დღეს ევროპის საკლუბო ტურნირები აიღებს სტარტს და ორი ქართული კლუბი პირველ მატჩებს გამართავს. ზეგ საქართველოს კიდევ ორი წარმომადგენელი ითამაშებს (ხვალინდელ საღამოს, როგორმე, ინგლისი-ხორვატიით გადავაგორებთ). სულ უთქმელობა არ გამოდის, მაგრამ ამ მომცრო წერილს არც წინასამატჩოს ფუნქცია აკისრია. არ იქნება ნახსენები არც ერთი ფეხბურთელი, არც ერთი მწვრთნელი ან ფუნქციონერი. აზრი არ აქვს და იმიტომ – მერამდენე წელია…
დღეს, 22 საათზე, საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი ბომბარდირი და ლილიან ტურამის შემდეგ ყველაზე მეტი „კეპის” მქონე ვეტერანი ვარსკვლავი ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების სათადარიგოთა სკამიდან თავისი სამშობლოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ იმუშავებს — ის „წითელი ეშმაკების” მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ასისტენტია. რობერტო მარტინესი: „ტიერი ანრიმ ისეთი რაღაც შეგვძინა, რაც არ გვქონდა. აგერ უკვე 12 წელიწადია, რაც მე…
ინგლისისა და ხორვატიის ნახევარფინალური შეხვედრის მსაჯად თურქი ჯუნეით ჩაქირი დანიშნეს, რამაც ინგლისელები გაახარა — გარეთ საუთგეიტის ბიჭებისთვის კარგი ნიშანიაო. ინგლისს არასდროს წაუგია შეხვედრა რომელსაც ჩაქირი სჯიდა. გუნდისთვის, რომელსაც 1990 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ელის, ეს იმედისმომცემია. მოგეხსენებათ, 41 წლის თურქი ფიფას ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ არბიტრად ითვლება და მას როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე ხშირად…
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად ლუის ენრიკე დანიშნეს. ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი სამ კანდიდატს შორის არჩევდა. „ბარსელონას” ყოფილი თავკაცის გარდა ის კიკე სანჩეს ფლორესისა და მიჩელის ვარიანტებსაც განიხილავდა. ლუის ენრიკე კუთხურობით ასტურიელია. ფეხბურთელობის წლებში მას „ლა როხას” შემადგენლობაში 62 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის ისტორიაში ესპანეთის ეროვნული გუნდის 54-ე მწვრთნელი გახდა. შეგახსენებთ, რომ ლუის რუბიალესმა რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის…
კვლავაც არ ცხრება ვნებათაღელვა რუსთა კარში გოლის გამტან დომოგოი ვიდას და კიევის „დინამოს“ კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელის, ოგნენ ვუკოევიჩის ვიდეოჩანაწერის გამო… დიდება უკრაინას – ვიდას ამ ემოციურ მოწოდებას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა… ,,რატომ ურევთ სპორტს პოლიტიკაში, რატომ გააკეთეთ ეს?” – პათეტიკურად კითხულობს წამყვანი რუსული სპორტული გამოცემა ,,სპორტ-ექსპრესი.” ეს ის ,,სპორტ-ექსპრესია,“ რომლის სახელმწიფოს ოკუპანტურ-იმპერიალისტური მიზნების გამო რამდენიმე…
ქართული ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია ზედაზენის“ ხელშეწყობით სარბიელელი ბაჩო სვანიძის ხსოვნის ტურნირი ამჯერად ლისის ტბაზე ჩატარდა. სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2018“ მონაწილე სპორტული ჟურნალისტები და ბაჩო სვანიძის მეგობრებმა ერთმანეთს 3×3 კალათბურთსა და ქუჩის მინი-ფეხბურთში გაეჯიბრნენ. წლეულს „ბაჩოს თასის“ მხარდამჭერები „ზედაზენთან“ ერთად კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციები და…
