რამდენი უნდა შემოგთავაზონ, რომ კატალონიური „ბარსელონადან“ პეტერბურგულ „ზენიტში“ გადაბარგდე? ფინანსურად შეთავაზება მეფური იქნებოდა – პუტინის საყვარელ კლუბს ხომ „გაზპრომი“ აფინანსებს და ვიდრე თანხა ას მილიონს არ გასცდება, ქველმოქმედებად თვლიან. მალკომი „ზენიტში“ გადავიდა. საინტერესო იყო სოციალურ ქსელელებში ქომაგთა გამოხმაურებები, რომლებიც ტალანტს თბილად დაემშვიდობნენ, მწვრთნელი ვალვერდე კი ლამის ანათემას გადასცეს მისი ნიჭის არგამოყენების გამო. მალკომის კარიერა სულ...
ჭდე: მალკომი
ბარსამ მალკომიც გაანაწყენა
არტურო ვიდალის გულისწყრომა „ბარსელონაში” სათამაშო დროის სიმცირესთან დაკავშირებით სულ ახალი ამბავია. ახლა მას 41 მილიონ ევროდ ნაყიდი 21 წლის ბრაზილიელი მალკომის წყენაც დაემატა. ლა ლიგის 8 ტურში მალკომი მოედანზე სულ ორჯერ შევიდა და ჯამში იქ 25 წუთი გაატარა. კატალონიელთა ბოლო სამ ოფიციალურ შეხვედრაში კი ის საერთოდ განაცხადშიც არ იყო. მისმა მრჩეველმა ჟუნიორ მინგუელამ RAC1-თან ინტერვიუში თქვა:...
ახლა მესის თუ მოგვცემენ, თორემ…
მალკომის გატაცებით გამწარებული „რომას” პრეზიდენტი ამბობს, „ბარსელონამ” ლიონელ მესი მომცეს და დანაშაულს გამოსყიდულად ჩავუთვლიო. მოგეხსენებათ, 21 წლის ბრაზილიელი გარემარბი თვითმფრინავში ჩაჯდომასღა ელოდა იტალიის დედაქალაქში რომ ჩაფრენილიყო და კლუბთან ხელშეკრულება გაეფორმებინა, როდესაც საქმეში ესპანეთის ჩემპიონი ჩაერთო, მეტი ფული გადაიხადა და რომის აეროპორტში მომლოდინე იტალიელ გულშემატკივარს თავი ბრიყვებად აგრძნობინა. ერთი სიტყვით, მალკომი რომის ნაცვლად ბარსელონას გაემგზავრა და...


