
სენ-პე-სიურ-ნიველი პატარა ბასკური ქალაქია დასავლეთ პირენეებში. აქაურები შუა საუკუნეებში თავს ძირითადად მეზღვაურობით ირჩენდნენ. ხშირად ისინი კანადამდეც კი მიცურავდნენ ვეშაპებზე სანადიროდ და სოფელი ნახევარი წლით მხოლოდ ქალების და ბავშვების ამარა რჩებოდა. ერთხელაც ამით სარგებლობა მოუნდათ იქაურ დიდგვაროვნებს ტრისტან დ’ურტუბის და ჟან დე კოპენ დ’ამუს, თითქოს ცოტა ჰქონდათ მიწა, მაგრამ უფრო მეტი მოინდომეს.

ასი მრბოლის ფინიშზე მისვლის მერე საუკეთესო დრო სქაის პოლონელ მიხალ კვიატკოვსკის ჰქონდა – 41’42’’. ეს დრო ლიდერებისთვის ერთგვარი ნიშნული გახდა. გერენტ ტომასი – ბოლო წლები ყველას ერთი და იგივე კითხვები ჰქონდა, რომ არ წაქცეულიყო ტომასი, რომ არ გაციებულიყო ტომასი, ფრუმის გრეგარი რომ არ ყოფილიყო ტომასი…

ორი კაპიტნის დავაში ტომასმა არაფერი დათმო, გარდა დღევანდელი ინდივიდუალური რბოლის რამდენიმე წამისა და ხვალ პირველი უელსელი გახდება, რომელიც ტურ დე ფრანსის ყვითელ მაისურს დაისაკუთრებს. ეტაპის სამეული კი სწორედ კვიატკოვსკის მჯობნმა ხალხმა შეადგინა. გაიმარჯვა ტომ დიუმულენმა (სანვები, ჰოლანდია), მეორეზე კრისტოფ ფრუმი გავიდა (სქაი, დიდი ბრიტანეთი) ერთწამიანი ჩამორჩენით, მესამე კი ყვითელმაისურიანი გერენტ ტომასი იყო (+14’’).
ტურ-დე-ფრანსი. საუკეთესო ხუთეულები
საერთო ჩათვლა (ყვითელი მაისური)
| მრბოლი | ქვეყანა | გუნდი | დრო |
|---|---|---|---|
| გერენტ ტომასი | დიდი ბრიტანეთი | სქაი | 83h 17' 13'' |
| ტომ დიუმულენი | ჰოლანდია | სანვები | + 01' 51'' |
| კრის ფრუმი | დიდი ბრიტანეთი | სქაი | + 02' 24'' |
| პრიმოჟ როგლიჩი | სლოვენია | ლოტო | + 03' 22'' |
| სტივენ კრუისვიკი | ჰოლანდია | ლოტო | + 06' 08'' |
სპრინტერთა ჩათვლა (მწვანე მაისური)
| მრბოლი | ქვეყანა | გუნდი | ქულა |
|---|---|---|---|
| პეტერ საგანი | სლოვაკეთი | ბორა | 477 |
| ალექსანდერ კრისტოფი | ნორვეგია | ემირატები | 246 |
| არნო დემარი | საფრანგეთი | გრუპამა | 203 |
| ჯონ დეგენკოლბი | გერმანია | ტრეკი | 178 |
| ჟულიენ ალაფილიპი | საფრანგეთი | ქუიკსტეპი | 143 |
მთის მეფის ჩათვლა (წითელკოპლებიანი მაისური)
| მრბოლი | ქვეყანა | გუნდი | ქულა |
|---|---|---|---|
| ჟულიან ალაფილიპი | საფრანგეთი | ქუიკსტეპი | 170 |
| უორენ ბარგილი | საფრანგეთი | ფორტუნეო | 91 |
| რაფაელ მაიკა | პოლონეთი | ბორა | 76 |
| გერენტ ტომასი | დიდი ბრიტანეთი | სქაი | 74 |
| ტომ დიუმულენი | ჰოლანდია | სანვები | 63 |
გუნდური ჩათვლა
| გუნდი | დრო |
|---|---|
| მოვისტარი | 250h 24' 53'' |
| მერიდა | + 12' 33'' |
| სქაი | + 31' 14'' |
| ლოტო | + 47' 24'' |
| ასტანა | + 01h 15' 32'' |
ავტორის პროფილი
- გაიოზ თალაკვაძე ფრანგული ენის უბადლო მცოდნე, ფრანგული სპორტისა და კულტურის დამფასებელი, თავად კულტურული და მშვიდი გურულია (sic) თბილისის ჯიგრიან უბან ნახალოვკიდან. მისი ტექსტები არსით ისეთივე წესიერია როგორც თავად გაიოზი.
უახლესი პოსტები
დავთარი01/08/2018 | 22:58სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს
დავთარი29/07/2018 | 01:12პირველი უელსელი ჯადოქრების ციხიდან
დავთარი28/07/2018 | 00:06ველოზე გაცვლილი თხილამურები
აქეთურ-იქითური27/07/2018 | 00:09რატომ მოწყდით მთავარ ჯგუფს?