6 სექტემბერს ყაზახეთი-საქართველოა. ფიქრები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანასკენ. ერთა ლიგის პირველი მატჩი იქ გველის და ბევრი რამ სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა. ვის შეიძლება ველოდოთ ვლადიმირ ვაისის ნაკრებში? იმ ახალწვეულებზე, ან „ძველწვეულებზე“ დავწერთ, რომლებმაც ამ ზაფხულს კარიერულად მოუმატეს – გუნდი შეიცვალეს და ეს წაადგათ, ან სადაც იყვნენ, იქ კარგად ათამაშდნენ. იმ ფეხბურთელებს ჩამოვთვლით, რომლებსაც ვაისი არ იძახებდა….
ოღონდ კი ჰარი მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავიდეს და „ლესტერ სიტი” მზად არის ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგოს — კვირაში 95 000 გირვანქამდე გაუზარდოს. ჟიოზე მოურინიუ მაგუაირის ყიდვას მეტისმეტად ეშურება, „მელიები” კი 60 მილიონად შეფასებულ ფეხბურთელს ებღაუჭებიან, ცდილობენ ცოცხალი თავით არ გაუშვან. „მანჩესტერ იუნაიტედში” პრობლემაა — მოურინიუს აღმასრულებელ შეფ ედ ვუდვორდთან გაუფუჭდა ურთიერთობა და ვინ იცის ლესტერიდან…
არავის არ ვლანძღავთ ან ვამცირებთ. „ბებერმა ქალბატონმა“ მომავალი სეზონისთვის სათადარიგო ფორმა წარადგინა – სიმპათიური მუქი ნაცრისფერი მაისურები ყვითელი ზოლებით. ის რაც პრეზენტაციაზე მირალემ პიანიჩმა, ხუან მატამ და ჯესი ლინგარდმა მოირგეს, ორი კვირით ადრე ოკეანური ნაგავი იყო – ტალღებზე მოტივტივე პლასტიკის ბოთლები. იმავე მასალითაა დამზადებული „მანჩესტერის“ სათადარიგო ფორმაც, რომელსაც საიუბილეო დატვირთვაც აქვს – 50 წლის წინ…
ლევერკუზენის „ბაიერის” 28 წლის გარემარბმა კარიმ ბელარაბიმ გუშინ, დილით, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, შუადღისას კი მან უკვე გუნდურ წვრთნაში მიიღო მონაწილეობა და ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. ბელარაბის ვარჯიშზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ 24 ივლისს, „ვუპერტალთან” ამხანაგური შეხვედრის დროს მან გონება დაკარგა. მოთამაშემ ერთი ღამე საავადმყოფოში გაატარა. ახლა, გამოჯანმრთელებული იგონებს: „იმ დღეს, დილიდან ცოტა სუსტად კი ვგრძნობდი თავს,…
პრექსიტი ბრექსიტის წაბაძვით მოგონებული საფეხბურთო სიტყვაა და იმას ნიშნავს, რომ როგორც ბრიტანეთი ევროკავშირს ისე პრემიერლიგა დანარჩენ ევროპას გამოეყო — სატრანსფერო ბაზარს ადრე ხურავს. და ეს ამბავი ძალიან არ მოსწონს „ტოტენჰემ ჰოთსპურის” არგენტინელ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს. პრექსიტის საკითხი შარშან მარტივი ხმის მიცემით გადაწყდა: პრემიერლიგის კლუბებმა 17 ხმით სამის წინააღმდეგ გადაწყვიტეს, რომ მათთან ახალი მოთამაშეების ყიდვა 9…
პორტუგალიის „ნასიონალის“ ვებ-გვერდმა 20 წლის ქართველ ფეხბურთელს მიუსამძიმრა, ხოლო ფეხბურთელებმა მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ ფოტოზე ჩანს როგორ გაამხნევეს ჩვენიანი: გასახდელში არაბიძის 7-ნომრიანი მაისურა გამოფინეს. არაბიძე ამ ზაფხულს გადავიდა „ნასიონალში“ და სამი გოლი გაიტანა ამხანაგურ მატჩებში. იმედია, ეს ნიჭიერი გარემარბი რთულ საკლუბო პერიოდს თავს დააღწევს და ისე ათამაშდება, როგორაც მისგან ველით. ან ეგებ უკვე დააღწია?!
მადრიდის „რეალი“ ამჟამად აშშ-ში იმყოფება და „მანჩესტერთან“ პირველი საკონტროლო მატჩისთვის ემზადება. სამეფო კლუბის ვარჯიშებიდან ხმა გამოვიდა, რომ ახალი მწვრთნელი ხულიან ლოპეტეგი თავდასხმაში ბენზემა-ბეილი-ვინისიუსის ტრიოს ამზადებს. ცენრფორვარდის პოზიციაზე ფაქტობრივად უკონკურენტოდაა ქარიმ ბენზემა. მარჯვენა ფლანგიდან შეუტევს გარეტ ბეილი, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მკვეთრად გაეზრდება სათამაშო დრო. რაც შეეხება „რეალის“ ახალწვეულ ვინისიუს ჯუნიორს, სულ 18 წლისაა, მაგრამ ხულიან…
ჩვენს გუშინდელ ტრიუმფატორს atpworldtur.com-მა სპეციალური სტატია უძღვნა, სადაც ხაზგასმულია, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორია გადაწერაო. ATP-500 სერიის კი არა, დამოუკიდებლობის ხანაში ტურის უფრო დაბალი რანგის ტურნირიც კი არ მოუგიათ ქართველებს. დღემდე ყველაზე წარმატებული ირაკლი ლაბაძე გახლდათ, რომლის საუკეთესო შედეგიც რეიტინგის 42-ე საფეხური იყო. ამ სიმაღლეს ირაკლიმ მასტერსის სერიის ორ ნახევარფინალში გასვლით მიაღწია, თუმცა კარიერა ისე…
გაწბილებული ჟოზე მოურინიუ თავის ფეხბურთელებს შვებულებების შეკვეცას და სეზონისწინა შეკრებაზე რაც შეიძლება მალე ჩასვლას სთხოვს. „იუნაიტედმა”, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის გმირების გარეშე ვარჯიშობს ერთი საკონტროლო თამაშიც კი ვერ მოიგო, „ლივერპულთან” 1:4 წაგებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მეორე მხრივ, როგორ გინდა დასვენება შეაწყვეტინო ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლომდე იყვნენ. პოლ პოგბამ, ჯესი ლინგარდმა, რომელუ ლუკაკუმ და მარუან ფელაინიმ…
ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატზე ტყუილი გორაობისა და ეგრეთწოდებული ყვინთვის გამო იმდენი აკრეტიკეს, რომ ბოლოს თავად აღიარა, ზედმეტი მომივიდაო. შეგახსენებთ, რომ დაუთვალეს: მსოფლიოს ჩემპიონატზე მან მოედანზე ჯამში 14 წუთი იკოტრიალა. ნეიმარის თეატრალურმა ქცევამ ვიდეოთამაშების შემქმნელებსაც კი გაუხსნა გონება და მისი მიბაძვით ახალი გასართობები მოიგონეს. ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ახალგამოსულ ვიდეორგოლში, უფრო სწორედ კი ბრაზილიაში…
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ოსმან დემბელეს „ბარსელონაში” თავისი მდგომარეობა არ მოსწონს. გასულ სეზონში იყო და ძირითადი შემადგენლობისკენ გზა ვერ გაიკაფა, ახლა არის და მისი მომავალი ბუნდოვანია. მდგომარეობა ბრაზილიელი მალკომის გამოჩენამ დაძაბა. ის 21 წლის მსოფლიოს ჩემპიონის პირდაპირი კონკურენტია. დემბელეს პრობლემა სათამაშო დროა. ესპანეთის ჩემპიონთა ხელმძღვანელებმა მისი დაწყნარება სცადეს, დაჰპირდნენ, რომ სათადარიგოთა სკამზე არ დარჩებოდა და…
ანდრე შურლე ბედნიერია „დორტმუნდიდან” „ფულემში” უფრო სწორად კი ბუნდესლიგიდან პრემიერლიგაში რომ გადავიდა. გერმანიაში გაჩერება აღარ მინდოდაო. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გარემოს გამოცვლას ეშურებოდა. „გერმანიიდან გაღწევა მსურდა. მინდოდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უფრო წყნარი და მშვიდობიანი გარემო მომეძებნა, — უთხრა „მაინცის”, „ლევერკუზენის”, „ჩელსის”, „ვოლფსბურგის” და „დორტმუნდის” ყოფილმა მოთამაშემ „სქაი სპორტს” და დასძინა, — „ფულემი” ჩემი შეძენით…
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგანი დააქუხა. გერმანიის ღია პირველობის მოგებით ქართველმა ჩოგბურთელმა არამხოლოდ 500-იანი სერიის, ანუ ATP-ს მესამე რანგის ელიტარული ტურნირი მოიგო, არამედ დაგვარწმუნა, რომ შეუპოვრობა ფასდება. ამ გამარჯვებამდე ბასილაშვილმა თითქმის 10 წელი იარა. ადვილი როდი იყო მსოფლიო ჩოგბურთის გაუვალ ჯუნგლებში სიარული, უმკაცრესი კონკურენციის პირობებში მოთმინების, ფორმის, ხასიათის შენარჩუნება, დასანანი დამარცხებების ჩანაცვლება უმძიმესი გამარჯვებებით. ნიკოლოზმა ეს შეძლო,…
ბარსელონაში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქანცის გამომცლელ ნახევარფინალებში სერბებმა ხორვატები (9:7) და ესპანელებმა იტალიელები (8:7) დაამარცხეს, მაგრამ გადამწყვეტი თამაშისთვის მაინც მხნეობით სავსენი ჩანდნენ, რაც სპეციალისტების გაკვირვებას იწვევდა. ერთერთი კომენტატორის თქმით, წყალბურთელები ყოველ თამაშში ორ კილომეტრამდე მანძილს ფარავენ, რაც დიდად ბევრი არ არის, როცა თავისუფლად ცურავ, მაგრამ მხარზე 100-კილოგრამიანი მეტოქე როცა გკიდია, დიდ ძალებს მოითხოვს. მეშვიდე…
ევროპული ფეხბურთის გრანდები წინასასეზონო მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში აშშ-ში აგრძელებენ ბურთაობას. ტურნირს Internacional Champions Cup ჰქვია და წლიდან წლამდე პოპულარობაც ემატება. დასტურად ისიც კმარა, რომ წუხელ ქალაქ ან-არბორში „მიჩიგან სთედიუმზე“ გამართულ „ლივერპული“-„მანჩესტერის“ მატჩს 101 254 მაყურებელი დაესწრო. პირველი ტაიმის 1:1-ის შემდეგ ორივე გუნდმა თითქმის სრულად განაახლა შემადგენლობა და მეორე ნახევარში კლოპის შეგირდებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს…
„სანი” წერს, რომ ედენ აზარს შეუძლია „რეალში” გადასვლაზე ოცნება მოთოკოს — მადრიდელები ბელგიის ნაკრების კაპიტანზე აღარ ფიქრობენ და „ჩელსისგან” მხოლოდ მეკარე ტიბო კურტუა უნდათ. დასავლეთ ლონდონელები აზარის სანაცვლოდ „რეალისთვის” 150 მილიონი გირვანქის გამორთმევას აპირებდნენ, მაგრამ „თეთრებს” გადაუწყვეტიათ არ აჩქარდნენ — ბოლოს და ბოლოს, ერთი წლის შემდეგ თავდამსხმელი შეიძლება დღევანდელის ნახევარი ფასიც კი ღირდეს. დღეს ბელგიელი…
მიჩიგანში „ლივერპულმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა — 4:1. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მანჩესტერელთა გამწარებულმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თავისი კლუბის ხელმძღვანელების გასაგონად მოურიდებლად ილაპარაკა, რომ ისინი სატრანსფერო ბაზარზე პასიურობენ და ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის. პორტუგალიელმა თქვა, რომ ამ ზაფხულს „შახტარისგან” ნაყიდი ფრედის, „პორტუსგან” ნაყიდი დიოგო დალოტისა და „სტოკ სიტისგან” ნაყიდი მეკარე ლი გრანტის გარდა კიდევ ორი ახალი მოთამაშე სჭირდება….
სენ-პე-სიურ-ნიველი პატარა ბასკური ქალაქია დასავლეთ პირენეებში. აქაურები შუა საუკუნეებში თავს ძირითადად მეზღვაურობით ირჩენდნენ. ხშირად ისინი კანადამდეც კი მიცურავდნენ ვეშაპებზე სანადიროდ და სოფელი ნახევარი წლით მხოლოდ ქალების და ბავშვების ამარა რჩებოდა. ერთხელაც ამით სარგებლობა მოუნდათ იქაურ დიდგვაროვნებს ტრისტან დ’ურტუბის და ჟან დე კოპენ დ’ამუს, თითქოს ცოტა ჰქონდათ მიწა, მაგრამ უფრო მეტი მოინდომეს. ანრი IV-ს საჩივარი მიწერეს…
ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ფინალი 500-იან მსოფლიო ტურში! ყოჩაღ! ეს ყოველგვარ მოლოდინსა და იმედზე მეტია. ჰამბურგის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში მასზე მაღლა მდგომი ზედიზედ მეოთხე მეტოქის, ნიკოლას ჯარის დამარცხებით შეაბიჯა. დღევანდელი ნახევარფინალის პირველ სეტში ნიკამ 2:2-ზე მოწოდება დათმო, მერე მეტოქეებმა თითო გეიმი გაცვალეს და საქმეში წვიმა ჩაერია, რამაც ორიოდ საათით შეაფერხა შეხვედრა. გაგრძელების შემდეგ…
ფრანგული საკლუბო რაგბი ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა და რახან ამ ქვეყნის კლუბებში მრავალი ათეული ქართველი მორაგბე ირიცხება, ეს პროცესი ჩვენთვისაც ფრიად საინტერესოა. მოსამზადებელი პერიოდი ყველას სხვადასხვაგვარი აქვს. მაგალითად, საფრანგეთის ტოპ 14-ის გასული რეგულარული სეზონის მეორეადგილოსანი და ჩემპიონთა თასის ფინალისტი „რასინგი“ თბილისს სტუმრობს, ხოლო ვიდრე პარიზელები ვაკეში „მიხეილ მესხზე“ „ზაფხულის თასისთვის“ იბრძვიან, საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი „მონპელიე“ ახალი…
საქართველო დიდი სპორტსმენების სამშობლოა. ჩვენს ქვეყანაში აღიზარდნენ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები წყალბურთში, ცურვასა და წყალში ხტომაში. მაგრამ ეს ყველაფერი გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მოხდა. მას მერე კი, მოგეხსენებათ, იყო დიდი და ხანგრძლივი კრიზისი. კრიზისი არა მხოლოდ სპორტის საწყლოსნო სახეობებში – ეს იყო ნგრევის, ომებისა და ამ უბედურებებით გამოწვეული დეპრესიის წლები. ამ…
ალბათ, არ გჭირდებათ შეხსენება, ივან რაკიტიჩი რა კაცია – მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „ბარსელონას“ მაისურით აგერ უკვე მეხუთე სეზონს იწყებს და აქამდე გამართულ 135 შეხვედრაში 21 გოლიც გაუტანია. სად რაკიტიჩი და სად ლევან ყენიაო? კარგად რომ ჩავეძიოთ, რაკიტიჩის სუპერკარიერა ცოტათი ლევანის დამსახურებაა… სულ ცოტათი… რიკოშეტით, მაგრამ მაინც… საქმე იმაშია, რომ გერმანულ „შალკეში“ ყენიას…
ოღონდ კი შეინარჩუნოს და მაურიციო სარი მზად არის ედენ აზარს „ჩელსის” კაპიტნობა უბოძოს. არადა, „ჩელსის” იტალიელი მწვრთნელი ბელგიელი ვარსკვლავის დაკარგვის რისკის წინაშე დგას. 150 მილიონ გირვანქად ანუ 168,5 მილიონ ევროდ ღირებული აზარის შეძენას „რეალი” ეშურება და არც ფეხბურთელი მალავს, რომ თუკი შანსი მიეცემა სიამოვნებით გადაბარგდება „სანტიაგო ბერნაბეუზე”. „ჩელსის” კი ახალი კაპიტანი ჯერ არ აურჩევია. სარი…
ამერიკულ შეკრებაზე, ენ არბორში, იურგენ კლოპმა ასე იხუმრა: „ცხოვრებაში ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჟოზეს გაღიმებაა, ვინაიდან ეს არც ისე ხშირად ხდება”. ახლა, მოვყვეთ რა ხდება. ორიოდ დღის წინ დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპი სატრანსფერო პოლიტიკის, უფრო ზუსტად კი ახალ ფეხბურთელებში დიდძალი ფულის ხარჯვის გამო გააკრიტიკა. პორტუგალიელის სიტყვამწარეობა ჰაერიდან არ მოსულა. მას…
ზეწარმატებული და ზეიღბლიანი გამოდგა მიმდინარე კვირა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი გერმანიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალშია. მსოფლიოს 81-ე ჩოგანმა ბასილაშვილმა მე-13 ჩოგანი პაბლო კარენო ბუსტა ორ სეტში დაამარცხა – 7:6, 6:4. ანგარიშმა არ მოგატყუოთ. ჩვენებურმა გვარიანად გვანერვიულა. ჯერ პირველ სეტში 5:3 დაწინაურებულმა ზედიზედ სამი გეიმი და ლამის სეტიც დათმო, მაგრამ გაათანაბრა და ტაი-ბრეიკი 7:3 მოიგო. მეორე…
1. ვატიკანი 2. გუადელუპის ნოტრ-დამი მეხიკოში 3. ფატიმას ნოტრ-დამი პორტუგალიაში 4. ლურდის ნოტრ-დამი… საფრანგეთში ზოგი რეიტინგი ლურდის ეკლესიას ანიჭებს მესამე ადგილს ამ ჩამონათვალში, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი მომლოცველი ჰყავს, რომელთაგან 60-70 ათასი ავადმყოფი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ტურ დე ფრანსის დღევანდელი საწყისი წერტილი კათოლიკურ სამყაროში წმინდა ადგილია, რომლის მოლოცვაც მორწმუნეთათვის განმრთელების და ბევრი…
გამარჯობა შენი, რამდენი ხანია რა მინახიხარ? მხარზე ხელს ნუ მიტყაპუნებ! რა იყო, რა მოგივიდა? ჯარიმაა! რა არის ჯარიმა? მხარზე ხელის დატყაპუნება. ეე, ისევ ფიფას წინააღმდეგი ხარ? მე მხარზე ხელის დატყაპუნების წინააღმდეგი ვარ. ჩემპიონატი არ მოგწონს? რა არის მოსაწონი? მსაჯები დროს რომ არ ამატებდნენ გოლი არც გავიდოდა. რატომ? სულ 46-ე და 91-ე წუთებზე გააქვთ. და ჩემპიონი…
ფილ ფოდენი რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ტურისტად იყო ჩასული, ინგლისის ნაკრებს გულშემატკივრობდა, მაგრამ დიდი შანსია 2022 წელს, ყატარში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყოს. ფოდენი, რომელიც „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია, ეგრეთწოდებული შემქმნელი ნახევარმცველი გახლავთ, ამ ამპლუის გამორჩეული ფიგურა კი გარეთ საუთგეიტს მონდიალზე აშკარად აკლდა. ინგლისური პრესა წერს, რომ მომავალში ნაკრების პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება სწორედ ეს 18 წლის ამომავალი ვარსკვლავი…
ანტონი მარსიალი მამა გახდა. მისმა მეგობარმა ქალმა მელანი და კრუსმა ბიჭი შვა, სახელად სვონ ანტონი. მარსიალისთვის ეს მეორე შვილია. უფროსი გოგონა პეიტონი მას ორი წლის წინ ყოფილ მეუღლესთან სამანტა ჟაკლინთან შეეძინა. შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბმა სამანტა ჟაკლინი მელანი და კრუსის გამო დატოვა. დაგვეთანხმებით, 22 წლის ბიჭისთვის მდიდარი ბიოგრაფიაა. მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად აშშ-ში იყო, სეზონისწინა შეკრებაზე,…
მალკომის გატაცებით გამწარებული „რომას” პრეზიდენტი ამბობს, „ბარსელონამ” ლიონელ მესი მომცეს და დანაშაულს გამოსყიდულად ჩავუთვლიო. მოგეხსენებათ, 21 წლის ბრაზილიელი გარემარბი თვითმფრინავში ჩაჯდომასღა ელოდა იტალიის დედაქალაქში რომ ჩაფრენილიყო და კლუბთან ხელშეკრულება გაეფორმებინა, როდესაც საქმეში ესპანეთის ჩემპიონი ჩაერთო, მეტი ფული გადაიხადა და რომის აეროპორტში მომლოდინე იტალიელ გულშემატკივარს თავი ბრიყვებად აგრძნობინა. ერთი სიტყვით, მალკომი რომის ნაცვლად ბარსელონას გაემგზავრა და…
“დეილი მეილს” უყვარს ამბავთა ჩხრეკა და ამოდსაკითხავი სიახლეების გამოძერწვა. ინებეთ მორიგი ისტორია: “ტურ დე ფრანსის” ოთხგზის გამარჯვებული, ბრიტანელი კრის ფრუმი რბოლის მე-17 ეტაპზე ცოტა შეშფოთდა, მაღლა მთაში ვარ, ემანდ სურდო არ ავიკიდოო და გზაში ნაცრისფერი ლაბადა მოისხა. ტურის უსაფრთხოების სამსახურებს და პოლიციას კი საკუთარი საზრუნავები აქვთ: პელოტონს ხან ქვეითი შერეკილი აეკიდება, ხანაც ველოსიპედიანი. არიან ნამდვილი…
ასწლიანი და რელიგიური ომებით მრავალჯერ დანგრეული ტრი-სიურ-ბაიზის მთავარი ღირსშესანიშნაობის ნახვა თუ გსურთ სულაც არაა საფრანგეთში ჩასვლა საჭირო. გაცილებით შორს მოგიწევთ გამგზავრება, ატლანტიკის ოკეანის გადაკვეთა და ნიუ-იორკში სტუმრობა. რაოდენ უცანაურიც არ უნდა იყოს იქ არც რაიმე ტილოს და არც ქანდაკების სანახავად არ გგზავნით – ჰუძონის ნაპირას, ბრონქსიდან ორ ნაბიჯშია მუზეუმი The Cloisters, რომელიც შუა საუკუნეების ოთხი…
დღეს, საღამოს რვა საათზე თბილისსა და ქუთაისში დაიწყება ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები. ორივე დიდი ქართველი ფეხბურთელის სტადიონებზე – მიხეილ მესხისა და რამაზ შენგელიასი. წარსულით ტკბობა შორს წაგვიყვანს და ვიცით, რომ არ გვშველის. მეტოქეს სულ არ ედარდება, რამდენად დიდი ფეხბურთელის სახელობის სტადიონზე თამაშობს. საჩხერის “ჩიხურა“ სლოვენიურ “მარიბორს“ დაუხვდება. ფავორიტი “მარიბორია“, რომელიც, რაც სლოვენია…
აი, მგონი დამთავრდა ეს ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატი. დახუჭეთ თვალები და გაიხსენეთ – რა წარმოგიდგებათ თვალწინ? ეს მრავალფეროვანი ჩემპიონატი იყო. ბუცების და თმების ფერით დაწყებული, თამაშით დამთავრებული. ასეთი სიჭრელე აქამდე არც კი მინახავს. ასეთი ჭრელი ჩემპიონატი არ ყოფილა. მაგრამ სიჭრელე თვალს კი ახაარებს. მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის? რა თქმა უნდა, ლამაზი გოლები. ასეთები, რასაკვირველია,…
ბერნატ პიკორელის საწყლოსნო კომპლექსში, რომელიც ბარსელონას ოლიმპიადის (1992) შემდეგ მეოთხედი საუკუნეა ერთგულად ემსახურება ზეპურ საწყლოსნო მოვლენებს, სიცხე მატულობს. წყალბურთში ევროპირველობის მეორე ეშელონმა ადგილები უკვე გაინაწილა. 16 რჩეულ ევროპულ ნაკრებს შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, რომელმაც სლოვაკეთთან გმირული 8:6-ის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიცია დაიმტკიცა და წინა ევროს შედეგს ერთი საფეხურით გადააბიჯა. მთავარი ამბები კი, ცხადია, მეოთხედფინალურ…
მო სალაჰმა „ლივერპულის” მაისურით თამაში ზუსტად იქიდან გააგრძელა, სადაც შეწყვიტა — მოედანზე შევიდა და 52 წამში გოლი გაიტანა. ეგვიპტელი, რომელმაც გასულ სეზონში 44 გოლი შეაგდო, არდადეგების შემდეგ ვარჯიშს წინა პარასკევს შეუდგა. შეხვედრა, რომელზეც მოგახსენებთ ნიუ ჯერსიში გაიმართა. ერთმანეთს „ლივერპული” და „მანჩესტერ სიტი” ეთამაშნენ. აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ მონაწილენი MetLife Stadium-ის გაზონზე დარდობდნენ — შაბათსა და…
ბანიერ-დე-ლუშონში ტურ დე ფრანსის პირველი სტუმრობა 1910 წლით თარიღდება. „პირინეის დედოფალი“ გასული საუკუნის დასაწყისში ოქტავ ლაპიზმა დაისაკუთრა. ფრანგი იმ წელს ტურ დე ფრანსის ჩემპიონიც გახდა, ორი წლით ადრე ოლიმპიადაც მოიგო, მერეც ბევრგან ივარგა და პირველი მსოფლიო ომის გმირიც გახდა. ველოსიპედი თვითმფრინავზე გაცვალა, ბევრი ბრძოლა მოიგო, მაგრამ 1917 წლის 14 ივლისს, ბასტილიის დაცემის დღეს, თავადაც გმირულად…
ირა ზაქარეიშვილი ჰიორინგიდან ნორვეგიული „სარპსბორგის“ დამარცხების მერე 3-1 (ბექაური გეგა-2 და კარანაძე სოსო) ნორვეგიული „ტვეიტის“ ჯერიც დადგა – 5-0! ზაზა დიდებაშვილის აღსაზრდელები ორმეტრიან ნორვეგიელებს ისეთი ჟინით ებრძოდნენ, განსაკუთრებით 2 ყველაზე პატარა (2 წლით უმცროსები!!!) ტატო მორგოშია და ლუკა დევდარიანი, რომ ბურთი დაუმალეს. ისეთი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს ქართველებმა, ნორვეგიელთა მწვრთნელები თავად მოვიდნენ ჩვენებთან, უთუოდ ფინალში უნდა…
სხვა სიტყვით ვერ დაახასიათებ გერმანელ სუპერვარსკვლავს, რომელმაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საკუთარი ეპოქა უკვე შექმნა და აგერ, ალბათ, დაუმხობელი რეკორდის ავტორიც შეიქნა – „დალას მავერიქსმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ ერთწლიან და 5-მილიონიან კონტრაქტს უფორმებს 40 წლის ნივიცკის. ეს მისი 21-ე სეზონი იქნება ტეხასურ გუნდში, რაც NBA – ს ყველა დროის რეკორდია. აქამდე ნოვიცკი საუკეთესო შედეგს კობი ბრაიანტთან იყოფდა,…
„ბაიერნი” აშშ-შია, ახალი სეზონისთვის ემზადება, მისი თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე კი გუნდს ახლავს და თან ჟურნალისტებს ხვდება, საზოგადოების ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მას-მედიის ინტერესის საგანს წარმოადგენს ჯერომ ბოატენგის „პარი სენ ჟერმენში” გაყიდვაა. როგორც ჩანს, თუკი კლუბები თანხაზე შეთანხმდებიან, სხვა წინააღმდეგობა არ უნდა იყოს. „დავიცადოთ და ვნახოთ გამოვნახავთ თუ არა საერთო ენას. შევძლებთ თუ არა…
ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ათი ნომინანტი იბრძოლებს. ათეული, რომელშიც ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავი ნეიმარი ვერ მოხვდა, წარსულის დიდ მოთამაშეთაგან შედგენილმა კომისიამ შეადგინა. ნომინანტთა სია ასეთია: კრიშტიანუ რონალდუ, კევინ დე ბრუინი, ანტუან გრიზმანი, ედენ აზარი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ლუკა მოდრიჩი, მოჰამედ სალაჰი და რაფაელ ვარანი. კომისიის წევრები იყვნეენ: ბრაზილიელები…
ირა ზაქარეიშვილი ჰიორინგიდან „ვიტ ჯორჯიასა“ და „საბურთალოს“ ჭაბუკთა გუნდებმა შვედეთის „გოტია კაპის“ მერე დანიაში გადაინაცვლეს და 25 ათას კაციან პატარა ქალაქ ჰიორინგის ცენტრალურ სტადიონზე 1982 წლიდან დამკვიდრებულ „დანა კაპზე“ გახსნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. ტურნირზე 1000 გუნდი ითამაშებს 46 ქვეყნიდან, რომელთაც 288 არბიტრი განსჯის მსოფლიოს 21 საფეხბურთო ფედერაციიდან. პატარა ჰიორინგში და მის გარშემო სულ 65 მწვანე…
ჩემპიონშიფელი „შეფილდ უენსდისა” და მეორელიგელი „მენსფილდის” შეხვედრა თავპირისმტვრევით დამთავრდა. თუ ვინმეს ანგარიშიც აინტერესებს, „მენსფილდმა” 2:1 მოიგო. თამაში მენსფილდში იყო. მოგეხსენებათ, ჩემპიონშიფი პრემიერლიგის ქვედა დონეა, რომლის მერეც მოდის პირველი ლიგა და აი, მას მოსდევს მეორე. საინტერესოა, რომ თამაში დამთავრდა, ანუ 90 წუთი გავიდა და შედეგი დაფიქსირდა, როდესაც ფეხბურთელები ერთმანეთს დაეტაკნენ. ჩხუბი იყო მუშტებით. მოსეირეებმა ნოკაუტებიც დათვალეს….
„ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ფეხბურთელების რაოდენობა აუცილებლად შემცირდება. „გუნდში ძალიან ბევრნი არიან, — მკაფიოდ განაცხადა მან, — აუცილებელია ორი-სამი ფეხბურთელის გასხვისება. საშობაოდ მაინც”. „შპორტ ბილდი” წერს, რომ თავიდან მოშორების ყველაზე სავარაუდო კანდიდატები არიან ჯერომ ბოატენგი, რომლის ტრანსფერზეც ამ ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ და ნახევარმცველი არტურო ვიდალი. ბოატენგს ძირითადად…
ლეგენდის მიხედვით კარკასონის სახელი IX საუკუნიდან მოდის. იმ დროს ქალაქი სარკინოზების ყოფილა. ფრანკთა დიდი ხელმწიფე შარლემანი (იგივე კარლოს დიდი) დიდძალი ჯარით დამდგარა ქალაქის ალყად, რომლის მმართველი, მეუღლის, მუსულმანი პრინცის ბალაკის ბრძოლის ველზე დაცემის შემდეგ ქალბატონი კარკასი გამხდარა და მედგარი წინააღმდეგობაც გაუწევია მომხდურთთათვის. ალყა იმდენი ხანი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 5 წელზე მეტი) გაგრძელებულა, ორივე ჯარს სანოვაგე…
მსოფლიოს ჩემპიონობა ყმაწვილურ ასაკში მეტისმეტად მძიმე ტვირთია საიმისოდ, რომ ღირსეულადაც ატარო და ვერც ჩხირკედელა ჟურნალისტებმა დაგიგონ ხაფანგი. კილიან მბაპე მონდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, სხვადასხვა ფორმაციის სიმბოლურ ნაკრებშიც მიუჩინეს ადგილი და გაწეული ქველმოქმედებისთვისაც (ჩემპიონობის საპრიზო 450 000 ევრო ინვალიდი ბავშვების სასარგებლოდ გაიღო) ქება და დიდება უძღვნეს. როგორც ჩანს, ამ ასაკშიც და ამ ნიჭშიც ბუდობს რაღაც…
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ველორბოლის, ტურ დე ფრანსის ეტაპების გამარჯვებულები ვალდებულები არიან ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ თავიანთი ველოსიპედები სპეციალურ შემოწმებაზე გაგზავნონ. სპეციალისტები უნდა დარწმუნდნენ, რომ ველოსიპედებში არანაირი დამატებითი მექანიზმი არ არის ჩამონტაჟებული, რაც სპორტსმენს აჩქარებაში დაეხმარება. ჟან კრისტოფ პერო, ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირის წარმომადგენელი: „აქ იგივე პრინციპია, რაც საავადმყოფოს რადიოგრაფიაზე, სადაც თქვენ გეუბნებიან, ნეკნი მოტეხილი გაქვთ თუ…
ანტონი მარსიალმა ბინაზე მოკლევადიანი იჯარა გააუქმა, რამაც „სანს” აფიქრებინა, რომ ფრანგმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა გადაიფიქრა. ბოლოხანს 22 წლის გარემარბი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს ფავორიტთა შორის აღარ იყო, რის გამოც „ოლდ ტრეფორდის” დატოვებას აპირებდა. თავის მხრივ, როდესაც „განსაკუთრებულმა” გაიგო, რომ მარსიალს თვალი გაქცევაზე ეჭირა, გაღიზიანდა. წერდნენ, თუ ფრანგი წავა მწვრთნელი მხოლოდ და მხოლოდ კმაყოფილი დარჩებაო. ბინის საკითხი კი…
სათაურის უფრო კორექტულად დაწერა წარმოუდგენელია. ამერიკელი ლეგენდარული მოცურავე, 6-გზის ოლიმპიური ჩემპიონი რაიან ლოხტე დოპინგის მიღებაში… რაიან ლოხტემ ამხილა! რაიანმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც გარკვეულ პრეპარატს ვენიდან გადასხმის გზით იღებს თავად პრეპარატი აკრძალული არ არის, მაგრამ არაუმეტეს ასი მილიგრამისა 12 საათში, თუ სპორტსმენს განსაკუთრებული თერაპევტული ნებართვა არ აქვს აღებული. ლოხტემ კი პრეპარატი გაცილებით დიდი დოზით…
ყველა მწვრთნელს თავისი მეთოდი აქვს. ისიც ფაქტია, რომ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ამ მეთოდების მიხედვით ბევრს ვერაფერს დაასკვნი, წარმატებული და წარუმატებელი სეზონის ბოლოს გამოჩნდება, მაგრამ თემა მაინც საინტერესოა. „მარკაც” სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ესპანურმა გაზეთმა „რეალის” ვალდებებასის საწვრთნელ ცენტრში შეიხედა. მართალია, „რეალის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ბოლო დღეებამდე მეტწილად ჯერ კიდევ დასასვენებლად იყვნენ და ახალ მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის,…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes