დღე: იანვარი 29, 2019

Home 2019 იანვარი 29 (სამშაბათი)
ჩანაწერი

კრამნიკმა ლაზიერი ლურსმანზე ჩამოკიდა

გუშინ ვიიკ-აან-ზეეს სუპერტურნირი მიმოვიხილეთ და ყურადღებიანი მკითხველი სატურნირო ცხრილის ფსკერზე ერთ დროს მქუხარე ვლადიმირ კრამნიკს აღმოაჩენდა. დიახ, მსოფლიოს მე-14 ჩემპიონი კლასიკური ჭადრაკის (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციათან მოქიშპე) ვერსიით, გარი კასპაროვის დამმარცხებელი, ხოლო შემდგომ გამაერთიანებელ თამაშში ბოლგარ ვესელინ ტოპალოვთან სკანდალურ ანუ “ტუალეტების ისტორიით” დაღდასმულ მატჩში გამარჯვებული საკუთარ თავს არ ჰგავდა იმ პატარა ჰოლანდიურ ქალაქში და აგებდა თითქმის [...]

ჩანაწერი

კვირკველია 15 მილიონზე მეტი ღირს

გასულ ზაფხულს პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისური „ლესტერი“ სერიოზულადაა დაინტერესებული საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველის, სოლომონ კვირკველიას გადაბირებით. ბრიტანელები მაშინ მოსკოვური კლუბის პრეზიდენტ გერკუსთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდნენ და კვირკველიაში 15 მილიონი ევრო შესთავაზეს. რუსებმა 17 მილიონი გირვანქა (დაახლოებით 23 მილიონი ევრო) მოითხოვეს და გარიგება არ შედგა. თუმცა, ისიც ითქვა, ტრანსფერი პირადად იური სიომინმა [...]

ჩანაწერი

კვარაცხელია მოსკოვის ლოკომოტივში

იური სიომინმა ხმამაღლა გააჟღერა, რომ მოსკოვის „ლოკომოტივი“ 17 წლის ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას იმატებს: „აზრი არ აქვს იმაზე ლაპარაკს, რომ გუნდის გაძლიერებას ვაპირებთ. სადაცაა, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება და ხმაურიანი ტრანსფერი ვერ მოესწრება, თუმცა პერსპექტივაზე მუშაობა და ნიჭიერი ახალგაზრდების დამატება ნამდვილად შეგვიძლია. მხედველობაში მყავს 17 წლის ქართველი ნახევარმცველი კვარაცხელია, რომელიც ესპანურ მარბელაში შეკრებაზე შემოგვიერთდება“. ხვიჩა კვარაცხელია [...]

ჩანაწერი

სესკი მივიდა ტიტი წავიდა

სესკ ფაბრეგასი „ჩელსიდან” „მონაკოში” თავისი ყოფილი თანაგუნდელის ტიერი ანრის გამო გადავიდა, მაგრამ… ვეტერანი ახალ გუნდში 11 იანვარს მივიდა, ანრი კი ორ კვირაში მწვრთნელის თანამდებობიდან დაიფრინეს. ადრეც მოგახსენეთ, რომ ანრის როგორც მწვრთნელს „მონაკოში” არ გაუმართლა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 21 შეხვედრაში მხოლოდ 15 ქულა მოიპოვა. ფრანგული ფეხბურთის 41 წლის ლეგენდის თავკაცობით საგრაფოს გუნდმა 12 შეხვედრიდან ორის მეტი [...]

ჩანაწერი

ერთი მაგარი წყვილია

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს — მანჩესტერელთა დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გასულ უქმეებზე „არსენალთან” 3:1 გამარჯვებით თავისი გუნდი მერვედფინალში გაიყვანა. „სტემფორდ ბრიჯზე” შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება. ამრიგად, თუკი „მანჩესტერ სიტი” „მიდლსბროსა” და „ნიუპორტს” შორის გამარჯვებულს მოუგებს, შეჯიბრებაში პრემიერშიფის ზედა ექვსეულიდან მხოლოდ ორი გუნდი დარჩება. კიდევ, ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ [...]

ჩანაწერი

ნეიმარის სეზონი დასრულდა?

პსჟ-ს ბრაზილიელი ნეიმარი რამდენიმე დღის წინ კი დაშავდა, მაგრამ ახლაღა გადაწყდა , რომ ის პარიზულ კლუბს მარტის ბოლომდე ვერ დაეხმარება. არადა, 12 თებერვალს და 6 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარიზელებს „მანჩესტერთან“ უწევთ დაპირისპირება. ამას გარდა, ნეიმარი გუნდს ვერც 17 მარტს „მარსელთან“ პრინციპული მატჩისას  დაეხმარება. ახლა საკითხავი ისღაა, გაუკეთებენ თუ არა 26 წლის ბრაზილიელს ოპერაციას. ამის [...]

ჩანაწერი

სამი საუკეთესო გუნდი გვარდიოლას აზრით

„ბიჭებო, ვიცი რომ ძალიან გულუხვი ხალხი ხართ, „მანჩესტერ სიტისთვის” არაფერი გენანებათ, მაგრამ ყოველთვის, როდესაც თქვენ ასეთ რამეს წერთ, ჩვენ თამაშს ვაგებთ ან ვბრკოლდებით”, — უთხრა ჟურნალისტებს პეპ გვარდიოლამ, როდესაც მისმა გუნდმა „ბარნლისთან” 5:0 მოგების შემდეგ ფეხბურთის ასოციაციის თასზე კიდევ ერთი ეტაპით წაიწია წინ. „ასეთი რამ” კი გახლდათ კითხვა, შეძლებს თუ არა „სიტი” მიმდინარე სეზონში ოთხივე [...]

ჩანაწერი

სად მიჰყავს მატა-რებლის ლიანგადს?

„მანჩესტერ იუნაიტედმა” ხუან მატას კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელება შესთავაზა. ამით კლუბი ცდილობს ესპანელი თავისუფალი აგენტი არ გახდეს და სხვა კლუბში ისე ვერ გადავიდეს, რომ მას პენიც არ მოუტანოს. ცნობისათვის: ამბობდნენ, რომ მისი შეძენით „არსენალი” და „ბარსელონა” არიან დაინტერესებული. მატა 30 წლის არის. ის „მანჩესტერ იუნაიტედში” „ჩელსიდან” 2014 წლის იანვარში 37 მილიონ გირვანქად გადავიდა და ამ [...]