NBA-ში მორიგი მატჩების გამართეს ქართველების გუნდებმა და ისევ განსხვავებულად ითამაშეს. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 115:114 დაამარცხა. „დალასი“ მატჩის დასრულებამდე 35 წამით ადრე 4 ქულას იგებდა, მაგრამ ჯერ ჯეილენ საგსმა ჩააგდო სამქულიანი, სამი წამით ადრე კი ორლანდოელთა სასტარტო ცენტრმა, ვენდელ კარტერმა გუნდს გამარჯვება მოუტანა. გოგა სწორედ კარტერის სათადარიგოა და პარკეტზე 12.05 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა [...]

ალისონის გაშვებული გოლი მაინც სხვაა
„ლივერპულში’’ სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ლეგენდარული მეკარის ალისონ ბეკერის წასვლის ან დარჩენის შესახებ. იმის აღსაწერად, თუ როგორ ეთაყვანებიან ბრაზილიელს „ენფილდზე’’ თვალი გადავავლოთ ჟურნალისტ იან დოილის წერილს Liverpool Echo-ში სადაც ის ამბობს, რომ ბოლო შეხვედრაში, „ვულვერჰემპტონთან’’ (რომელიც „ლივერპულმა’’ წააგო 1:2), როდესაც როდრიგო გომესი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, „ლივერპულის’’ ქომაგებს გულში უღვიოვოდათ იმედი, რომ ალისონი გოლს არ გაუშვებდა. დოილი წერს, რომ კარში ნებისმიერი [...]

ბეილმა ზიდანი და ანჩელოტი შეადარა
უელსელმა ვეტერანმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა პოდკასტში სახელწოდებით Stick გაიხსენა ის წლები, როდესაც „რეალში’’ თამაშობდა. მან ერთმანეთს შეადარა მწვრთნელები, რომელთა ხელშიც „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ ბურთს აგორებდა – ზინედინ ზიდანი და კარლო ანჩელოტი. ბეილისთვის ზიდანი უპირველეს ყოვლისა მისი დიდი აურაა. „ის ტაქტიკაზე ყურადღებას დიდად არ ამახვილებდა. ჩვენ ვარჯიშებზე აბსოლუტურ მინიმუმს ვაკეთებდით: ვხვეწდით ბურთის ფლობასა და კარში დარტყმებს. თხუთმეტი წუთი ეთმობოდა დაცვაში თამაშის ტაქტიკას’’, [...]

ჩავიმ ნაკრებზე უარი თქვა, პრემიერლიგას კი ელოდება
სადაცაა ორი წელიწადი გავა მას მერე, რაც „ბარსელონაში’’ ჩავი ერნანდესი ჰანსი ფლიკმა შეცვალა. ამ ხნის განმავლობაში კატალონიელთა ყოფილ დიდ ვარსკვლავს არაერთმა გუნდმა შესთავაზა მწვრთნელობა, მაგრამ ის არ დათანხმდა. ბოლო შეთავაზება რამდენიმე დღის წინ იყო. ჩავიმ „ბლაუგრანას’’ თავკაცის რთულ პოსტზე სტრესით დატვირთული ორწელიწადნახევარი გაატარა, რის მერეც გადაწყვიტა ოჯახში განმარტოებულიყო და აქტიური საფეხბურთო ცხოვრებისგან დაესვენა. მაგრამ, ყველაფერს აქვს ბოლო, მათ შორის დასვენებას. [...]

ბარსელონაში უკმაყოფილებაა
„ბარსელონაში’’ ხუთ დღეში სამმა ფეხბურთელმა მიიღო კუნთის ტრავმა. ჯერ ხუთშაბათს ვარჯიშზე ფრენკი დე იონგმა იტკინა ფეხი, ხოლო შემდეგ, „ატლეტიკოსთან’’ სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში („ბარსამ’’ მოიგო 3:0, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა – 3:4) ჟიულ კუნდე და ალეხანდრო ბალდე გახდნენ შესაცვლელები. დღეს, როდესაც სეზონი კულმინაციას აღწევს, ასეთი ტრავმიანობა კატალონიელთათვის ძალიან უსიამოვნოა. ჰოლანდიელს მარჯვენა ბარძაყის პრობლემა აქვს. ის მოედანს სავარაუდოდ აპრილის [...]

