ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ინტერვიუ დისკუსიას ემსგავსება, დაახლოებით ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ვესტუმრე… ინტერვიუს სტრუქტურა ზოგჯერ არ არის სტანდარტული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებს გავცდით, უბრალოდ, ქართულ ფეხბურთში ბევრი ისეთი საკითხი და ნიუანსია, გულშემატკივარი კარგად რომ არ იცნობს. ვფიქრობ, ამ ინტერვიუში ბევრი რამ საყურადღებოა და...
Author: დავით თავართქილაძე (დავით თავართქილაძე)
შოთა არველაძე: ფეხბურთელები არ გვყავს – ყველაზე ნაკლებად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ!
საქართველოს ნაკრებში ჯერაც ყველაზე მეტი, 26 გოლის გამტანი შოთა არველაძე ახლა ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელია. შოთას უზბეკეთის დედაქალაქში დავუკავშირდით და იქაური ამბების გარდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზე და ქართულ ფეხბურთზეც ვესაუბრეთ. მოკლედ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შოთა ისევ „სარბიელის“ კითხვებს პასუხობს… მწვრთნელობა ევროპაში დაიწყე, ახლა კი აზიაში ხარ – ნაადრევი ხომ არ იყო მანდ მისვლა?...
ვექტორები
ათადან და ბაბადან ასე იყო – ყველა საქმეს სწორი მიმართულბა სჭირდებოდა და თუ რამ გულყრა მომხდარა, ყველა არასწორი მიმართულების ან მიმართულების საერთოდ არქონის გამო. პოლიტიკას, მათ შორის, საფეხბურთოსაც, არჩეული ადამიანები წარმართავენ და ვინ როგორ მოირგო პიჯაკი, კაბინეტი და რეგალიები, ცალკე საკითხია, დიდად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელიც, ოღონდაც, ახლა ამას გვერდი ავუაროთ და მიმართულების ამბები სხვაგვარად მიმოვიხილოთ....
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ
გოდერძი ჩოხელს აქვს ასეთი მოთხრობა: ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ. მოთხრობა ცხრა ნაწილისგან შედგება და კითხვა-პასუხით არის შედგენილი. ფეხბურთის სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს! ეს ციტატა ერთი სიტყვის გამოკლებით ამ მოთხრობიდანაა მოყვანილი, ეს ერთი, ჩამატებული სიტყვა კი „ფეხბურთი“ გახლავთ. გოდერძი ჩოხელს სათაურის გარდა მოთხრობის აგებულებაც დავესესხე და ცხრა...
ბალის ათბალიანმა მიწისძვრამ ორმოც წუთს გაძლო
ფეხბურთი იმისაა, რომ უნდა იკამათო, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც ფეხბურთში არ კამათობენ. მაგალითად, არ კამათობენ იმაზე, რომ 1982 წლის ბრაზილიის ნაკრები ყველაზე ლამაზი ბრაზილიის ნაკრები იყო და ალბათ ყველაზე ესთეტიკური გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. და ასეთ ბრაზილიას საბჭოთა კავშირის ნაკრები 1982 წლის მუნდიალზე გადაეყარა – ეს მათი პირველი მატჩი იყო ესპანეთი 82-ზე. მთელი საქართველო და...
დინამო პათეტიკის გარეშე. Vol.1: პლეხანოველი პროლეტარები
დროში მოგზაურობა ალბათ ყველა ბავშვის ოცნებაა, ფეხბურთი კი ისე ითვისებს სივრცეებს, ეს ოცნება კიდევ უფრო მძაფრდება. ბავშვობაც ისეთია, ზოგჯერ ძალიან დიდ ხანს გრძელდება, ღრმა მოხუცებულობამდეც კი და ის წარმოსახვა, რასაც დროში მოგზაურობის სურვილი იწვევს, არასდროს არ ნელდება. რადგან დინამო 20-იან წლებში შეიქმნა, მეც ძალიან მომინდა იმ დროში მოგზაურობა. არსებობს ძველი წიგნები, ცნობარები, რომლებიც წარმოსახვის გასამდიდრებლად...