ხორვატიამ თავისი გაიტანა და მასპინძელი რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატიდან გაიტანა! 120 წუთი და პენალტების სერია იმდენად ემოციური იყო, ნამდვილად არ მინდა შთაბეჭდილების სტატისტიკით გაფუჭება, თუმცა: ხორვატთა ლიდერი და კაპიტანი გუშინაც მოწოდების სიმაღლეზე იყო. ორიოდ გამონაკლისის გარდა, მოდრიჩის ყველა პასი ზუსტი იყო და რაც მთავარია, შეტევის დასაწყებად მომართული… დღეს ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, როგორ დაიწყო ამ ჩია…
ეს ამბავი კარგა თხუთმეტი წლის წინ მოხდა გაგრაში. შავიზღვისპირეთში წინასასეზონო სამზადისისთვის ჩასული მოსკოვის „დინამო” გაგრის ნაკრებთან ამხანაგურს მართავდა. ადგილობრივ გუნდში ახალგაზრდებთან ერთად სამი თმაშეთხელებული, ჭარმაგი კაცი თამაშობდა და არცთუ ურიგოდ. ტრიბუნები განსაკუთრებით ერთ-ერთ ძიაკაცს ქომაგობდნენ. მერე სწორედ ეს ძიაკაცი მოსკოველ მცველთან ორთაბრძოლაში ჩაება. საკმარისი იყო მოეტყუებინა მცველი და მეკარე პილგუისთან ერთი ერთზე დარჩებოდა. ამაოდ იბრძოლა…
გულის დაწყვეტის და უსამართლობის განცდის ნაზავია – „იუვენტუსმა“ ჯანლუიჯი ბუფონი გაუშვა. არადა, ხუთგზის მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა ჯიჯიმ ტურინელთა მაისური 470- ჯერ მოირგო (მეორე შედეგი სერია A-ში) და 11-მატჩიანი გოლგაუშვებელი სერიით ყველა დროის რეკორდიც დაამყარა. ციფრებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. თუნდაც ის რად ღირს, რომ 2001 წელს „პარმადან“ „იუვენტუსში“ 32 მილიონ ფუნტად გადასული მსოფლიოს უძვირეს მეკარედ…
დღეს დილით იაპონიაში სტარტი აიღო „ნაგოია ბაშომ“ და ლევან გორგაძემ ოძეკის რანგში აღზევების შემდეგ პირველი ბრძოლა გამართა. ტოჩინოშინად წოდებული ქართველის მეტოქე აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა იკიოი იყო. ლევანმა მეტოქეს მარცხენა ჩავლება აუღო და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გაიტანა ბზით შემოსაზღვრული დოჰიოს (საბრძოლო წრის) მიღმა. ხვალ დილით ტოჩინოშინის მეტოქე ტიიონოკუნი იქნება, ვისთანაც ექვსი აქამომდელი ჯახიდან ხუთში გაუმარჯვია. ქართველ…
დღეს ინგლისი მონდიალ-2018-ის ნახევარფინალში რომ გავიდა, “სარბიელელ” კოლეგებს ვთხოვე, მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა-მეთქი. არა იმიტომ, რომ ინგლისის ნაკრების თავგადაკლული ფანი ვარ ან საერთოდ ფეხბურთზე მეკეტება ჭკუა, არამედ ანგლოსაქსური ჯიგრის პატივისცემის გამო. საბურთაო მსოფლიო სპორტი რომ არსებობს, ინგლისელთა ან ამათი განაყრის (აშშ, კანადა, ავსტრალია, ირლანდია) დამსახურებაა და ფეხბურთის ბაცილაც ხომ ინგლისელმა მატროსებმა მოსდეს მსოფლიოს. მერე მოწაფეებმა…
„მანჩესტერისა“ და საფრანგეთის ნაკრების გიჟმაჟმა ექსფორვარდმა ერიკ კანტონამ სოციალურ ქსელებში რუსეთ-ესპანეთის მერვედფინალური მატჩის შესახებ იშაყირა – ჩვენ დავაფიქსირეთ სატელეფონო ზარი ვინმე ვლადიმირ პ-სგან, მაშინვე, როგორც კი პიკემ პენალტი აიკიდა. ეს ვიღაც ვლადიმირ პ. ტელეფონში განკარგულებას გასცემდა: „ყველაფერი კარგადაა. შეგიძლიათ, შაკირა გაუშვათ“. ეს რუსების ყველაზე დიდი გამარჯვება იყო მას შემდეგ, რაც ამერიკელებს პრეზიდენტად ტრამპი დაუსვეს. კანტონა…
ეროვნული ლიგის გათამაშების მეორე წრეც დამთავრდა. „საბურთალომ“ ოთხშაბათს ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო (სტუმრად „სამტრედიასთან“ 1:3) და „ზაფხულის ჩემპიონი“ გახდა. საბურთალოელთა ლიდერობა ერთობ დამაჯერებელია, უშუალო კონკურენტ „დინამოს“ ხუთი ქულით უსწრებენ და რაც მთავარია, მოწიფულ ფეხბურთს თამაშობენ. საინტერესოა, რომ შარშანდელ ჩემპიონატში, ორი წრის შემდეგ, ლიდერი „დინამო“ გახლდათ და ზუსტად იგივე მაჩვენებლები ჰქონდა – 14 მოგება, 1 ფრე…
ახლო წარსულში ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა სუპერვარსკვლავმა რივალდომ სოციალური ქსელებით ნეიმარს მიმართა: – იყავი ისეთი, როგორიც ხარ. თუ მოსატყუებელია მეტოქე – მოატყუე! თუ კარში დარტყმას ჩათვლი საჭიროდ – დაარტყი! თუ შენზე ჯარიმის მერე დროა მოსაგები, იწექი გაზონზე! გახსოვდეს, რომ, ვინც გაკრიტიკებს, მათი უმრავლესობა მსოფლიოს ჩემპონატს უკვე დაემშვიდობა. იყავი ვინც ხარ – ბრაზილიელთა კერპი!
Documents are a sort of valuation. Writing a discursive article, you’d need to address assortments of opinions. That is the cause why it becomes quite hard to handle discursive essay composing. The final mode of creating the essay is really in the fashion of an problem alternative article. You merely place your pen to paper…
2014 -ში კარიერის დასრულების შემდეგ ტიერი ანრი SKY SPORTS-ის კომენტატორი გახდა და მსუყე კონტრაქტი გააფორმა – 24 მილიონი გირვანქა 6 წელიწადში. მომდევნო წელს „არსენალის“ ახალგაზრდულ გუნდში მწვრთნელობაც იტვირთა, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი სეზონი იმუშავა. არსენ ვეგერს არ მოსოწონდა მისი მწვრთნელ-კომენტატორობა და არჩევანის წინაშე დააყენა. ანრიმ კომენტატორობა არჩია. იმავდროულად სამწვრთნელო კურსებზე სწავლობდა და 2016-ის მარტში უეფას…
როგორც არ უნდა დასრულდეს მონდიალი, მას ერთი ნამდვილი გმირი უკვე ჰყავს. თან ისეთი, მოედანზე საერთოდ რომ არ გასულა. ურუგვაის ნაკრების თავკაცი ოსკარ ტაბარესი მყავს მხედველობაში. არაფერ შუაშია რეგალიები და მოგებული ტიტულები, თუმცა 71 წლის სპეციალისტის ბიოგრაფია ამ მხრივაც მდიდარია. ფეხბურთელობისას ისე რა მცველმა 33 წლის ასაკში სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. „პენიაროლი“, „დეპორტივო კალი“, „ბოკა ხუნიორსი“, „კალიარი“,…
არგენტინის ნაკრების საბრალო მწვრთნელის ხორხე სამპაოლის საკრიტიკოდ გონსალო იგუანის მამამ ხორხე იგუაინმაც მოიცალა: „ორი ფორვარდი (აგუერო და იგუაინი) რომ გყავს გუნდში, რომლებსაც ერთად 600 გოლამდე აქვთ გატანილი და ძირითადში არცერთი არაა, ნორმალურია ეს ? ყველაფერს მესის რატომ ვთხოვთ? ზედმეტი ხომ არ მოგვდის ? ეგებ დოლარის კურსის დაწევაც მესისთვის გვეთხოვა?“
ვაღიაროთ და მსოფლიოს ჩემპიონატის ამგვარ მეოთხედფინალურ ბადეს ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. ცუდია თუ კარგი? უფრო მეტად კარგი, რადგან პროგნოზირებადი სპორტი ჩარხთან გატარებულ რვასაათიან შრომადღეს უფრო ჰგავს, ვიდრე აზარტის ემოციასა და ოსტატობაზე ნამრავლს. მოდი და მიმტკიცე, რომ საფრანგეთი „დაღეჭავს“ ურუგვაის და თავის მხრივ, ბრაზილია დაამიწებს ბელგიელთა ამბიციებს. ბადის ამ მხარეს „გიჟების“ ისეთი შემადგენლობა შეიყარა, დედისა და…
„იუვენტუსის” გულშემატკივრებს შესაძლოა ძალიანაც უხარიათ, მაგრამ „ფიატის” მუშებს კრიშტიანუ რონალდუს მადრიდიდან ტურინში გადაბარგება აღიზიანებთ — ეს ინფორმაცია ესპანურმა AS-მა გაავრცელა. გაზეთი ამბობს, რომ „იუვენტუსი” რონალდუს სანაცვლოდ „რეალს” 220 მილიონ ევროს გადაუხდის. მოგეხსენებათ, საავტომობილო კონცერნ „ფიატის” მეპატრონე „იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელია. „იგუაინი არ ეყოფოდათ, ახლა კრიშტიანუ რონალდუს ყიდულობენ? — გაბრაზდა მავანი ჯერარდო ჯანონე, რომელიც „ფიატის” იმპერიაში…
7 ივლისს, ლისის ტბაზე, სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი “ბაჩოს თასი 2018” გაიმართება. “ბაჩოს თასი 2018” ქუჩის მინი-ფეხბურთსა და 3/3-ზე კალათბურთში, ასევე მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა გუნდებში გადანაწილებული სპორტული ჟურნალისტები და ბაჩო სვანიძის მეგობრები მიიღებენ. ფესტივალი, 3/3-ზე კალათბურთის ტურნირით დილის 10:00 საათიდან დაიწყება და მაგიდის ჩოგბურთის და ქუჩის მინი-ფეხბურთის ტურნირებით გაგრძელდება. “ბაჩოს თასის” გამარჯვებულ…
გერმანიის ნაკრების დირექტორმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ოლივერ ბირჰოფმა მესუთ იოზილის შესახებ ილაპარაკა. მან გაიხსენა იოზილისა და ილქაი გუინდოგანის მიერ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გადაღებული ფოტო და თქვა, ვინ იცის იოზილის გუნდიდან გაშვება გვიჯობდაო. „ჩვენ გერმანიის ნაკრებში არავის არაფერს ვაძალებთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ ადამიანი კონკრეტულ დასკვნამდე მივიყვანოთ. სამწუხაროდ მესუთთან ეს არ გამოგვივიდა. ამიტომაც ვფიქრობ, იქნებ ჯობდა…
მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” მთავარ თემად „რეალის” დიდ ლეგენდასთან, კრიშტინუ რონალდუსთან გამოთხოვება გამოიტანა და მართალია პორტუგალიელი ვარსკვლავის „იუვენტუსში” გადასვლა ოფიციალურად ჯერაც არავის დაუდასტურებია, ამ წერილის ფრაგმენტებს გთავაზობთ: „ურთიერთობა მადრიდის „რეალსა” და კრიშტიანუ რონალდუს შორის ცხრა წლის შემდეგ სრულდება. თითქმის დეკადა გავიდა, რაც პორტუგალიელმა ნაბიჯ-ნაბიჯ, ტიტულ-ტიტულ დაიმკვიდრა ადგილი კლუბის ისტორიაში უდიდეს ვარსკვლავთა შორის. თუმცა ვინ იცის, იქნებ საუკეთესოც…
„იუვენტუსის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლუჩანო მოჯი აცხადებს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მიუნხენში „იუვენტუსის” ექიმებმა გასინჯეს. მისი თქმით ყველაფერი დამთავრდა, გარიგება შედგა, პორტუგალიელი უკვე „იუვენტუსის” ფეხბურთელია! შეგახსენებთ, რომ ტურინელები „რეალს” 100 მილიონ ევროს სთავაზობენ. „ოქროს ბურთის” ხუთგზის ლაურეატის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედსა” და „პარი სენ ჟერმენსაც” სურდა. „მე როგორც ვიცი რონალდუმ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი და მიუნხენში სამედიცინო…
ფიფამ რუსეთის საფეხბურთო კავშირი 10 000 შვეიცარული ფრანკით (8650 ევროთი) დააჯარიმა. სასჯელი სამარაში გამართულ მატჩს მოჰყვა, რომელშიც ურუგვაის ნაკრებმა მასპინძელთა ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა. აღმოჩნდა, რომ მატჩის მსვლელობისას მასპინძელი გუნდის ქომაგებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერი, რომელშიც რიცხვი 88 ფიგურირებდა. ეს რიცხვი ნეონაცისტურ სიმბოლიკასთან ასოცირდება: Heil Hitler ორივე სიტყვა H-ით იწყება, რომელიც ლათინურ ანბანში მე-8 ასოა. ფორმულირებაც…
