გუშინ, „სარბიელის“ კოსმოპოლიტური ბიუროს კადრების და ყველაფერზე ხელის მოწერის განყოფილების მისაღების მოსაცდელში აღელვებული მოქალაქე შევარდა. მოქალაქის დოსიე: დაბადების ადგილი — ხაშური, სათქმელი — საშური. სიმაღლე 178სმ. სიდაბლე იგივე. წონა 69 კგ. ეწევა. არ ჭამს. დარდისგან სვამს. მოქალაქე შეპყრობილი გახლდათ ახირებული იდეით, თითქოს ერთ-ერთ მარშრუტკაში მძღოლის გვერდით დაენახოს საყელოში ცხვირსახოცჩაფენილი ოდესღაც გარდაცვლილი სახელოვანი ქართველი მწვრთნელი ენგელბერტ [...]
კატეგორია: კოსმოპოლიტური მიმოხილვა
ენგო დაკითხვაზე
განა პრესის ფურცლებზე ყოველთვის ოპერატიულად ხვდება მნიშვნელოვანი ამბები? არა, ცხადია. დაფარული ხშირად გვიან ცხადდება. მაგალითად, იცოდით, რომ… ივლისის პაპანაქებაში, ჩახუთულ ოთახში იჯდა გაბრაზებული ლეიტენანტი ჯემალ ნაზია და ფიქრობდა: „ვითომ სკვაზნიაკს რომ არ ვაწყობ, ეჭვმიტანილს ვაწამებ? მოვკვდი კაცი. სამი დღეა დაკითხვას ვაწარმოებ და დავიკელი თორმეტი კილო, ამას კი არაფერი ეტყობა“. ნაზიამ ისე ამოიოხრა, გული ამოაყოლა. — [...]
ენგო მოკვდა, გაუმარჯოს ენგოს!
მოგეხსენებათ, საერთაშორისო ფეხბურთში საერთაშორისო ამბები ხდება, ეროვნულში კი ანტიეროვნული. ამიტომაც გადავწყვიტეთ მკითხველს მოკლედ შევახსენოთ ბოლოხანს მომხდარი უმნიშვნელოვანესი და უმნიშვნელო ამბები, რითაც სპორტის ამ სახეობის ბუნდოვან პერსპექტივაზე მკაფიო შთაბეჭდილებას შევიქმნით. მაშ ასე: ამბავი პირველი: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცნობილმა სერმა, ალექს ფერგიუსონმა თვალი დაადგა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, ალექსეი სმერტინს და მის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე [...]
ფუტბოლი ჯინსებში
ესპანური „ლოს რიკოს ტამბიელ ლორანის“ (ქართულად ითარგმნება, როგორც „მდიდრებიც ტირიან“; მექსიკური სერიალი იყო 90-იან წლებში) კორესპონდენტმა როხელიო სალვატიერომ ინტერვიუ სთხოვა იტალიური სერია B–სა და ესპანური მეორე დივიზიონის ცნობილი გუნდების წვრთნით სახელგანთქმულ იუგოსლავიენ სპეციალისტს, ზლობომირ აგრესოვიჩს, რომლისგანაც აგრესიული თანხმობის მიღების შემდეგ საუბრის ადგილიდან მიიმალა. დაუყოვნებლივ გამოცხადდა ძებნა, რომელშიც ევროკავშირის სამძებროს სპეცაგენტების გარდა უამრავი მოხალისეც მონაწილეობდა. ჟურნალისტ [...]
ვან გაალის ტრანსპორტირი და აგრესოვიჩის აგრესია
გერმანიის ქალაქ მაინის შვარცენკირხენნოელშლოსენში უეფას მწვრთნელთა სემინარი გაიმართა. 222 მსმენელის წინაშე ლექციებით წარსდგნენ მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტები, ლუის ვან გაალი, ფაბიო კაპელო, ალექს ფერგიუსონი, ოტმარ ჰიცფელდი და ზლობომირ აგრესოვიჩი. მათ თანამედროვე ტაქტიკის კვაზიპერპენდიკულარულ განვითარებაზე ისაუბრეს. ვან გაალის ლექციის თემა გახლდათ „ლეკალოს და ტრანსპორტირის როლი 4-4-2 განლაგების დამუშავებაში“, კაპელოსი — „1:0-ის უპირატესობა სხვა ანგარიშებთან შედარებით და [...]
სად გაყიდა ინტერმა რონალდო, რონალდო და რონალდო?
მადრიდის „რეალმა“ ბოლოს და ბოლოს შეძლო კრისტიან ვიერის ყიდვა, ოღონდ ძვირი დაუჯდა: 30 მილიონ დოლარს პლუს რობერტო კარლოსი, მიჩელ სალგადო და რაული. გარიგების თანახმად პირველი „იუვენტუსში“ გადავიდა, მეორე „მანჩესტერ იუნაიტედში“, ხოლო მესამე „ბარსელონაში“. 30 მილიონი „პარი სენ ჟერმენის“ ანგარიშზე ჩაირიცხა. სანაცვლოდ, „ინტერმა“ „მიდლსბროში“ გაყიდა რონალდო, „არსენალშიც“ გაყიდა რონალდო და „პარმაშიც“ გაყიდა რონალდო, რასაც „ლაციოს“ ანგარიშზე [...]
სველი მიმოხილვა
იტალიური სააგენტოებისა და გაზეთების ცნობით, „რომამ“, „მილანმა“, „ლაციომ“, „იუვენტუსმა“, „ინტერმა“, „პარმამ“ და „ფიორენტინამ“ ბრაზილიელი თავდამსხმელის სველიო ზარბაზინიო დე სოუზას ყიდვა მოინდომეს. სერია A-ს გუნდები ფეხბურთელში თავიანთ და იტალიის ბიუჯეტს იხდიან, მაგრამ მოლაპარაკება ჯერჯერობით ჩიხშია შესული, რადგან სველიო ზარბაზინიოს გუნდი „ვასკუ, გამა და დუ ბრაზილ“ ადრე ნათქვამ თანხას ცენტსაც არ აკლებს. რა თქვა ადრე ბრაზილიურმა კლუბმა, [...]
ვინ არის ცოცხალი კედელი?
ცოტა ხნის წინ დამთავრებულმა ევროპის ჩემპიონატმა საქართველოში ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ ყველამ ტელევიზორი ააციმციმა და ათასნაირი ახალი სახელი და გვარი დაიმახსოვრა. შავიერიო, მპენზაო, დელვეკიოო… ამ ადამიანებს შორის ბევრს ფეხბურთთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია, ბევრი მივიწყებულს იხსენებდა და ბევრმაც კოლუმბივით ახალი კონტინენტი აღმოაჩინა. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მივიჩნევთ განვმარტოთ რამდენიმე ტერმინი, რომელიც ზოგმა შეიძლება ვერ გაიხსენა და ზოგსაც [...]






