ძლივს არ დავისვენეთ ამ ფეხბურთისგან? აი, ბითური. რა დროს დასვენებაა? აბა? რაღა ძაბა”, “აბა” არა, “ბონიემი”. დღეს საფრანგეთის პირველობა ხურდება. ვა? “ვა” კი არა, იმ კვირაში პრემიერლიგა ხურდება და ასე შემდეგ. რაღა დავმალო და ჯორჯიან ჩემფიონშიფიც კი გაიხსნა. ეგ რა არის? აი, თამაშია, ფეხბურთივით. არ გამიგია. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ქვეყანაში თამაშობენ, მაგარმ გავრცელებაც უნდათო. რასა...
Author: გიო ახვლედიანი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
დედა, რა მაგარია ეს რონალდო, ნეტავ როგორი იქნება თუნდაც ხუთი წლის შემდეგ? ხუთი წლის შემდეგ სულ არ იქნება. რატომ? არ, რატომ: „ინტერი“ წელს ვერაფერს მოიგებს. რონალდოს მილიონით მეტს შესთავაზებს „რეალი“ და ესაც იქ გადავა. გაისად პირველი წრის შემდეგ „რეალი“ ვერაფერს მოიგებს და ამ დროს „ფიორენტინა“ შესთავაზებს მილიონით მეტს. რონალდოც იქ გადავა. „ფიორე“ რაღა ხვითოა? იქაც...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ადგილი სულისთვის
ამ ორიოდ კვირის წინ ლონდონში, ერთ პატარა სტადიონზე თამაში იყო. შაბათ-კვირა თამაშების დღეებია ინგლისში და, ერთი რომ, უქმეებს დანატრული ხალხი დილიდანვე უბერავს საუბნო მინდვრებზე და მეორეც, მთელი ინგლისის ოთხივე პროფესიული ლიგა და უთვალავი სამოყვარულოც სწორედ უქმეებზე თამაშობენ – შაბათ დილიდან რომ გახურდება, კვირა საღამოს გათავდება. თუ გინდა, რომ ფეხბურთით იცოცხლო, სწორედაც რომ გამოწერილი დრო და...
ქება სარბიელისა
რაც რომ გაზეთები გადამიფურცლავს და ასეთები ბევრი შემხვედრია, თვით ოსმალურიც და პაპუასეთისაც, უნდა ვაღიარო, ბოლო დროა, რაც სიამოვნებით ოდენ სარბიელი წამიკითხავს. ამით იმას კი არ ვამბობ, მთელს ნახევარსფეროში რაც გაზეთები გამოუშვიათ, იმას ყველას ხსენებული სჯობს-მეთქი, არამედ იმას, რომ ეს სარბიელი საუკეთესო რამაა. გაზეთის გამოშვება ადვილია, საქმე ისაა, ვინ უშვებს და რატომ, თორემ ისე აგერ ვიღაცეებიც...
ოფიცერი
…ჩემი მეზობლის დიდი ბებია, ანუ ბებიის დედა ოდესღაც სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში სწავლობდა. ეს ქალბატონი, ძველ მიქელაძეთა შთამომავალი, მგონი ოთხმოცი წლისა იყო, ან სულაც ასისა. ჩემს მახსოვრობაში სახლიდან არ გამოდიოდა, დიდ ლოჯიაში იჯდა სავარძელში, ხუთი-ექვსი სათვალე ელაგა მუხლებზე და ქსოვდა. ამ ქალბატონს მრავალი რამ გადაეტანა, კომუნიზმის შენების მიზეზით დაეკარგა მამა, ძმები, ქმარი… თავად ყაზახეთში ეცხოვრა...


