პროფესორი
ჩანაწერი

პროფესორი

მაღალი, თხელი, ულვააშა – რაღაცით ქართველ თავად მოგაგონებს კაცს. აი, შეხედვისთანავე რომ იგრძნობ, მიხვდები. იცნობ: ქართველია და რა ქართველი – გენით, ჟესტით, მანერით… მინდორზეც ასევე – სამხრეთული, ტემპერამენტიანი, აზარტული, რაინდი და ქართველი, ქართველი, ქართველი. ალექსანდრე ჩივაძე ქართული ფეხბურთის ისტორიას ერთ-ერთ უდიდეს და კაშკაშა ვარსკვლავად შემორჩა, ერთგვარ სიმბოლოდაც კი. არამარტო თავისი თაობის სიმბოლოდ, საერთოდ, ელეგანტური, დარბაისელი...

სიომა
ჩანაწერი

სიომა

ეს წერილი გაზეთ „სარბიელში“ 1998 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა რუბრიკით „ქართველები საბჭოთა ნაკრებში“… დღეს კი სამწუხარო ამბავი გავრცელდა  – 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ამ პუბლიკაციის მთავარი გმირი სიომა ბარქაია…  წამით გაირინდება სტადიონი… გულშემატკივარი განაბული ელოდება რაღაც გამოუცნობს, ორიგინალურს, თანაგუნდელებიც მაშინალურად მეტოქის კარისკენ გარბიან, ვერ კი ხვდებიან რას მოიმოქმედებს მათი მეგობარი და მკვდარ სიჩუმეს მხოლოდ მოწინააღმდეგის...

უბრალოდ კახა
ჩანაწერი

უბრალოდ კახა

ნორვეგია. 29 მაისი. „უელვაალი“. საღამოს 7 საათი. „ულევაალის“მინდორზე ქართველი ფეხბურთელები და მათი ჰოლანდიელი თავკაცი იოჰან ბოსკამპი ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩისთვის ემზადებიან. სკანდინავიელები თავს მაინცდამაინც არ იკლავენ ჩვენებურთა ვარჯიშის ხილვით. სტადიონზე მომსახურე პერსონალი და ორიოდ ცნობისმოყვარეა. დანარჩენები სულ ქართველები ვართ – ჟურნალისტები, ფედერაციის მოხელეები და დავით ყიფიანი. ყიფიანი მწვრთნელთა სკამზე ზის და ფიქრიანად მისჩერებია ბოსკამპისეულ ვარჯიშებს....

ჩანაწერი

მარჯვნივ და მარჯვნივ

ქართული ფეხბურთის ისტორიამ ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი შემოინახა. ბევრი დიდი ფეხბურთელის, რამდენიმე დიდი გუნდის სახელი, მაგრამ თუკი ფეხბურთში ყველაზე მაღლა მისი უდიდებულესობა შედეგი დგას, ყველაზე დიდი „დინამო“ 1975-81 წლების „დინამოა“. და როცა ამ „დინამოზე“ ვლაპარაკობთ გვერდს ვერაფრით ავუვლით თამაზ კოსტავას — ფეხბურთელს, რომელმაც თავის თანაგუნდელებთან ერთად ზიდა უმძიმესი, ზოგჯერ გაუსაძლისი ტვირთიც კი და ამ ტვირთის ტარება,...

მთავარი თემა
ჩანაწერი

მთავარი თემა

ეს ამბავი კარგა თხუთმეტი წლის წინ მოხდა გაგრაში. შავიზღვისპირეთში წინასასეზონო სამზადისისთვის ჩასული მოსკოვის „დინამო” გაგრის ნაკრებთან ამხანაგურს მართავდა. ადგილობრივ გუნდში ახალგაზრდებთან ერთად სამი თმაშეთხელებული, ჭარმაგი კაცი თამაშობდა და არცთუ ურიგოდ. ტრიბუნები განსაკუთრებით ერთ-ერთ ძიაკაცს ქომაგობდნენ. მერე სწორედ ეს ძიაკაცი მოსკოველ მცველთან ორთაბრძოლაში ჩაება. საკმარისი იყო მოეტყუებინა მცველი და მეკარე პილგუისთან ერთი ერთზე დარჩებოდა. ამაოდ იბრძოლა...

მან იცოდა ფეხბურთი
ჩანაწერი

მან იცოდა ფეხბურთი

1999 წელი. თებერვალი. სპორტის სასახლე და მიხეილ მესხის ხსოვნის ტურნირი მინიფეხბურთში. ჟურნალისტები უფრო მეტი, ვიდრე მაყურებელი. ტაშიც და ფეხბურთიც ერთნაირი — აქა-იქ და კანტიკუნტი. ჟურნალისტებს შორის ჯერაც ახალგაზრდა, შავგვრემანი, უკვე სრული კაცი. მშვიდი, მაგრამ ფიქრიანი სახე. მშვიდადვე უცქერს დარბაზის ფეხბურთს და ამ დროს შეკითხვა: — ვოვა, თქვენ თუ თამაშობდით მინის? პასუხი: — კი, როგორ არა....

დიდი კაცი
ჩანაწერი

დიდი კაცი

მე არ მახსოვს მურთაზ ხურცილავას ფეხბურთი. მიყურებია კი, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორში და ტელევიზორში ნანახით ფეხბურთელზე წარმოდგენას ვერ შეიქმნი. ჩემს მეხსიერებას მურთაზ ხურცილავას ფეხბურთიდან საზეიმო გაცილება შემორჩა ბუნდოვნად — ითამაშეს „დინამომ“ და სსრკ ნაკრებმა, მერე სხვა ფეხბურთელებმა ხურცილავა მხრებზე შეისვეს და ტრადიციულად გაიყვანეს მოედნიდან. ეს არის და ეს, მინდორზე სხვაგვარი მურთაზ ხურცილავა მე არ...

სამი თაობის გამძღოლი
ჩანაწერი

სამი თაობის გამძღოლი

გამოჩენილ პიროვნებებზე ხშირად იქმნება ლეგენდები. ამ ლეგენდებს ხალხი ასაზრდოებს, მაგრამ არა როგორც ზღაპარში. ეს, თუ გნებავთ, თავისებური ფოლკლორული შემოქმედებაა, რომელიც ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა. რამდენი ლეგენდაა შექმნილი ქართველ სპორტსმენებზე… სხვადასხვა დროს მათი გმირები იყვნენ კანდელაკი, პაიჭაძე, ქორქია, მშვენიერაძე და სხვანი. ამ „ხალხურ შემოქმედებაში“ თავისი ადგილი და გამორჩეულიც, უკავია ქართული ფეხბურთის მშვენებას — ავთანდილ ღოღობერიძეს. ავთანდილ...

სიომა
ჩანაწერი

სიომა

წამით გაირინდება სტადიონი… გულშემატკივარი განაბული ელოდება რაღაც გამოუცნობს, ორიგინალურს, თანაგუნდელებიც მაშინალურად მეტოქის კარისკენ გარბიან, ვერ კი ხვდებიან რას მოიმოქმედებს მათი მეგობარი და მკვდარ სიჩუმეს მხოლოდ მოწინააღმდეგის მეკარის არაადამიანური შეძახილი კვეთს — დერჟიტე სიომუ… სიომა, ვლადიმერ ბარქაია… კაცი, რომლის გახსენებაზეც ფიქრიანი ღიმილი ეფინება სახეზე ნებისმიერ გულშემატკივარს — ოო, სიომა? ეშმაკი იყო, საოცრად ეშმაკი. ფეხბურთი მშვენიერი თამაშია....

მორცხვობამდე თავმდაბალი
ჩანაწერი

მორცხვობამდე თავმდაბალი

მორცხვობა ამშვენებსო ადამიანს –  ცნობილი გამონათქვამია. ვინ იცის, რამდენი შეგვხვედრია ცხოვრებაში ისეთი კაცი, საკეთებელს სხვაზე მეტს რომ აკეთებს, ბევრზე უკეთ, თავის გამოჩენას და საკუთარ საქმეზე ლაპარაკს კი ჩრდილში ყოფნა უჯობს. ნოდარ ხიზანიშვილიც ასეთი კაცია – მორცხვობამდე თავმდაბალი. აბა, მე რა სანაკრებო კაცი ვარო, გვითხრა, ერთადერთი მატჩი ვითამაშე სსრკ ნაკრებში და ეგ რა გასახსენებელი იყოო. არადა,...