად იქცეოდა და თავისი კომენტარებით შეურაცხყოფასაც კი აყენებდა მათ.
„ამასწინათ, მან ერთ-ერთ ფეხბურთელის შესახებ დაიყვირა: შეხედეთ ამას, ეს ღირს 10 მილიონი ევრო? და მის ამ ყვირილს ყველა სათადარიგო უსმენდა. ვითარება დაიძაბა, ცუდი ატმოსფერო შეიქმნა”, — თქვა მან.
მეორე ინკოგნიტო მოთამაშემ კი თქვა, რომ ანრის არავის აზრი არ აინტერესებდა და თავისი ამპარტავნობით გარემოს ამძიმებდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა თამაშის მსვლელობისას მეტოქე გუნდის, კერძოდ „სტრასბურგის” ფეხბურთელს „ბოზის შვილიშვილი” უწოდა. საფრანგეთში რაღაც ქუჩური ლანძღვა ყოფილა ასეთი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია