რუსებს რომ წაეგოთ, მედია არა, მაგრამ რიგითი ქომაგი ყველაზე ხშირად ჯავრიან გულზე დალეულ ლუდს სიტყვას – „Козлы“ დააყოლებდა. ესპანელო კოლეგებო, ხვალინდელი მიმოხილვების საპირველგვერდო სათაურად ამ სიტყვის ზედმიწევნით თარგმანს გთავაზობთ – CABRONES! ესეც ასე… ესპანეთის ნაკრებმა თავისი „ტიკი-ტაკათი“ იმდენი „ატიკი-ტაკა“, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა არ დარჩა. ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა „ფურია როხამ“ ერთობ უსახური ფეხბურთის გარდა ისიც…
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ბანალური და გაცვეთილი სიტყვები ზუსტად გამოხატავს მომხდარის არსს – ეპოქა დასრულდა. სიმბოლურია, რომ მესი და კრიშტიანუ ერთ დღეს დაემშვიდობნენ მსოფლიო ჩემპიონატს და ალბათ, სანუკვარი ოქროს თასის აღმართვის შანსიც საბოლოოდ გაუშვეს ხელიდან. მომავალ, ყატარულ მონდიალზე მესი 35 წლის იქნება, რონალდუ 37-ის… გუშინ ისინი ღრმად მოხუცებულ წყვილს ჰგავდნენ, რომლებსაც უერთმანეთოდ ცხოვრება აღარ…
მსოფლიო მას-მედიასა და სოციალურ ქსელებში კრიშტიანუ რონალდუს მისამართით უამრავი ქების სიტყვა ითქვა. მიზეზი ნათელია: პორტუგალიელთა ლიდერი ურუგვაელ მეტოქეს, მისი გუნდის კარში ორი გოლის ავტორს, დაშავებულ ედინსონ კავანის მოედნიდან გასვლაში დაეხმარა. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა 31 წლის კავანი თავისი ქვეყნის ნაკრებს მეოთხედფინალში, ფრანგებთან შეხვედრაში დაეხმაროს. ურუგვაელთა მერვედფინალის გმირი შეხვედრის დასრულებამდე 17 წუთით ადრე დაშავდა. კავანი…
ერიკ კანტონამ ნეიმარი ჩემოდანს შეადარა, რომელიც ხელის ოდნავ მირტყმაზე ჩიკორივით ბზრიალებს. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კანტონა ამბობს: „ეს ჩემი ახალი ჩემოდანია, რომელსაც ნეიმარი დავარქვი ფერის გამო ( ნეიმარის თმა ყვითლადაა შეღებილი ), მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ოდნავ შეხებაზე საათობით ტრიალებს. ნეიმარ, შენ დიდებული ფეხბურთელი და შესანიშნავი მსახიობი ხარ, მაგრამ ფრთხილად იყავი ! მარჯვენა მხარზე თუ დაგეჯახნენ,…
საფრანგეთის ნაკრებმა არგენტინას 4:3 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. მართალია, არგენტინელთა ლიდერმა ლეო მესიმ ამ შეხვედრაში ორი საგოლე პასი შეასრულა, მაინც ჩაითვალა, რომ მეტოქემ ის გაანეიტრალა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მესიმ გოლი ვერ გაიტანა და ვერც თავისი ცნობილი დრიბლინგიებით გამოიჩინა თავი. მატჩის შემდგომ ჟურნალისტებმა „ლურჯების” თავკაც დიდიე დეშამს სწორედ ის ჰკითხეს, თუ რა ხერხი დაუპირისპირეს მისმა შეგირდებმა…
კრიშტიანუ რონალდუ ვერაფერს გახდა — პორტუგალიის ნაკრები მერვედფინალში ურუგვაისთან დამარცხდა (1:2) და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა. ამრიგად „რუსეთი-2018″ 33 წლის ვარსკვლავისთვის მესამე და სავარაუდოდ ბოლო მონდიალი იყო. საეჭვოა კრიშტიანუმ კვლავ მოინდომოს სანაკრებო ტურნირებში მონაწილეობა. დამთავრდა თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატი პორტუგალიელთათვის, ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა დაუყოვნებლივ გამოთქვა იმედი, რომ რონალდუ სექტემბრიდან ერთა ლიგის შეჯიბრებაში ჩაებმება, მაგრამ თავად…
არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ოსვალდო არდილესმა ლეო მესი, ხორხე სამპაოლი და მთელი მისი ქვეყნის აწ უკვე გავარდნილი ნაკრები მკაცრად გააკრიტიკა. 65 წლის ვეტერანმა თავისი ემოცია „ტვიტერით” გამოხატა. „ვულოცავ საფრანგეთს მეოთხედფინალში გასვლას და მომავალ თამაშებში დიდ იღბალს ვუსურვებ. არგენტინა: რა სამწუხაროა. ჩვენ ხომ შეგვეძლო ძალიან კარგი გუნდი გვყოლოდა, მაგრამ ყველა ასპექტში შეცდომები დავუშვით. ვფიქრობ, პირველი…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes