რამ უკბინა კვარას თავმოყვარეობას?

რამ უკბინა კვარას თავმოყვარეობას?

„წაგება ჩემი ბრალია. ჩვენი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვავლინეთ, ამის გაკეთება კი მწვრთნელის საქმეა. 3:3-თან მილიმეტრებში ვიყავით, მაგრამ რას იზამ. პრემიერლიგაში ბევრი ბარკოლა და კვარა არ არის; 2:2-მდეკი კარგად ვთამაშობდით’’, – თქვა „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „ჩელსის’’ 5:2 ძლევის მერე ლონდონელთა მწვრთნელმა ლაიამ როსენიორმა, რომელიც მანამდე საფრანგეთში მუშაობდა, „სტრასბურს’’ ედგა სათავეში. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრა, რომელიც დიდი წინააღმდეგობის [...]

კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]

კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ჩელსის“ უმასპინძლა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ამის შემდეგ პარიზელებმა სამი გოლი გაიტანეს და სამივე კვარამ შექმნა – ჯერ ვიტინიას გაატანინა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა და პსჟ-მ 5:2 მოიგო.

ალ-ხელაიფი დოჰაში ჩარჩა

ალ-ხელაიფი დოჰაში ჩარჩა

„პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი დღეს „პარკ დე პრენსზე’’ „ჩელსისთან’’ შეხვედრას ალბათ ვერ დაესწრება. ის დოჰაში ჩარჩა, საიდანაც რეგიონში მიმდინარე ომის გამო ფრენები მინიმუმამდეა დაყვანილი. ალ-ხელაიფი ყატარს გასულ სამშაბათს, კონფლიქტის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ გაემგზავრა რათა ოჯახი ენახა, მაგრამ ჩასვლაც პრობლემური აღმოჩნდა. მან თავი ერ-რიადში ამოჰყო, საიდანაც დოჰასკენ უკვე ავტომობილით მოუხდა რვასაათიანი მგზავრობა. ახლა ალ-ხელაიფი უკან დაბრუნებას ცდილობს. მას [...]

მონატრებული მამარდა

მონატრებული მამარდა

„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტამბოლში, „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა გაბონელმა მარიო ლემინამ. მეორე ტაიმში გუნდებს VAR-მა თითო გოლი არ ჩაუთვალა, მასპინძლებს ოფსაიდის, ხოლო სტუმრებს ხელით თამაშის მიზეზით. სამშაბათს, 18 მარტს ბოლო ოთხ წელიწადში პირველად მეოთხედფინალში გასასვლელად მერსისაიდელებმა თურქულ გუნდს საპასუხო შეხვედრაში ორგოლიანი სხვაობით უნდა მოუგონ. ეს გახლდათ არნე სლოტის მეასე მატჩი „წითლების’’ თავკაცის რანგში. „სანი’’ [...]

სრული ტური

სრული ტური

გასულ უქმეებზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ამჯერად ყველა შეხვედრა ჩატარდა. მოგეხსნებათ, პირველ ტურში დიდთოვლობის გამო სამი თამაში გადაიდო და ისინი 11 მარტს გაიმართება. გამარჯვებით გახსნა სეზონი ქვეყნის ბოლო ორი წლის ჩემპიონმა, „იბერიამ.“  თანაც გუგა ნერგაძის გუნდმა შარშანდელი მთავარი კონკურენტი, გორის „დილა“ დაამარცხა. იბერიელებმა გიორგი ჯინჯოლავას გატანილი პენალტით 1:0 მოიგეს. სხვათა შორის, ტრადიცია გაგრძელდა: „იბერიამ“ ხომ გასულ სეზონშიც ოთხივე [...]

პლატინი: ინფანტინოს ნაირი პრეზიდენტი ფეხბურთს არ სჭირდება

პლატინი: ინფანტინოს ნაირი პრეზიდენტი ფეხბურთს არ სჭირდება

ბოლო რამდენიმე თვეა მსოფლიოში გამალებით ისმის ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს კრიტიკა. ბევრს აღიზიანებს მისი ახლო ურთიერთობა პოლიტიკოსებთან, განსაკუთრებით აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ამბობენ, რომ ინფანტინო დიდი პოლიტიკის კულუარებში ძრომით უფროა დაკავებული, ვიდრე ფეხბურთის ფასეულობებზე ზრუნვითა და მათი შენარჩუნებით. არ მოსწონთ მისი უკიდურესი სიფრთხილე მსოფლიოში მიმდინარე მსხვილ პოლიტიკურ და სამხედრო კონფლიქტებთან დაკავშირებით. მართალია მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე შემოიღო სანქციები [...]

იამალის გაყიდვა მეტისმეტი იქნებოდა

იამალის გაყიდვა მეტისმეტი იქნებოდა

„პარი სენ ჟერმენი’’ და „ბარსელონა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს ასცდნენ, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ისტორიის ამ ეტაპზე ამ ორ კლუბს შორის მეტოქეობა წამითაც არ წყდება. 15 მარტის არჩევნებით დაკავებული „ბარსას’’ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მოგეხსენებათ ზედიზედ მეოთხედ აპირებს კატალონიური კლუბის თავკაცის სავარძლის შენარჩუნებას და გამალებული აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. მისი მთავარი კონკურენტია ბიზნესმენი ვიქტორ ფონტი. კლუბის წინაშე თავისი დამსახურების ხაზგასასმელად 63 წლის ლაპორტამ [...]

ნუნუ, ჩელსისთან ფრთხილად!

ნუნუ, ჩელსისთან ფრთხილად!

„ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენის’’ პორტუგალიელი მცველისთვის ნუნუ გომეშისთვის ყვითელი ბარათის მიღება შემდეგი მატჩის გამოტოვებას ნიშნავს. გომეშს უკვე აქვს ორი ყვითელი. აქამდე ის გასვლით შეხვედრებში გააფრთხილეს: „ბარსელონასთან’’ (2:1) და „ბაიერნთან’’ (1:2). პარიზელთა მეტოქის ბანაკში კი რისკის ქვეშ ორი ფეხბურთელია. ესენია ანდრეი სანტოსი და ენცო ფერნანდესი. არგენტინელი ფერნანდესი ის ფეხბურთელია, რომელიც მიმდინარე სეზონში ლონდონელებმა ყველაზე მეტჯერ ათამაშეს. [...]

მბაპე რეალის ექიმებს აღარ ენდობა

მბაპე რეალის ექიმებს აღარ ენდობა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კლუბის ექიმების მიმართ ნდობა დაკარგა და მოედანს მუხლის ტრავმის სრულად შეხორცებამდე არ დაბრუნდება. თავდამსხმელს დეკემბრიდან მუხლის მყესის დაჭიმულობა აწუხებს. მანამდე ის პარიზში ადგილობრივ სპეციალისტთან კონსულტაციისთვის ჩაფრინდა. ამ სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე „რეალის“ შემადგენლობაში 33 მატჩში 38 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი გააკეთა. ფრანგი სამეფო კლუბში 2024 წლიდან თამაშობს.

მამარდა სტამბოლში ითამაშებს

მამარდა სტამბოლში ითამაშებს

გახსოვთ, ჩემპიონთა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი სტამბოლში, „გალათასარაის“ წინააღმდეგ მატჩისას შედგა და ჩანს, ახლაც, ლიგის მერვედფინალშიც ჩვენიანი დაიცავს „ლივერპულის“ კარს. საქმე ისაა, რომ მერსისაიდელთა მთავარმეკარე ალისონი ამ დილით, ვარჯიშზე დაშავდა და საექიმო შეიქნა. კი თქვეს, ტრავმა სერიოზული არ არისო, მაგრამ ექიმების რეკომენდაციით ალისონი არ გარისკავს და მატჩს შინ უყურებს, თამაშით კი 99-პროცენტიანი ალბათობით გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს. შეგახსენებთ, „გალათასარაი“ – „ლივერპულის“ [...]