სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს
ჩანაწერი

სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს

წერილის სათაური ნასესხებია “ტურ დე ფრანსის” ოფიციალური ვებგვერდიდან და წლევანდელი ტურის გამარჯვებულს, ანუ წლის საუკეთესო ველომრბოლს, გერენტ ტომასს ეხება. ტომასი პირველი უელსელი და მესამე ბრიტანელია, ვინც პლანეტის ყველაზე ელიტარული რბოლა მოიგო. ეს გადასარევი წარმატება ბრიტანელს 32 წლის ასაკში ჩამოუვარდა ციდან, უფრო ზუსტად, მისი სიუჯიუტეში გადასული შეუპოვრობის და მიზანმიმართულობის შედეგია. დიდხანს იდგა ტომასი ჯერ სხვათა კუდში,...

პირველი უელსელი ჯადოქრების ციხიდან
ჩანაწერი

პირველი უელსელი ჯადოქრების ციხიდან

სენ-პე-სიურ-ნიველი პატარა ბასკური ქალაქია დასავლეთ პირენეებში. აქაურები შუა საუკუნეებში თავს ძირითადად მეზღვაურობით ირჩენდნენ. ხშირად ისინი კანადამდეც კი მიცურავდნენ ვეშაპებზე სანადიროდ და სოფელი ნახევარი წლით მხოლოდ ქალების და ბავშვების ამარა რჩებოდა. ერთხელაც ამით სარგებლობა მოუნდათ იქაურ დიდგვაროვნებს ტრისტან დ’ურტუბის და ჟან დე კოპენ დ’ამუს, თითქოს ცოტა ჰქონდათ მიწა, მაგრამ უფრო მეტი მოინდომეს. ანრი IV-ს საჩივარი მიწერეს...

ველოზე გაცვლილი თხილამურები
ჩანაწერი

ველოზე გაცვლილი თხილამურები

1. ვატიკანი 2. გუადელუპის ნოტრ-დამი მეხიკოში 3. ფატიმას ნოტრ-დამი პორტუგალიაში 4. ლურდის ნოტრ-დამი… საფრანგეთში ზოგი რეიტინგი ლურდის ეკლესიას ანიჭებს მესამე ადგილს ამ ჩამონათვალში, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი მომლოცველი ჰყავს, რომელთაგან 60-70 ათასი ავადმყოფი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ტურ დე ფრანსის დღევანდელი საწყისი წერტილი კათოლიკურ სამყაროში წმინდა ადგილია, რომლის მოლოცვაც მორწმუნეთათვის განმრთელების და ბევრი...

რატომ მოწყდით მთავარ ჯგუფს?
ჩანაწერი

რატომ მოწყდით მთავარ ჯგუფს?

“დეილი მეილს” უყვარს ამბავთა ჩხრეკა და ამოდსაკითხავი სიახლეების გამოძერწვა. ინებეთ მორიგი ისტორია: “ტურ დე ფრანსის” ოთხგზის გამარჯვებული, ბრიტანელი კრის ფრუმი რბოლის მე-17 ეტაპზე ცოტა შეშფოთდა, მაღლა მთაში ვარ, ემანდ სურდო არ ავიკიდოო და გზაში ნაცრისფერი ლაბადა მოისხა. ტურის უსაფრთხოების სამსახურებს და პოლიციას კი საკუთარი  საზრუნავები აქვთ: პელოტონს ხან ქვეითი შერეკილი აეკიდება, ხანაც ველოსიპედიანი. არიან ნამდვილი...

დემარმა კრისტოფსაც მოუგო და კრისტოფსაც
ჩანაწერი

დემარმა კრისტოფსაც მოუგო და კრისტოფსაც

ასწლიანი და რელიგიური ომებით მრავალჯერ დანგრეული ტრი-სიურ-ბაიზის მთავარი ღირსშესანიშნაობის ნახვა თუ გსურთ სულაც არაა საფრანგეთში ჩასვლა საჭირო. გაცილებით შორს მოგიწევთ გამგზავრება, ატლანტიკის ოკეანის გადაკვეთა და ნიუ-იორკში სტუმრობა. რაოდენ უცანაურიც არ უნდა იყოს იქ არც რაიმე ტილოს და არც ქანდაკების სანახავად არ გგზავნით – ჰუძონის ნაპირას, ბრონქსიდან ორ ნაბიჯშია მუზეუმი The Cloisters, რომელიც შუა საუკუნეების ოთხი...