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ნეიმარის თავგადაკლული ფანი რომ არის, გასაგებია, მაგრამ პარალელურად ბიზნესმენიცაა და მისგან ამგვარ ნაბიჯს არავინ ელოდა… ესპანური ტელეკომპანია TVE – ს ინფორმაციით, პერესმა გუშინ პსჟ-ს ნეიმარში 310 მილიონი ევრო შესთავაზა, თავად ფეხბურთელს კი 7-წლიან კონტრაქტში წლიური 45 მილიონიანი ჯამაგირის პირობა მისცა (ბონუსებისა და პრემიალურების გარეშე). ფული „რეალისაა“ და პერესი ისე განკარგავს,…
მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვალიდან მეოთხედფინალები იწყება და მათში „ლა ლიგის” 25 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. მართალია, საკუთრივ ესპანეთის ნაკრების გავარდნამ მუნდიალზე პრიმერას ფეხბურთელების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ის მაინც შთამბეჭდავია. თავიდან რუსეთში 17 ესპანური კლუბის წარმომადგენელი გამოდიოდა. დარჩენილთაგან ყველაზე მეტი, 7-7 ფეხბურთელი, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” ჰყავთ. მადრიდელად ითვლება ფრანგი თომას ლემარიც, რომელიც აქამდე „მონაკოში” თამაშობდა, მაგრამ 1…
„კრიშტიანუ რონალდუს „რეალიდან” „იუვენტუსში” გადასვლას თითოეული საათი აახლოვებს”, — წერს ესპანური გაზეთი AS. მისივე ცნობით პორტუგალიელ ვარსკვლავს იტალიურ კლუბთან უკვე რამდენიმე კვირაა წვრილმანებიც კი შეთანხმებული აქვს და უახლოეს დღეებში ვარაუდობს იტალიაში გადაბარგებას. ერთადერთი, რაც ამ საქმის დასრულებას აკლია კლუბებს შორის მოლაპარაკება გახლავთ. „ბებერმა ქალბატონმა” მადრიდელებს თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, „თეთრებს” კი როგორც ჩანს…
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა, რომლდანაც საკუთრივ გერმანულ გამოცემას ყველაზე საინტერესოდ ორი ფრაგმენტი მიაჩნია. ერთი საფრანგეთის 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (რომელსაც თავად დეშამი კაპიტნობდა) და დღევანდელი ნაკრებების შედარება გახლავთ. „ჩვენ თითქმის ყველანი 30 წელს ვიყავით მიტანებული. გუნდში ყველა ლიდერი იყო, არავინ არავის შეჰყურებდა. ფაქტობრივად ყველას გამოვლილი გვქონდა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი და…
მესისა და რონალდუს გავარდნის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ნეიმარი მოექცა. ეს მისი კარგი თამაშის გადა თეატრალური კოტრიალისა და ტყუილი წაქცევების დამსახურებაც არის. საინტერესოა, რომ ჟურნალისტებმა ამოქექეს 2012 წლის ამბავი, როდესაც ნეი ჯერ კიდევ „სანტოსში” თამაშობდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრების დღევანდელი თავკაცი ტიტე „კორინთიანსს” წვრთნიდა. „სანტოსისა” და „კორინთიანსის” მაშინდელი თამაში „კორინთიანსის” გამარჯვებით, 3:2 დამთავრდა, მეტოქის…
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რივალდო ამბობს, რომ ნეიმარი „პარი სენ ჟერმენის” გადამკიდე ვერასდროს გახდება მსოფლიოს მთავარი ვარსკვლავი. „ჩემი აზრით ის საუკეთესოს ტიტულს ვერ მოიგებს. თუ ნეიმარს მიზნად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა აქვს დასახული, დიდ კლუბში უნდა გადავიდეს. „პარი სენ ჟერმენში”, ახალი მწვრთნელის, თომას ტუხელის ხელმძღვანელობით ის ვერასდროს მოიგებს „ოქროს ბურთს”. იმ ფეხბურთს, რომელიც ნეიმარს სჭირდება, ესპანეთში თამაშობენ….
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ 29 ივნისს დააყენა შუამდგომლობა სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტში, რომლის სხდომაც გაიმართა სამშაბათს, 3 ივლისს. სხდომა ეხებოდა ფოთის „კოლხეთს“. ფედერაციის განცხადებით, „კოლხეთის“ მიერ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას. უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ „კოლხეთის“ რამდენიმე მოთამაშე…
„რეალის” ამბებში „მარკას” დაეჯერება. ესპანური გამოცემა კი წერს, რომ პირველად 2009 წლის შემდეგ, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები რონალდუს სხვა კლუბში გაშვებას სერიოზულად განიხილავენ. 2009 წელი ის თარიღია, როდესაც პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” გადავიდა. მოგეხსენებათ, ამ 9 წლის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავი „რეალიდან” წასვლით იმუქრებოდა, მაგრამ კლუბი ყოველ ჯერზე პოულობდა გამოსავალს. თუმცა აი, დადგა 2018 წელი…
„როდესაც თამაშის წინ ჩვენმა მწვრთნელმა ტაე იონგ შინმა დავალების მოსაცემად ოთახში შეგვკრიბა გვითხრა, რომ გერმანელ ფეხბურთელებს ცხვირები აქვთ აწეული, ისინი ამპარტავნები არიან, უკვე ყველაფერი აქვთ მოგებული და გულის სიღრმეში აღარაფრის მოგება არ უნდათ. გერმანიას წარმატება აღარ სწყურია!”, — იგონებს 29 წლის კორეელი ჯა ჩოელ კოო „ბილდთან” ინტერვიუში. გამოცემა წერს, რომ კოოსთვის აუტსაიდერობა კარგად ნაცნობი შეგრძნებაა….
ინგლისის ნაკრების გამარჯვებამ კოლუმბიასთან ბრიტანულ სოციალურ ქსელებში ნამდვილი აფეთქება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ ინგლისელებმა მატჩისშემდგომი პენალტებით მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრა ისტორიაში პირველად მოიგეს, ზოგადად კი ასეთი იღბალი ბოლოს ევროპის 1996 წლის პირველობაზე, ესპანეთთან მოგების შემდეგ აღარ ჰქონათ. რას არ წაიკითხავდით კოლიმბიელების ძლევის შემდეგ. მავანმა დაწერა: „ღმერთო ჩემო, მართლა მოვესწარი იმ დღეს, როდესაც ინგლისმა პენალტებით გაიმარჯვა”….
ჯონ ობი მიკელმა საიდუმლო გათქვა: არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სამშობლოში, ბანდიტურ-შეიარაღებულ დაჯგუფებას მამამისი გაუტაცებია. „ჩელსის” ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც ახლა ჩინეთში თამაშობს, რუსეთში იყო, როდესაც დაურეკეს და მამის, პა მაიკლ ობის გატაცების შესახებ უთხრეს. მამა ობი გასვენებაში მიდიოდა, როდესაც ბანდიტები მას პოლიციელებად წარუდგნენ და გაიტაცეს. მიკელს უთხრეს, რომ თუ ვინმეს ამ გატაცების…
დღეს, 22 საათზე, მერვედფინალში ინგლისი და კოლუმბია ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ კოლუმბიელებმა არ იციან შეძლებს თუ არა თამაშს მათი ვარსკვლავი ხამეს როგრიგესი. თავიდან პროგნოზი პესიმისტური იყო, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო ოპტიმისტური ხდება. „ბაიერნში” განათხოვრებულმა „რეალის” საკუთრებამ შაბათს სენეგალთან შეხვედრის დროს კანჭი იტკინა და მას მერე ორშაბათს საღამოს წაუვარჯიშა მსუბუქად. ზოგადად, ხამესი მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმირებული ჩავიდა…
