1952 წელს, 21 მარყუჟიანი, 13,8 კილომეტრის და 8,1% დახრილობის ალპ დ’უეზის მთა პირველად მოხვდა ტურ დე ფრანსის მარშრუტში. პირველად ეს უმაღლესი კატეგორიის სირთულე ლეგენდარულმა იტალიელმა ფაუსტო კოპიმ მოიგო. „ამ საშინელ აღმართზე კოპისთვის რომ გეყურებინათ, რომელიც ველოდან არც წამომდგარა, იტყოდით, აკი ორგანიზატორები ამბობდნენ ურთულესი დასალაშქრი მთააო, არადა გზა სწორია შემაღლებების გარეშეო“ – დაწერა მაშინ ტურზე მომუშავე...
Author: გაიოზ თალაკვაძე (გაიოზ თალაკვაძე)
ერთი შეტევით ორი ჯილდო
რომაელთა ბატონობისას ახლანდელი ალბერვილის ადგილას არსებული პატარა დასახლება მილანი-ვენის გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტი ყოფილა. მდინარეებს – არლსა და იზერს შორის რომაელებს საბაჟოც ჰქონიათ მოწყობილი. XII საუკუნის ბოლოს რაინდ სენ ჟან იერუსალემელს წმინდა მიწისკენ დაძრული მომლოცველებისთვის რამდენიმე შესასვენებელი ადგილი მოუწყვია, რის შემდეგაც აქაურობას ქალაქის სახე შეუძენია, რომლისთვისაც ვილფრანშ დე ლ’ოპიტალი უწოდებიათ. შემდგომი საუკუნეებისას ის სავუას ჰერცოგებს...
მთის მეფესთან თეთრი დროშით
ტურ დე ფრანსის მთიანი ნაწილი ულამაზესი ტბის პირას გაშენებული მშვენიერი ანსიდან დაიწყო. ეტაპის საერთო სიგრძე 160 კილომეტრამდე იყო.საინტერესო რბოლა გამოდგა. თავიდან პატარა ჯგუფი მოწყდა პელოტონს და კარგა ხნითაც იგდო ლიდერობა ხელთ. მოულოდნელი იყო მათ შორის საერთო ჩათვლის ლიდერის ბელგიელი გრეგ ვან ავერმატის ყოფნა, რადგან ის მთის მრბოლი არ გახლავთ, არადა საწყის 70 კილომეტრზე თითო პირველი...
ტური მთაში წავიდა
ველოსპორტში რომ ყველაზე პრესტიჟული მრავალდღიანი რბოლა „ტურ დე ფრანსია“, მგონი ყველამ იცის, ვისაც კი ოდნავ მაინც ჰქონია შეხება არათუ ველოსპორტთან, არამედ უბრალოდ სპორტთან. საერთო ჯამში რიგით 105-ე „ტურ დე ფრანსზე“ 176 მრბოლს 3351 კილომეტრი ჰქონდა გასავლელი 21 ეტაპად, მათგან 6 მთის, ერთი გუნდურად და ერთიც ინდივიდუალურად. ტურს 39 დასახლებაში მასპინძლობენ, საიდანაც ცხრას პირველად ერგო ეს...
ამბავი ოქროს პასისა
ფეხბურთი შექმნის დღიდან ვითარდება და ვითარდება. თუმცა უკანასკნელ წლებში ამ მილიონების თამაშში ბევრი სიახლე აღარავის შეუტანია. ბოლო „აღმოჩენად” შეიძლება მსოფლიოს წამყვან გუნდებში ეგრეთ წოდებული კულუარის მოთამაშეების გამოჩენა ჩაითვალოს. ეს ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც მთელი ფლანგის გაკონტროლება ევალებათ. ისინი ძირითადად მცველები არიან, ხოლო როცა მათი გუნდი შეტევაზე გადადის, ეს განაპირა მცველები გარემაბებად გარდაიქმნებიან და მეტოქის კართანაც...