სხვა როლი და თამაში…
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. თუმც, ისევ განსხვავებული როლებითა და შედეგებით. გოგა ბითაძე „ორლანდო“ – „ვაშინგტონის“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მასპინძლებმა 126:109 მოიგეს და ჩვენებურმა გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც დაიდო. ბითაძემ პარკეტზე 21.28 წუთი დაჰყო, რა დროშიც 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზიდან რვაჯერ [...]

ლივერპულმა აუტსაიდერთან წააგო
„ვულვზი’’ პრემიერლიგაში დარჩენისთვის სერიოზულ ბრძოლას აპირებს, „ლივერპულს’’ კი რაღაც არ ეტყობა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას რომ იმსახურებდეს. აუტსაიდერისა და ამბიციური გუნდის შეხვედრა დრამატული გამოდგა. მისი ბედი 24 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ანდრემ გადაწყვიტა. ეს ის ანდრეა, რომლის შეძენაც „ლივერპულს’’ სურდა. მან გამარჯვების გოლი მსაჯის წამატებულ 90+4 წუთზე გაიტანა. „ლივერპული’’ მიმდინარე სეზონს არასტაბილურად ატარებს. ამის ნათელი დასტურია ვირჯილ ვან დაიკი, რომელმაც მერამდენე შეცდომა [...]

როგორ გადაუარა რუდიგერმა მოწინააღმდეგეს
„რეალმა’’ ლა ლიგის ბოლო ტურში „ხეტაფესთან’’ 0:1 წააგო. ამ შეხვედრაში მადრიდელთა გერმანელმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა ყურადღება მოწინააღმდეგის მარცხენა მცველის დიეგო რიკოს წინააღმდეგ უხეშობით მიიპყრო. რიკო უკმაყოფილო დარჩა. მისი აზრით ამ საქციელისთვის რუდიგერი მკაცრად უნდა დაესაჯათ. გერმანელს მოწინააღმდეგის გადათელვა შერჩა. როგორც ჩანს მსაჯებმა და VAR-მა ჩათვალეს, რომ „ჩელსის’’ ყოფილი მოთამაშის მხრიდან ეს მოუქნელი მოქმედება იყო და არა უხეშობა. ამიტომაც არ განიხილეს [...]

მარკინიოსს მეოთხე შვილი შეეძინა
„პარი სენ ჟერმენის’’ კაპიტანს, ბრაზილიელ მარკინიოსს ორშაბათს, 2 მარტს მეოთხე შვილი შეეძინა. მისმა მეუღლემ კაროლ კაბრინიომ ახალშობილის ფოტო დაპოსტა. ფოტოზე თავად და მარკინიოსიც არიან. „დაიბადა ჩვენი სრულყოფილი და შესანიშნავი შვილი ფილიპო’’, – მიაწერა ბედნიერმა დედამ ფოტოს. ფილიპომდე წყვილს ჰყავდა სამი შვილი: მარია ედუარდა (2017), ენრიკო (2019) და მარტინა (2022). ისინი 2025 წლის 31 მაისს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრნენ და [...]

მესი პელეს გვერდით
„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა MLS-ის რეგულარული სეზონის გასვლით მატჩში „ორლანდო სიტის“ წინააღმდეგ. ამ თამაშში არგენტინელმა საჯარიმო დარტყმით კარიერაში 70-ე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მესი სამგზის მსოფლიო ჩემპიონს პელეს გაუთანაბრდა, ისინი ახლა ფეხბურთის ისტორიაში მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ საჯარიმო დარტყმებით გატანილი გოლების რაოდენობით. უდავო ლიდერი კი ბრაზილიელი ჟუნინიო პერნამბუკანოა, რომელსაც ჯარიმიდან 77 გოლი აქვს გატანილი. შემდეგ მატჩში „ინტერ [...]
