Breaking News

Month: July 2018

რონალდუს ვაჟკაცობა და გინება

მსოფლიო მას-მედიასა და სოციალურ ქსელებში კრიშტიანუ რონალდუს მისამართით უამრავი ქების სიტყვა ითქვა. მიზეზი ნათელია: პორტუგალიელთა ლიდერი ურუგვაელ მეტოქეს, მისი გუნდის კარში ორი გოლის ავტორს, დაშავებულ ედინსონ კავანის მოედნიდან გასვლაში დაეხმარა. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა 31 წლის კავანი თავისი ქვეყნის ნაკრებს მეოთხედფინალში, ფრანგებთან შეხვედრაში დაეხმაროს. ურუგვაელთა მერვედფინალის გმირი შეხვედრის დასრულებამდე 17 წუთით ადრე დაშავდა. კავანი…

Read more

ნეიმარ, შე ჩემ…

ერიკ კანტონამ ნეიმარი ჩემოდანს შეადარა, რომელიც ხელის ოდნავ მირტყმაზე  ჩიკორივით ბზრიალებს. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კანტონა ამბობს: „ეს ჩემი ახალი ჩემოდანია, რომელსაც ნეიმარი დავარქვი ფერის გამო ( ნეიმარის თმა  ყვითლადაა შეღებილი ), მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ოდნავ შეხებაზე საათობით ტრიალებს. ნეიმარ, შენ დიდებული ფეხბურთელი და შესანიშნავი მსახიობი ხარ, მაგრამ ფრთხილად იყავი ! მარჯვენა მხარზე თუ დაგეჯახნენ,…

Read more

როგორ გააჩერეს ფრანგებმა მესი

საფრანგეთის ნაკრებმა არგენტინას 4:3 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. მართალია, არგენტინელთა ლიდერმა ლეო მესიმ ამ შეხვედრაში ორი საგოლე პასი შეასრულა, მაინც ჩაითვალა, რომ მეტოქემ ის გაანეიტრალა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მესიმ გოლი ვერ გაიტანა და ვერც თავისი ცნობილი დრიბლინგიებით გამოიჩინა თავი. მატჩის შემდგომ ჟურნალისტებმა „ლურჯების” თავკაც დიდიე დეშამს სწორედ ის ჰკითხეს, თუ რა ხერხი დაუპირისპირეს მისმა შეგირდებმა…

Read more

რონალდუს ბოლო ჩემპიონატი

კრიშტიანუ რონალდუ ვერაფერს გახდა — პორტუგალიის ნაკრები მერვედფინალში ურუგვაისთან დამარცხდა (1:2) და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა. ამრიგად „რუსეთი-2018″ 33 წლის ვარსკვლავისთვის მესამე და სავარაუდოდ ბოლო მონდიალი იყო. საეჭვოა კრიშტიანუმ კვლავ მოინდომოს სანაკრებო ტურნირებში მონაწილეობა. დამთავრდა თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატი პორტუგალიელთათვის, ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა დაუყოვნებლივ გამოთქვა იმედი, რომ რონალდუ სექტემბრიდან ერთა ლიგის შეჯიბრებაში ჩაებმება, მაგრამ თავად…

Read more

არგენტინელთა მთავარი შეცდომა

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ოსვალდო არდილესმა ლეო მესი, ხორხე სამპაოლი და მთელი მისი ქვეყნის აწ უკვე გავარდნილი ნაკრები მკაცრად გააკრიტიკა. 65 წლის ვეტერანმა თავისი ემოცია „ტვიტერით” გამოხატა. „ვულოცავ საფრანგეთს მეოთხედფინალში გასვლას და მომავალ თამაშებში დიდ იღბალს ვუსურვებ. არგენტინა: რა სამწუხაროა. ჩვენ ხომ შეგვეძლო ძალიან კარგი გუნდი გვყოლოდა, მაგრამ ყველა ასპექტში შეცდომები დავუშვით. ვფიქრობ, პირველი…

Read more