NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. საქმეში ორივე ქართველის გუნდი ვნახეთ, ორივემ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან და ორივე ფლეი ოფის ზონაშია. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 122:96 გაიმარჯვა. ჩვენიანი სათადარიგოთა შორის იყო და სათამაშოდ 17.32 წუთი მიეცა. სანდრო გუნდს 13 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და თითო ჩაჭრა-დაფარებით შეეწია. მან სამივე ორქულიანი ჩააგდო, ექვსი ორქულიანიდან [...]

ერაყი თამაშის გადადებას ითხოვს
ერაყის ნაკრებს მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. ერაყელები, რომლებიც მუნდიალზე თამაშს ორმოცი წელიწადი ელოდნენ, ახლა საერთაშორისო ფლეი-ოფში არიან გასულები. ისინი 31 მარტს ბოლივიასა და სურინამს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდნენ. მოგების შემთხვევაში ერაყის ნაკრები I ჯგუფში მოხვდება საფრანგეთთან, სენეგალთან და ნორვეგიასთან ერთად. ფლეი-ოფის შეხვედრა გვადალახარაშია დანიშნული, მაგრამ შეხვედრამდე სამი კვირით ადრე ერაყელი ფეხბურთელები შეშფოთებულები ადევნებენ თვალს რეგიონში მიმდინარე საომარ [...]

პრობლემა ყველა რგოლში
ჟოაო ნევეში 25 თებერვლის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მან ბოლოს მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე’’ „მონაკოს’’ წინააღმდეგ (2:2). მას მერე ორი კვირა სრულდება, პსჟ კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში უკვე „ჩელსის’’ ხვდება. „პარიზიენი’’ წერს, რომ ორკვირიანმა უმოქმედობამ პორტუგალიელ ნახევარმცველს პრაქტიკა მოაკლო, განსაკუთრებით ფიზიკურ ორთაბრძოლებში, რითაც ინგლისური პრემიერლიგის გუნდები არიან ცნობილები. 25 თებერვლის შემდეგ ფეხბურთელი ნატკენ კოჭს მკურნალობდა. [...]

ჩავი: მესის ბარსაში დაბრუნება ლაპირტამ ჩაშალა
ახლოვდება „ბარსელონას’’ პრეზიდენტის არჩევნები (15 მარტი) და პრესაში სულ უფრო მეტი იწერება კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. კენჭს კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც იყრის, ლეგენდარული ჩავი კი მისი მოწინააღმდეგის ვიქტორ ფონტის ბანაკშია. ჩავიმ La Vanguardia-სთან ინტერვიუში ისეთი ამბები გაიხსენა, რომლებმაც ამომრჩეველი ლაპორტას წინააღმდეგ უნდა განაწყოს. ჩავი 2021-24 წლებში „ბარსას’’ წვრთნიდა. ის იგონებს, რომ 2023-ში ლეო მესის „კამპ ნოუზე’’ დასაბრუნებლად ყველაფერი მზად [...]

ჟორჟის საოცარი ეპიზოდი
AS: „ის პირველ ტაიმში გოლს იმსახურებდა. აქტიური იყო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდა’’. ასე შეაფასა „ელჩეს’’ წინააღმდეგ „ვილიარეალის’’ ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის თამაში გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ. ყვითელმა წყალქვეშა ნავმა 2:1 მოიგო. ანგარიში 31-ე წუთზე ტეჯონ ბუქანანმა გახსნა, ათ წუთში კი სანტიაგო მოურინიომ მეორე შეაგდო. 83-ე წუთზე სტუმრებმა, კერძოდ ანდრე სილვამ „ვილიარელის’’ ორ გოლს ერთით უპასუხა. უნდა აღინიშნოს, რომ ბუქანანის გოლს [...]

წინ მადრიდი და ფინალია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალაზე“ რუმინეთი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა (53:30), ანთიმოზ ივერიელის საზიარო თასი 20-გზის მფლობელი გახდა და მადრიდის საგზურიც მოიპოვა. მოგეხსენებათ, 15 მარტს ესპანეთის დედაქალაქში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, რომლის მეორე მონაწილეც მოგვიანებით, პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩში გამოვლინდება. მარკო ბორტოლამის მიერ მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა 3-ის წილ 8 ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთი საჯარიმო გახლდათ. რუმინელებმა დებიუტში შეუტიეს და [...]

კლოპის აგენტმა ასე თქვა…
იურგენ კლოპის აგენტმა თქვა, რომ მისი კლიენტი „რედ ბულში’’ მუშაობით ძალიან კმაყოფილია და ხმები ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტის „რეალის’’ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ ტყუილია. მოგეხსენებათ, კლოპი „რედ ბულში’’ მსოფლიო ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობს და 2024 წლის ანუ მას მერე, რაც „ლივერპულიდან’’ წავიდა „ცხელ სამსახურებზე’’ უარს ამბობს. იანვარში, როდესაც „რეალის’’ მწვრთნელის თანამდებობიდან ჩაბი ალონსო გაუშვეს, გავარდა ხმა რომ მის ადგილს კლოპი დაიკავებდა, [...]

პსჟ-ს დასაწყნარებლად ჩელსიმაც ცუდად ითამაშა
ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრა „ვრექსჰემსა’’ და „ჩელსის’’ შორის ორი მიზეზის გამო იყო საინტერესო. ჯერ ერთი, ეს იყო „ჩელსის’’ ბოლო თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’ დაპირისპირების წინ და მეორეც, ეს გახლდათ „ვრექსჰემის’’ პირველი მატჩი ძლიერ გუნდთან მას მერე, რაც ეს ინგლისური კლუბი ჰოლივუდის ვარსკვლავმა რაიან რეინოლდსმა იყიდა. თუკი პარიზელებს პარასკევს „მონაკოსთან’’ ცუდად თამაშის (1:3) შემდეგ შეუძლიათ რამით თავი დაიმშვიდონ [...]

ლუის ენრიკემ მეტწილად მენტალიტეტზე ილაპარაკა
„მონაკოსთან’’ შინ 1:3 დამარცხების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: – რით ახსნით ამ მძიმე მარცხს? – შეხვედრის ცალკეულ ეპიზოდებში ჩვენ ძალიან დაგვაკლდა სიზუსტე. დავუშვით რამდენიმე ატიპიური შეცდომა. ასეთ რაღაც არ უნდა გააკეთო ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კარგ ფორმაშია, თორემ აუცილებლად დაისჯები. ჩვენ მათ თავიდანვე მივართვით საჩუქარი. – გასულ კვირაში ვარჯიშებზე რაიმე ისეთი ხომ არ [...]

პსჟ არ ვარგოდა
ბოლო ტურებში „მონაკომ’’ საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილზე სერიოზული გავლენა იქონია. გუნდმა, რომელიც ევროთასებზე გასვლისთვის იბრძვის ჯერ ჩემპიონობის პრეტენდენტ „ლანსს’’ მოუგო სტუმრად 3:2, შემდეგ კი ზედ, ასევე მის მოედანზე, „პარი სენ ჟერმენი’’ დააყოლა – 3:1. მართალია, ამ წუთის სატურნირო მდგომარეობით პსჟ 25-ე ტურის შემდეგ მაინც ცხრილის სათავეში რჩება, მაგრამ „მეცის’’ დამარცხების შემთხვევაში (რაც მაინცდამაინც ძნელი არ უნდა იყოს) ჩრდილოელები მასთან ჩამორჩენას [...]
