ერაყის ნაკრებს მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. ერაყელები, რომლებიც მუნდიალზე თამაშს ორმოცი წელიწადი ელოდნენ, ახლა საერთაშორისო ფლეი-ოფში არიან გასულები. ისინი 31 მარტს ბოლივიასა და სურინამს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდნენ. მოგების შემთხვევაში ერაყის ნაკრები I ჯგუფში მოხვდება საფრანგეთთან, სენეგალთან და ნორვეგიასთან ერთად. ფლეი-ოფის შეხვედრა გვადალახარაშია დანიშნული, მაგრამ შეხვედრამდე სამი კვირით ადრე ერაყელი ფეხბურთელები შეშფოთებულები [...]