დღეს პარლამენტის სპორტის კომიტეტში კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის მიერთების საკითხზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული რეორგანიზაცია რომ მიმდინარეობს, რა ახალია? კანონპროექტის თანახმად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო უერთდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. დათვალეთ? ერთმა სამინისტრომ ექვსი ისეთი კომპონენტი უნდა მოიცვას, შეისწავლოს და წარმართოს, ცალ-ცალკე სამინისტროს…
დიეგო მარადონა ამბობს, რომ დროა ნეიმარმა გონს მოუხმოს და მოედანზე ყალბ კოტრიალს თავი დაანებოს — ბრაზილიელთა მეათე ნომერმა მექსიკასთან შეხვედრაში გოლი გაიტანა, „სელესაომ” 2:0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა სადაც პარასკევს, 6 ივლისს, 22 საათზე, ბელგიას შეხვდება. მექსიკასთან თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში ნეიმარმა ზედმეტად თეატრალურად იკოტრიალა, რითაც მსოფლიოში ბევრი გულშემატკივარი გააღიზიანა. 57 წლის მარადონამ ესპანურ „მარკასთან” ინტერვიუში…
„მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი, 61 წლის მარტინ პეინი მოგზაური კაცია. ამ ზაფხულს ის კოლუმბიის ჯუნგლებში ატარებს და წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც შუა ტყეში ხუან მატას გადაეყარა. იმ ოთხი თვის განმავლობაში, რაც კოლუმბიაშია, ასეთი შოკი პეინს არ ჰქონია. როდესაც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაინახა მან თვალებს არ დაუჯერა, შემდეგ კი გამოეხმაურა და… მართალი აღმოჩნდა. თურმე არ ეჩვენებოდა….
29 ივნისს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდები ისვენებდნენ გარი ლინეკერი უელსს გაემგზავრა. მიზეზი: სიდედრყოფილი გარდაეცვალა და ცოლყოფილს მხარში დაუდგა. საინტერესო ფაქტი: 57 წლის ლინეკერი და მისი ყოფილი სიდედრი კიმ მოჰამედი ტოლები იყვნენ. ფეხბურთის ყოფილი და მოქმედი ტელევარსკვლავის ექს-მეუღლე დენიელ ბაქსი კი 39 წლისაა. ლინეკერის საქციელი მართლაც დასაფასებელია. მან ხუთშაბათ საღამოს 22:30-ზე, BBC2-ზე ჩვეულებრივ წაიყვანა გადაცემა, შემდეგ კი…
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი კვირას წაგებული გუნდიდან იყო – კასპერ შმაიხელი. ჯერ 116-ე წუთზე ხომ გაუქვავა პენალტი ლუკა მოდრიჩს, მერე სერიაში კიდევ ორჯერ აიღო და ვერ დაუფასეს თანაგუნდელებმა – საბოლოოდ, დანია გავარდა და ხორვატია გავიდა. ლეგენდარული პეტერ შმაიხელი კი ამაყი იყო, მის შვილს პირადად გაჰყავდა „დინამიტები“ მეოთხედფინალში. თითოეულ აღებულ პენალტზე გაგიჟებული ყვიროდა მამა შმაიხელი –…
ხორხე სამპაოლის ჩემპიონატის დაწყებამდე გამოუცია წიგნი, რომელშიც წერს, რომ არ უყვარს დაგეგმვა, არასოდეს არ გეგმავს და საერთოდაც, ფეხბურთის თამაში ფანტაზიაა და გეგმებში ვერ ჯდება. არგენტინული გაზეთ „კლარინის“ ჟურნალისტმა ენრიკე გასტანიაგამ არ დაიზარა და საკუთარ ფანტაზიებში დაკარგულ ნაკრების მწვრთნელ ხორხე სამპაოლის 40 ცოდვა დაუთვალა. 1) ნაკრებში რევოლუციას გვპირდებოდა და თითქმის იგივე შემადგენლობა ათამაშა, რაც წინა მწვრთნელმა…
იურგენ კლოპს შეუძლია სამომავლო გეგმები კვლავ მოჰამედ სალაჰზე ააგოს: „ლივერპულმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 26 წლის ეგვიპტელმა მათთან ხანგრძლივი ვადით გააგრძელა ხელშეკრულება. ამრიგად, სალაჰის გამო ვაჭრობა, რომელშიც ყველაზე მეტად „რეალი” აქტიურობდა, დასრულებულია. თავდამსხმელისთვის ახალი ხელშეკრულება ხელფასის მნიშვნელოვან გაზრდას ნიშნავს. მას კვირის შემოსავალი ფაქტობრივად გაუორმაგეს და 200 000 გირვანქას ანუ 226 000 ევროს გაუტოლეს. ამრიგად, მოჰამედ სალაჰი…
იყო თუ არა პენალტი? რამდენად სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ესპანეთის კარში ანუ რუსეთის სასარგებლოდ ჰოლანდიელმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა? მოგეხსენებათ, თავიდან ესპანელები იგებდნენ, მაგრამ 41-ე წუთზე ჟერარდ პიკემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა. პენალტი არტიომ ძიუბამ დაარტყა და ანგარიში გაქვითა. საბოლოოდ კი პენალტების სერიაში რუსებმა გაიმარჯვეს. „ბარსელონას” ვარსკვლავი არბიტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. BBC-ზე, წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა…
ესპანეთის ნაკრები უსახურად გამოეთიშა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს. რუსეთის ნაკრებთან პენალტებით დამარცხებული თავჩახრილი გუნდი ჩემოდნებს ალაგებდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი კი იმეორებდა, რომ წამითაც არ ნანობს ჩემპიონატამდე ორი დღით ადრე მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი რომ გააგდო. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში აკონტროლებდა, ესპანეთის ნაკრებმა შეტევაში ვერანაირი ნაპერწკალი ვერ აჩვენა და დაისაჯა. რუბიალესმა…
ყველაფერი ფლორენტინო პერესმა დაიწყო, რომელიც ნაკრების მზადების დინამიკაში დამანგრეველი ძალით შეიჭრა; მას მხარი არალოიალურმა და არაეთიკურმა ხულენ ლოპეტეგიმ აუბა; და ბოლოს თავისი ნაჩქარევი გადაწყვეტილებით ლუის რუბიალესმა დააგვირგვინა — წერს ესპანური გაზეთი „მარკა” თავის სარედაქციო წერილში. თუ ვინმემ არ იცის: ფლორენტინო პერესი „რეალის” პრეზიდენტია, ხულენ ლოპეტეგი ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელიც გუნდს წლობით ამზადებდა და წესით უნდა…
როგორც ჩანს, ქართულ ფეხბურთში ძველ-ახალი სკანდალი მწიფდება. ჩვენი ჩემპიონატის მოსაწყენი,უსახურ-მონოტონური ცხოვრება დარღვეულია – მსოფლიოში ერთერთი უდიდესი საბუქმეიკერო კანტორა Bwin-ი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურის „კოლხეთი“-„დინამო“ ჩაწყობილი იყოო… მეჩვიდმეტე ტურის მატჩზე, სადაც თავდაპირველად ზღვისპირელები დაწინაურდნენ, Bwin-ში თურმე უჩვეულო აქტივობა დაფიქსირებულა, რითაც, რასაკვირველია, ტოტალიზატორის უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა. ფსონები მხოლოდ ერთი მიმართულებით – დინამოს მოგებაზე შედიოდა,…
რუსებს რომ წაეგოთ, მედია არა, მაგრამ რიგითი ქომაგი ყველაზე ხშირად ჯავრიან გულზე დალეულ ლუდს სიტყვას – „Козлы“ დააყოლებდა. ესპანელო კოლეგებო, ხვალინდელი მიმოხილვების საპირველგვერდო სათაურად ამ სიტყვის ზედმიწევნით თარგმანს გთავაზობთ – CABRONES! ესეც ასე… ესპანეთის ნაკრებმა თავისი „ტიკი-ტაკათი“ იმდენი „ატიკი-ტაკა“, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა არ დარჩა. ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა „ფურია როხამ“ ერთობ უსახური ფეხბურთის გარდა ისიც…
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ბანალური და გაცვეთილი სიტყვები ზუსტად გამოხატავს მომხდარის არსს – ეპოქა დასრულდა. სიმბოლურია, რომ მესი და კრიშტიანუ ერთ დღეს დაემშვიდობნენ მსოფლიო ჩემპიონატს და ალბათ, სანუკვარი ოქროს თასის აღმართვის შანსიც საბოლოოდ გაუშვეს ხელიდან. მომავალ, ყატარულ მონდიალზე მესი 35 წლის იქნება, რონალდუ 37-ის… გუშინ ისინი ღრმად მოხუცებულ წყვილს ჰგავდნენ, რომლებსაც უერთმანეთოდ ცხოვრება აღარ…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes