დღეს ზუსტად ცხრა წელი შესრულდა ნოდარ ახალკაცის გარდაცვალებიდან. ამ პიროვნებამ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელობით ქართველი ერის ისტორიაში ეპოქა შექმნა – მისი ხელმძღვანელობით „დინამომ“ ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის თასი, ერთხელ – ჩემპიონატი, ხოლო 1981 წელს – ევროპის თასების მფლობელთა თასი… რამდენიმე წლის წინ მეგობრის არქივში 1979 წლის ფუტბოლ-ჰოკეი აღმოვაჩინე, მაინც და მაინც ის ნომერი, რომელშიც ნოდარ ახალკაცის...
Author: დავით თავართქილაძე (დავით თავართქილაძე)
მანფრედ კალცი – ჰამბურგული გლუკონატი
1979 წელი ქართული ფეხბურთისთვის საკმაოდ ტევადი გამოდგა – თბილისის „დინამომ“ პირველად ითამაშა ჩემპიონთა თასზე – მეთექვსმეტედფინალში ინგლისის ჩემპიონ „ლივერპულს“ მოუთავა საქმე და მომდევნო ეტაპზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონ „ჰამბურგერ შპორტფერაინს“ დაეტაკა. მაშინ დასავლეთ გერმანიაში ორი გუნდი ბობოქრობდა – მიუნხენის „ბაიერნი“ და „ჰამბურგი“. ეს გუნდები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესონი იყვნენ. „ჰამბურგს“ ჰყავდა ევროპის 1978-1979 წლების საუკეთესო ფეხბურთელი...
რა ღირს ფეხბურთი ხალხისთვის?
სტივ ჯობსმა დაიქადნა, კომპიუტერს ყველას ჯიბეში ჩაგიდებთო და სიტყვაც შეასრულა – სმარტფონის შესაძლებლობები უსაზღვროა და თანამდეროვე ტელეფონით საფეხბურთო მატჩების პირდაპირი ტრანსლიაციების ნახვაც შეგვიძლია. სხვა საქმეა, რამდენად კომფორტულია სმარტფონით ფეხბურთის ყურება და საყვარელი გუნდის ქომაგობა. ისიცა, რომ შუახნის და ჭარმაგი ხალხისთვის, ალბათ, ტელევიზორი უფრო შინაური და საყვარელი ნივთია. ესეც რომ არა, დიდ ეკრანზე ფეხბურთს სულ სხვა...
კომბინატორები
ანატოლი მილჩენკოს უყვარდა ვასილი შუკშინის სიტყვები: ვიმეგობროთ, ასე უფრო ადვილია სიკვდილი! როცა მილჩენკოს დავუმეგობრდი ძველ, საინტერესო ამბებს მიყვებოდა. ის მაშინ უკვე აღარ იყო ქართველი მსაჯების ხელმძღვანელი, შუკშინიც აღარ უხსენებია, ქართულ საფეხბურთო სამყაროსთან მეგობრობაც ვეღარ იყო მისთვის ძველებურად მნიშვნელოვანი. მილჩენკო მეგობრობის, მოქმედების და ურთიერთობის კაცი გახლდათ. სახელოვანი, გადამდგარი მსაჯისთვის დედამიწა კეთილ და ბოროტ ადამიანებად იყო დაყოფილი....
რევაზ არველაძე: სასაცილო იქნება, თუ ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე ვერ გავალთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ამ დროისთვისაც აქტიურად არის ჩართული ფეხბურთში – არის „ფონდი არველაძის“ დამფუძნებელი და ხშირად უცხოეთშიც უწევს წასვლა. ესწრება ჩემპიონთა ლიგის გამოირჩეულ მატჩებს და აქვს შეხვედრები ფიფა-უეფას წარმომადგენლებთან. რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გახლდათ წინა არჩევნებში და არ არის გამორიცხული, რომ გაისად ისევ იბრძოლოს ამ თანამდებობისთვის. ძმათაგან უფროს...
ნოდარ ახალკაცი: ძალიან გულნატკენი ვიყავი, იმდენად, რომ 2009 წლის შემდეგ ახლა პირველად დავთანხმდი ინტერვიუზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, უმცროსი ნოდარ ახალკაცი ცხრა წელიწადი არ გამოჩენილა ქართულ მედიასივრცეში. „სარბიელთან“ უმცროსი ახალკაცი აქტუალურ თემებზე საუბრობს და ვფიქრობ, ყოველივე ეს საინტერესო იქნება ჩვენი გულშემატკივრისთვის, ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის. ჩვენს რესპონდენტს უცხოეთში ტელეფონით დავუკავშირდით და აქეთურ-იქეთურზე ვესაუბრეთ. – შარშან აპრილიდან შვეიცარიაში, ციურიხში ვცხოვრობ, გერმანიიდან აქ გადმოსვლის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ფიფაში ვმუშაობ,...
ტესტები და მოკლე სკამი
ეროვნული ჩემპიონატის წლევანდელი უმაღლესი ლიგა დასრულდა და თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა – გუნდი გიორგი დევდარიანმა დატოვა. 44 წლის დევდარიანი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია, „ლოკომოტივამდე“ სხვა ქართული გუნდებიც გაუწვრთნია – „თბილისი“, თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“, დევდარიანი თავკაცობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებსაც. დევდარიანის ხელმძღვანელობით „ლოკომოტივმა“ ათგუნდა ეროვნულ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა, ჩემპიონატის ბოლოს ევროსაგზურისთვისაც გაიბრძოლა. რა...
ქუთაისური ამბავი დინამოზე
ძველი ამბავი კი არის, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს. იურგენ კლინსმანს რომელიღაც გერმანულმა გამოცემამ ჩამოართვა ინტერვიუ და ასეთი კითხვაც კი დაუსვა: თბილისის „დინამოში“ გადასვლას ხომ არ აპირებთო. ეს მაშინ იყო, კლინსმანმა „შტუტგარტის“ შემდეგ მილანის „ინტერში“, „მონაკოში“ და „ტოტენჰემში“ რომ ითამაშა, ქვეყნის ჩემპიონი ვერც გერმანიაში გახდა და ვერც იტალია-საფრანგეთ-ინგლისში, „დინამო“ კი იმ დროისთვის საქართველოს უცვლელი ჩემპიონი გახლდათ....
შოთა ლიგისთვის ემზადება
შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატის წინა ტურში სტუმრად „სოგდიანა“ 1:0 დაამარცხა და ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა მესამე ადგილი. „ფახთაქორის“ მესამე ადგილი იმას ნიშნავს, რომ ტაშკენტელებს გაისად აზიის ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შანსი გაუჩნდათ. უზბეკეთიდან ამ ტურნირში სამი გუნდი მონაწილეობს: ჩემპიონი, მეორეადგილოსანი და თასის მფლობელი. უზბეკეთის ჩემპიონატს ტაშკენტის „ლოკომოტივი“ ლიდერობს და დიდი ალბათობით ჩემპიონიც...
ხუმრობით და სერიოზულად: დინამო კაპუტ! 🎥
1987 წელი იმითაა ქართული ფეხბურთისთვის ღირსსახსოვარი, რომ თბილისის „დინამომ“ საბჭოთა ერაში უკანასკნელად ითამაშა ევროტურნირებზე. 1986 წელს ნოდარ ახალკაცი დაბრუნდა „დინამოში“, გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა და მისი თავკაცობით „დინამო“ მე-5 ადგილზე გავიდა, რითაც უეფას თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. თუმც მაშინდელი „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ახალკაცს ჯანყი მოუწყვეს. შედეგად, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდიდან გაუშვეს და...