ჭამა ფრუმმა პეტერამი?
ჩანაწერი

ჭამა ფრუმმა პეტერამი?

ბანიერ-დე-ლუშონში ტურ დე ფრანსის პირველი სტუმრობა 1910 წლით თარიღდება. „პირინეის დედოფალი“ გასული საუკუნის დასაწყისში ოქტავ ლაპიზმა დაისაკუთრა. ფრანგი იმ წელს ტურ დე ფრანსის ჩემპიონიც გახდა, ორი წლით ადრე ოლიმპიადაც მოიგო, მერეც ბევრგან ივარგა და პირველი მსოფლიო ომის გმირიც გახდა. ველოსიპედი თვითმფრინავზე გაცვალა, ბევრი ბრძოლა მოიგო, მაგრამ 1917 წლის 14 ივლისს, ბასტილიის დაცემის დღეს, თავადაც გმირულად...

რისკმა დაცემა იცის
ჩანაწერი

რისკმა დაცემა იცის

ლეგენდის მიხედვით კარკასონის სახელი IX საუკუნიდან მოდის. იმ დროს ქალაქი სარკინოზების ყოფილა. ფრანკთა დიდი ხელმწიფე შარლემანი (იგივე კარლოს დიდი) დიდძალი ჯარით დამდგარა ქალაქის ალყად, რომლის მმართველი, მეუღლის, მუსულმანი პრინცის ბალაკის ბრძოლის ველზე დაცემის შემდეგ ქალბატონი კარკასი გამხდარა და მედგარი წინააღმდეგობაც გაუწევია მომხდურთთათვის. ალყა იმდენი ხანი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 5 წელზე მეტი) გაგრძელებულა, ორივე ჯარს სანოვაგე...

სქაი აკონტროლებს, ასტანა – იგებს
ჩანაწერი

სქაი აკონტროლებს, ასტანა – იგებს

მილოდან კარკასონამდე 181,5 კილომეტრი გაიარა პელოტონმა კვირას. მიუხედავად იმისა, რომ შეტევები მრავლად იყო, შეიძლება ითქვას, ლიდერები და მათი გრეგარები ხვალინდელი დასვენების დღეს არ დაელოდნენ და საკმაოდ მშვიდად, აუღელვებლად ირბოლეს. ამის დასტური პელოტონის ფინიშიც იყო, როცა არავის გამოუდია თავი და მცირედი აჩქარების გარეშე გაიარა ყველამ ბოლო მეტრები. „პირველი საათის მანძილზე ბევრი შეტევა იყო. მშვიდად ვცდილობდით გვეკონტროლებინა,...

ორი ერთში
ჩანაწერი

ორი ერთში

სენ-პოლ-ტრუა-შატოსა და მენდეს შორის ეტაპი ტურ დე ფრანსის საერთო ჩათვლაში მოწინავე მრბოლებისთვის ცოტა ამოსუნთქვის საშუალება უნდა ყოფილიყო და ასეც დაიწყო ეტაპი, მაგრამ ბოლოს მათაც საკმაო ძალისხმევა დასჭირდათ სტატუს-კვო რომ შეენარჩუნებინათ. სტარტზე გამოსული 152 ველოსიპედისტიდან ბევრს სურდა თავის გამოჩენა შეტევაში და ამიტომ უკვე მეხუთე კილომეტრზე პელოტონი ოთხ ნაწილად დაიშალა. არიერგარდში ისეთი ხალხი გაება მახეში, როგორებიც მიკელ...

ესმის საგანს საგანი
ჩანაწერი

ესმის საგანს საგანი

ტურ დე ფრანსის მე-12 ეტაპი ბურგ დ’უაზანიდან ვალანსამდე 169,5 კილომეტრზე იყო გაჭიმული. ვინაიდან გზა სირთულეებით არ იყო დახუნძლული, მაყურებელთა უმეტესობა უფრო გარემოს პეიზაჟების ყურებით იყო დაკავებული, სანახავი კი მართლაც ბევრი იყო. ანტიკურ პერიოდში ბურგ დ’უაზანი რომაელთა გზაზე შუალედური პუნქტი ყოფილა გრენობლიდან ბრიანსონისკენ მიმავალ გზაზე. მის შესახებ ისტორიული მონაცემები მწირია, მხოლოდ XIII საუკუნის დასაწყისში დიდი წყალდიდობის...