ერაყის ნაკრებს მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. ერაყელები, რომლებიც მუნდიალზე თამაშს ორმოცი წელიწადი ელოდნენ, ახლა საერთაშორისო ფლეი-ოფში არიან გასულები. ისინი 31 მარტს ბოლივიასა და სურინამს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდნენ. მოგების შემთხვევაში ერაყის ნაკრები I ჯგუფში მოხვდება საფრანგეთთან, სენეგალთან და ნორვეგიასთან ერთად.
ფლეი-ოფის შეხვედრა გვადალახარაშია დანიშნული, მაგრამ შეხვედრამდე სამი კვირით ადრე ერაყელი ფეხბურთელები შეშფოთებულები ადევნებენ თვალს რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და არ არიან დარწმუნებული, რომ სამ კვირაში მექსიკაში ჩააღწევენ. მწვრთნელი, ავსტრალიელი გრემ არნოლდი კი დუბაიში ჩარჩა და იქიდან ვერ გადის.
სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში არნოლდმა ავსტრალიის საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით ფიფას ფლეი-ოფის ივნისში გადატანისკენ მოუწოდა.
„შეხვედრის ივნისში გადატანა სწორად მომზადების შესაძლებლობას მოგვცემს. დაე ბოლივიამ და სურინამმა მარტში ითამაშონ, ჩვენ კი მათ შორის გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შეგვხვდეს’’.
არნოლდი ამბობს, რომ ამასობაში შეიძლება ირანის ნაკრების ბედიც გაირკვეს.
არნოლდი: „თუ ირანი ომის გამო მსოფლიოს ჩემპიონატს გამოაკლდება, მაშინ ჩვენ ავტომატურად გავალთ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო ბოლივიასა და სურინამს შორის გამარჯვებულს ეთამაშება არაბთა გაერთიანებული საემიროები, რომელსაც ჩვენ შესარჩევ შეჯიბრებაში მოვუგეთ.’’
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
