25 წელი გავიდა ამ ამბიდან, მეოთხედი საუკუნე…მაშინ,ჩვენთან,ლიხს აქეთ, თავზე ლენტებწაკრული, “რეიბანიანი” ავტომატიანები დარბოდნენ, ლიხს იქით აფხაზეთი იკარგებოდა, შვედეთში კი საფეხბურთო კონკიას პატარა, ლამაზი ზღაპარი იწერებოდა… რიქარდ მიოლერ-ნილსენი,კაცი რომელიც ამ სამიოდე წლის წინ გარდაიცვალა, 1992 წელს დანიის საფეხბურთო ნაკრებს ედგა სათავეში. მანამდე ბევრი არაფრით გამორჩეული მწვრთნელი, ოთხმოცდაათიანების გარიჟრაჟზე, ფუტსალიდან მიიწვიეს ეროვნულ გუნდში და მიზნად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დაუსახეს. მაშინდელი ფორმატის გამო,ეს...

ზემეტრანსფერე
წლევანდელი ზაფხულის ცხელი ტრანსფერების მთავარი „გმირი“ ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ყატარელი მფლობელი, ნასერ ალ ხელაიფი გახდა. უმდიდრესი და ხალისიანი 43 წლის კაცი, რომელმაც ყველას კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ თუ ძალიან ბევრი ფული გაქვს, არანაირი წესი და შეზღუდვა შენთვის აღარ არსებობს. გააკეთებ რასაც გინდა. იყიდი ვინც (და რაც) მოგესურვება. მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერს აღმოსავლური ეშმაკობის ელფერი დაჰკრავს. სანამ არაბ საქმოსანსა...

მორცხვობამდე თავმდაბალი
მორცხვობა ამშვენებსო ადამიანს – ცნობილი გამონათქვამია. ვინ იცის, რამდენი შეგვხვედრია ცხოვრებაში ისეთი კაცი, საკეთებელს სხვაზე მეტს რომ აკეთებს, ბევრზე უკეთ, თავის გამოჩენას და საკუთარ საქმეზე ლაპარაკს კი ჩრდილში ყოფნა უჯობს. ნოდარ ხიზანიშვილიც ასეთი კაცია – მორცხვობამდე თავმდაბალი. აბა, მე რა სანაკრებო კაცი ვარო, გვითხრა, ერთადერთი მატჩი ვითამაშე სსრკ ნაკრებში და ეგ რა გასახსენებელი იყოო. არადა, იტო, როგორ არ იყო. მოდი...

კაცი 1950 წლიდან
ხუან ალბერტო სკიაფინო ურუგვაიში გადახვეწილი იტალიელების შვილი გახლდათ. „პენიაროლში“, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაიწყო მას „პატარა მაესტროს“ ეძახდნენ, რითაც სამ მომენტს უსვამდნენ ხაზს: მის გაბარიტებს, ოსტატობას და… ასე ასხვავებდნენ მოთამაშისგან, რომელსაც „დიდი მაესტრო“ ერქვა. „დიდი მაესტროს“ ნამდვილი სახელი და გვარი ხოსე პენდიბენე გახლდათ, თუმცა ამას ჩვენი თხრობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეგვიძლია აქვე ვთქვათ, რომ გარკვეული ხნის შემდეგ „პატარა მაესტრო“...

ვიცოდი, რომ გაიტანდა
კაცმა ყველაფერი უნდა ჩაიწეროს. ყოველი დღე ერთი სიტყვით მაინც უნდა შევიდეს ბლოკნოტში, რადგან მერე გავა წლები, დაგჭირდება ოდესღაც ნანახის, გაგონილის თუ თავს გადახდენილის ზუსტად გახსენება. დაგჭირდება, მაგრამ… ვერაფრით ვიგონებ რომელი წელი იყო, ან ვის ხვდებოდა იმ დღეს „დინამო“. იქნებოდა ასე 1979, 1980 ან 1981. მეტოქეც რაღაც ისეთი იყო, არც ძალიან ძლიერი და არც ძალიან სუსტი, მოკლედ, არც „სპარტაკი“ და არც...
სველი მიმოხილვა
იტალიური სააგენტოებისა და გაზეთების ცნობით, „რომამ“, „მილანმა“, „ლაციომ“, „იუვენტუსმა“, „ინტერმა“, „პარმამ“ და „ფიორენტინამ“ ბრაზილიელი თავდამსხმელის სველიო ზარბაზინიო დე სოუზას ყიდვა მოინდომეს. სერია A-ს გუნდები ფეხბურთელში თავიანთ და იტალიის ბიუჯეტს იხდიან, მაგრამ მოლაპარაკება ჯერჯერობით ჩიხშია შესული, რადგან სველიო ზარბაზინიოს გუნდი „ვასკუ, გამა და დუ ბრაზილ“ ადრე ნათქვამ თანხას ცენტსაც არ აკლებს. რა თქვა ადრე ბრაზილიურმა კლუბმა, უცნობია. ცნობამ შესაძლო ტრანსფერის თაობაზე...

ვინ არის ცოცხალი კედელი?
ცოტა ხნის წინ დამთავრებულმა ევროპის ჩემპიონატმა საქართველოში ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ ყველამ ტელევიზორი ააციმციმა და ათასნაირი ახალი სახელი და გვარი დაიმახსოვრა. შავიერიო, მპენზაო, დელვეკიოო… ამ ადამიანებს შორის ბევრს ფეხბურთთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია, ბევრი მივიწყებულს იხსენებდა და ბევრმაც კოლუმბივით ახალი კონტინენტი აღმოაჩინა. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მივიჩნევთ განვმარტოთ რამდენიმე ტერმინი, რომელიც ზოგმა შეიძლება ვერ გაიხსენა და ზოგსაც მისი მნიშვნელობა აინტერესებს. ოქროს გოლი...

ოფიცერი
…ჩემი მეზობლის დიდი ბებია, ანუ ბებიის დედა ოდესღაც სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში სწავლობდა. ეს ქალბატონი, ძველ მიქელაძეთა შთამომავალი, მგონი ოთხმოცი წლისა იყო, ან სულაც ასისა. ჩემს მახსოვრობაში სახლიდან არ გამოდიოდა, დიდ ლოჯიაში იჯდა სავარძელში, ხუთი-ექვსი სათვალე ელაგა მუხლებზე და ქსოვდა. ამ ქალბატონს მრავალი რამ გადაეტანა, კომუნიზმის შენების მიზეზით დაეკარგა მამა, ძმები, ქმარი… თავად ყაზახეთში ეცხოვრა და რასაკვირველია, რუსულად ლაპარაკობდა. რაოდენ...

დინამო პათეტიკის გარეშე. Vol.1: პლეხანოველი პროლეტარები
დროში მოგზაურობა ალბათ ყველა ბავშვის ოცნებაა, ფეხბურთი კი ისე ითვისებს სივრცეებს, ეს ოცნება კიდევ უფრო მძაფრდება. ბავშვობაც ისეთია, ზოგჯერ ძალიან დიდ ხანს გრძელდება, ღრმა მოხუცებულობამდეც კი და ის წარმოსახვა, რასაც დროში მოგზაურობის სურვილი იწვევს, არასდროს არ ნელდება. რადგან დინამო 20-იან წლებში შეიქმნა, მეც ძალიან მომინდა იმ დროში მოგზაურობა. არსებობს ძველი წიგნები, ცნობარები, რომლებიც წარმოსახვის გასამდიდრებლად ერთობ სასარგებლოა, მაგრამ დროში სამოგზაუროდ...
