უტვინო ოლიმპიელი

Home აქეთურ-იქითური უტვინო ოლიმპიელი
უტვინო ოლიმპიელი

სათაურის უფრო კორექტულად დაწერა წარმოუდგენელია.

ამერიკელი ლეგენდარული მოცურავე, 6-გზის ოლიმპიური ჩემპიონი რაიან ლოხტე დოპინგის მიღებაში… რაიან ლოხტემ ამხილა!

რაიანმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც გარკვეულ პრეპარატს ვენიდან გადასხმის გზით იღებს თავად პრეპარატი აკრძალული არ არის, მაგრამ არაუმეტეს ასი მილიგრამისა 12 საათში, თუ სპორტსმენს განსაკუთრებული თერაპევტული ნებართვა არ აქვს აღებული.

ლოხტემ კი პრეპარატი გაცილებით დიდი დოზით და ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიიღო.

ფოტო-კადრი ოლიმპიურ ჩემპიონს 14-თვიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა. ვადის ათვლა ფოტოს გამოქვეყნების დღიდან, 24 მაისიდან დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ლოხტეს 2019 წლის ივნისში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი გაუცდება.

ეს ლოხტეს პირველი სისულელე არ არის. მან 9-თვიანი დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადა 2016 წელს რიოს ოლიმპიადის მსვლელობისას გაქურდვის შესახებ ცრუ განცხადების გამო.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".